გიორგი გახარია - 25 ათასმა მოქალაქემ სესხი აიღო, გადახდები დაიწყო, ბინები მშენებარეა და რომან გოცირიძე მთავაზობს, მოქალაქეები მიმეტოვებინა, ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ

გიორგი გახარია - 25 ათასმა მოქალაქემ სესხი აიღო, გადახდები დაიწყო, ბინები მშენებარეა და რომან გოცირიძე მთავაზობს, მოქალაქეები მიმეტოვებინა, ისე, როგორც მათ მიატოვეს 2008 წელს კრიზისის შემდგომ

access_time2020-05-29 15:15:49

ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება.


მთავრობის მეთაურმა დეტალურად ისაუბრა იმ დახმარებების შესახებ, რომლებიც მოქალაქეებმა აღნიშნულ პერიოდში მიიღეს.



„ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო. დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ 72 175-მა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო 1200 ლარის სოციალური დახმარება, კრიზისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეის მდგომარეობით, 72 175 მოქალაქეს, უკვე, 1200 ლარის სოციალური დახმარების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან დაეწყო. აგრეთვე, 52 151 თვითდასაქმებულმა დღეს მიიღო 300 ლარის კომპენსაცია. 194 796 თანამოქალაქეს, ეს ის ხალხია, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვს 75 000 – დან 100 000-მდე სოციალური დახმარების პირველი ნაწილი ჩაერიცხა. 22 644-მა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, დღეის მდგომარეობით, პირველი ტრანში უკვე მიიღო. 40 440 შშმ პირს, მათ შორის, ბავშვებს უკვე ჩაერიცხა, დღეის მდგომარეობით, ეს დახმარება. 18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგრო-დიზელი შეღავათიანი ფასით და 27 000 ფერმერს აგრო ქულები დაერიცხა, რომლის გამოყენებაც მათ უკვე დაიწყეს. ეს არის 427 206 ადამიანი, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება ნაღდი ფულის სახით პირდაპირ ანგარიშებზე მიიღეს,“ – აღნიშნა პრემიერმა.


1tv.ge





ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებას ყინავს

ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებას ყინავს
access_time2020-07-07 11:35:54
ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების ნაწილს ყინავს - სახელმწიფო დეპარტამენტი ელოდება ანგარიშს კანონის უზენაესოების, ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და კორუფციის შესახებ. კანონპროექტს ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. თანხა საქართველოს ორი წლის განმავლობაში უნდა მიეღო. მთლიანობაში, საუბარია 132 მილიონ აშშ დოლარზე. მთავარი არხი

კოსმეტიკური საშუალებები ქართული ვირის რძისგან - „ვირლანდიას“ სამომავლო გეგმები

კოსმეტიკური საშუალებები ქართული ვირის რძისგან - „ვირლანდიას“ სამომავლო გეგმები
access_time2020-07-07 12:00:46
ვირლანდია - იგივე, სახედრების ფერმა თბილისთან ახლოს,  გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებასთან მდებარეობს. ფერმაში ბაზრისთვის საკმაოდ იშვიათი - ვირის რძე იწარმოება, რომელიც ხალხურ და თანამედროვე მედიცინაში სამკურნალო თვისებების მქონე პროდუქტადაა აღიარებული. 5 წლის წინ, ფერმის თანადამფუძნებელმა, თორნიკე ტეფნაძემ პროდუქტის უნიკალური თვისებების შესწავლის შემდეგ გადაწყვიტა შეექმნა ფერმა, რომელიც ვირის რძეს სამკურნალო დანიშნულებით აწარმოებდა. როგორც ფერმის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-06 21:30:53
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.იპოთეკური სესხების სუბსიდირებით მთავრობა ბანკებს ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარს ჩუქნის საქართველოს მთავრობა ყველას ვინც 2020 წლის პირველი ივნისიდან 2021 წლის პირველ იანვრამდე აიღებს იპოთეკურ სესხს ლარში, 5 წლის ვადით სესხის 4%-ს...

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს

ბიზნესი ქართულად - აუზებზე მოთხოვნას სასტუმროებმა სპეციალური შეთავაზებებით უპასუხეს
access_time2020-07-06 18:00:49
8 ივნისიდან სასტუმროებს საშუალება მიეცათ, რომ საცურაო აუზები გაეხსნათ, თუმცა ღია ტიპის აუზებს გახსნის ნებართვა მხოლოდ ხვალიდან, ისიც შემოწმების შემდეგ ექნებათ. მანამდე კი აუზებზე გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას საქართველოს სასტუმროები შესაბამისი შეთავაზებებით ცდილობენ. რეგულაციების გათვალისწინებით, სასტუმროების აუზებით სარგებლობა სტუმრებს მხოლოდ ნომრის აღების შემთხვევაში შეუძლიათ. თუმცა, ქართულ სასტუმროებს მომხმარებლებისთვის დღის შეთავაზება აქვთ, რომელიც...

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?

The Economist: ვინ მართავს მსოფლიოს?
access_time2020-07-06 20:00:10
2008-2009 წლების კრიზისის შედეგად გლობალური ძალაუფლება დიდმა ოცეულმა გადაიბარა, რადგანაც ნათელი გახდა - დიდი შვიდეულის ფორმატი რეალობას უკვე არ შეესაბამებოდა.კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთი სიახლე გამოავლინა - გლობალური ლიდერის არარსებობა. ამჯერად დიდმა ოცეულმა საოცარი უსუსურობა გამოავლინა და თავი მხოლოდ ღარიბი ქვეყნებისთვის ვალების გასტუმრების გადავადებაზე რიტორიკით...


მსგავსი სიახლეები

up