გიორგი გახარია  - აბასთუმანი სულ მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის სამცხე-ჯავახეთს და საქართველოს

გიორგი გახარია - აბასთუმანი სულ მალე იქნება საერთაშორისო დონის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის სამცხე-ჯავახეთს და საქართველოს

access_time2020-10-12 17:24:33

სულ მალე ადიგენი გახდება გზაჯვარედინი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ადიგენში, ახალციხის, ასპინძის, ადიგენისა და ბორჯომის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენისას განაცხადა. ინფორმაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.


პრემიერ - მინისტრის თქმით, ადიგენი ძალიან მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტი იყო ყოველთვის და გახდება კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი, რადგან აქ ბევრი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება.


„მოგეხსენებათ, რომ ხულო-ზარზმა დაიწყო და მალე ამას ბოლოში გავიყვანთ ისევე, როგორც ბაღდათი-აბასთუმანი დააკავშირებს ადიგენს ქუთაისის აეროპორტთან საათნახევრით უფრო მოკლე პერიოდში. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, იმისთვის, რომ საქართველოს ერთიანობის სიმბოლო - ზარზმა, რაც შეიძლება ბევრმა ქართველმა და ჩვენი ქვეყნის ბევრმა სტუმარმა ნახოს - ადიგენის და ზოგადად საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელიც არის საერთოდ ქართველობის, ქართულისა და ერთიანი, ძლიერი საქართველოს სიმბოლო უნდა იყოს ადვილად მისასვლელი და უნდა იყოს ამ ქვეყნის ყურადღების ცენტრში. გარდა ამისა, აბასთუმანი სულ მალე იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ბალნეოლოგიური კურორტი, ეს იქნება საერთაშორისო დონის, საერთაშორისო მასშტაბის კურორტი, რომელიც კიდევ უფრო ცნობადს გახდის ადიგენს, საქართველოს და მთლიანად ამ ხეობას, სამცხე-ჯავახეთს. ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად, მაგრამ ამაზე რომ ვსაუბრობთ, ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომლებიც ნელ-ნელა უნდა გადავლახოთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამისთვის,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი. შემდგომი 4 წლის განმავლობაში, როდესაც ქართული ოცნება დამაჯერებლად გაიმარჯვებს არჩევნებში, ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი.



„ყველას კარგად გვესმის, რომ მიმდინარე ინფრასტრუქტურული პრობლემები გვაქვს, რომელებიც ნელ-ნელა უნდა გადავლახოთ, ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ამისთვის. მე ერთ ციფრს მოგიყვანთ- 2012 წლის შემდეგ სამცხე-ჯავახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებში სულ ინვესტირებულია დაახლოებით 512 მილიონი ლარი. შემდგომი 4 წლის განმავლობაში, როდესაც ,,ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, სისტემურ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტირებული იქნება მინიმუმ 20 მილიარდი ლარი. ეს ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სასმელი წყალი, რომელიც ადიგენში რამდენი წელია უკვე პრობლემაა და სულ რაღაც ერთ თვეში დასრულდება და 24 საათიანი წყალმომარაგება გექნებათ, მაგრამ უნდა მოჰყვეს წყალარინება, წყალმომარაგება ნორმალური უნდა იყოს სოფლებში ისევე, როგორც სარწყავი წყალი არ უნდა იყოს პრობლემა ისევე, როგორც მაგისტრალური გზები ნორმალურ მდგომარეობაში გვაქვს, მაგრამ შიდა სოფლის და ქალაქებს შორის გზები არის წესრიგში მოსაყვანი. ეს ყველაფერი არის სისტემური, ელემენტარული ინფრასტრუქტურა, რომელიც ნორმალურ ევროპულ ქვეყნებში კარგა ხანია მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ კიდევ დაგვჭირდება რაღაც დრო ერთად შრომით, რომ ეს ყველაფერი მოვიყვანოთ წესრიგში. ეს სისტემური ინფრასტრუქტურა უბრალოდ ჩვენს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობენ ისინი თბილისში, ადიგენში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში - ერთ დონეზე უნდა შეეძლოთ ცხოვრება. ამიტომ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად, ერთად უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში თქვენ ყველამ კარგად ნახეთ, ჩვენ არ ვართ მომხრე პოპულიზმის და ბევრი ლაპარაკის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის საქმე. ამ საქმესაც ბევრი პიარი და რეკლამა არ სჭირდება იმიტომ, რომ ადამიანები ამას თვითონ ხედავენ ეს არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


პრემიერ-მინისტრმა არჩევნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არანაირ პოპულისტურ დაპირებას არ იძლევა.


„ჩვენ, ამ არჩევნების დროსაც, არანაირ პოპულისტურ დაპირებას არ ვიძლევით. გვაქვს კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ნაბიჯებით და კონკრეტული მიზნებით. მიზანი, როგორც იცით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იყოს გაზომვადი და თითოეული ჩვენი მიზანი არის გაზომვადი და არა ფუჭი დაპირება. ამიტომ, იმ მხარდაჭერით, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების გვაქვს, წყნარად, მშვიდად, აბსოლუტურად მშვიდ გარემოში უნდა მივიდეთ, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციას, არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ჩვენი ღირსეული და სამართლიანი გამარჯვება რაიმე რისკის, ან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. ამიტომ, არ უნდა წამოვეგოთ არანაირ პროვოკაციებს, უნდა გავიმარჯვოთ ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში. გამარჯვებას გისურვებთ!“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up