გიორგი გახარია - აჭარაში ინფიცირებულების შემთხვევების მართვა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, წესების უმკაცრესი დაცვით

გიორგი გახარია - აჭარაში ინფიცირებულების შემთხვევების მართვა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, წესების უმკაცრესი დაცვით

access_time2020-10-19 16:00:00

დღეს როგორც ხდება ინფიცირებულების შემთხვევების მართვა აჭარაში, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, წესების უმკაცრესი დაცვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მთავრობის მეთაურის თქმით, ის ესაუბრა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს და მიიღო ინფორმაცია, თუ როგორ ხდება მუნიციპალურ ტრანსპორტში რეგულაციების დაცვა და კონტროლი.

„აჭარა იყო პირველი რეგიონი საქართველოში, სადაც მოხდა ასეთი სწრაფი ზრდა ინფიცირებულების. როდესაც ინფიცირებულების შემთხვევების სწრაფი ზრდა ხდება, იქ შემდგომ რამდენიმე სისტემამ უნდა გაიაროს ადაპტაცია. აჭარის მაგალითზე გეტყვით გარგად - პირველი სისტემა, რომელსაც ადაპტაცია უნდა გაევლო, იყო ტესტირების სისტემა. პირველი დარტყმის პირობებში გარკვეული ხარვეზები იყო და დრო დასჭირდა ამის დალაგებას. შემდგომი იყო უკვე ჰოსპიტალური სისტემა და აქაც გარკვეული ხარვეზები იყო და აქაც გამოსწორებას დრო დასჭირდა. საკადრო გადაწყვეტილებები იყო მიღებული, ასევე შეიცვალა გადანაწილების და ლოგისტიკის სისტემა, დაგვჭირდა კერძო სექტორის ჩართვა. ეს ყოველდღიური შრომაა. დღეს როგორც ხდება ინფიცირებულების შემთხვევების მართვა აჭარაში, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ აღდგეს მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა, წესების უმკაცრესი დაცვით.


დღეს მე მქონდა საუბარი ბატონ თორნიკე რიჟვაძესთან. ამ საუბრის ძირითადი თემა იყო, როგორ ვიცავთ მუნიციპალურ ტრანსპორტში პირბადის ტარებას და როგორ აკონტროლებს ამას ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი თანამშრომლების საშუალებით. მეორეს მხრივ, აჭარაში ორი-სამი კვირის წინ იყო უმწვავესი სოციალური პრობლემები, როდესაც ჩვენი მოქალაქეები, იმის გამო, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი არ მუშაობდა, მათ უბრალოდ, სამუშაო ადგილების შენარჩუნების პრობლემა ჰქონდათ. ამიტომ, რაც უფრო მეტი დისციპლინა გვაქვს და ვიცავთ წესებს, მით მეტი გახსნის შესაძლებლობა გვაქვს“, - განაცხადა გორგი გახარიამ.





„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?

როგორ მოვამზადოთ ბიზნესი ან მაღაზია მოსალოდნელი „კარანტინისთვის“?
access_time2020-11-24 14:40:04
პანდემიის მეორე ტალღა პირველთან შედარებით გაცილებით მძიმე ჩანს. ინფიცირებულთა მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს და ახალ ანტირეკორდებს ხსნის, რაც ზოგად მდგომარეობას საკმაოდ...

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“

„რაში იხარჯება ჩვენი ფული? ქართული ფეხბურთის პრიორიტეტები სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს!“
access_time2020-11-24 17:30:23
ვაგრძელებთ წერილების ციკლს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - ერთი პატარა აგური მაინც დაიდოს ქართული ფეხბურთის უკეთესი მომავლის საქმეში. თქვენს წინაშეა მორიგი წერილი, რომელიც, ალბათ, ბევრს გაანაწყენებს კიდეც, მაგრამ თავს იმთავითვე იმით დავიმშვიდებ, რომ ქართული ფეხბურთის დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით აღარავის ფერების დრო აღარ არის... ...დიახ, აღარ არის, რადგან თუ ბევრი რამ არ შევცვალეთ, თავზე დაგვემხობა ყველაფერი და ვერც დიდ საფეხბურთო ფორუმზე ვითამაშებთ იმის...


მსგავსი სიახლეები

up