გიორგი გაჩეჩილაძე: ოპონენტების მხრიდან გადაბრალებებს აქვს ადგილი, რითაც ჩადენილი დანაშაულობების გადაფარვას ცდილობენ

გიორგი გაჩეჩილაძე: ოპონენტების მხრიდან გადაბრალებებს აქვს ადგილი, რითაც ჩადენილი დანაშაულობების გადაფარვას ცდილობენ

access_time2019-09-04 14:06:36


ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძის შეფასებით, მათი ოპონენტების მხრიდან დიდ სიცრუეს აქვს ადგილი, როდესაც ისინი „სისტემატურად აფიქსირებენ თითქოს საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველო ჩამორჩენილი არის და ასე ვთქვათ არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით“. ამის შესახებ გიორგი გაჩეჩილაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილ დავით ზალკალიანს უსმენდნენ.



„ეს არც თქვენ უნდა გაგიკვირდეთ, ვინაიდან თავადაც აღნიშნეთ, ამ სიცრუესთან თქვენც გიწევთ ბრძოლა. ისინი ცდილობენ თავიანთ მიერ ჩადენილი დანაშაულობების ამით გადაფარვას და არა მარტო საერთაშორისო ურთიერთობებში, რასაც ისინი აკეთებდნენ საქართველოში მათი მოღვაწეობის დროს, განსაკუთრებით ეს ეხება აი იმ ომის პერიპეტიებს და იმის შედეგად გართულებულ სიტუაციას, როგორც გეოპოლიტიკური, ისე საერთაშორისო ურთიერთობების თვალსაზრისით“ - მიმართა გიორგი გაჩეჩილაძემ საგარეო მინისტრობის კანდიდატს.



გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით, ოპონენტები ხშირად ამბობენ, რომ თითქოს საქართველოს ფაქტორი აღარ მოიხსენიება გარკვეულ ურთიერთობებში და განსაკუთრებულ აქცენტს სანქციებზე აკეთებენ და მოქმედ ხელისუფლებას შესაბამისი ზომების მიუღებლობაში ადანაშაულებენ.




„რატომღაც 11 წლის თავზე გაახსენდათ სანქციების საკითხი, როდესაც 2008 წლიდან დაწყებული, როდესაც ეს უბედურება დატრიალდა საქართველოში და მათ უზარმაზარი დანაშაული ჩაიდინეს სახელმწიფოს წინააღმდეგ, არავის არ გახსენებია რომ მაშინ მათ ეს სანქციები მოეთხოვათ საერთაშორისო ორგანიზაციების ან პარტნიორების მიმართ. იცით რატომ? იმიტომ, რომ ალბათ, კარგად იცოდნენ რაც ჩაიდინეს. ამის ქრონოლოგიაც მარტივია, გრიგოლ ვაშაძე, მაგალითად რომელიც მაშინ რუსეთის მოქალაქე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, ომის დაწყებამდე, 6-7-8 აგვისტოს აცხადებდა, რომ რუსები არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში. პირიქით, ამბობდა, რომ ისინი საერთოდ აღშფოთებული და აღელვებული არიან იმით, რაც ხდება ამ რეგიონში. ამას მოჰყვა ისიც, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში არ შეიტანეს განაცხადი მაშინვე, როდესაც საომარი პროცესები დაიწყო. ყველამ უნდა იცოდეს საქართველოში, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს მოთხოვნა არის და არა ჩვენი ნება, რომ როდესაც რაღაცა უბედურება ტრიალებს, სახელმწიფო ვალდებულია განაცხადოს გაეროს უშიშროების საბჭოში, რომ რაღაც ხდება და ეს არის ერთადერთი საშუალება რომ პროცესი შეაჩერო და ეს საშუალება ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებას - საომარი მოქმედებები შეეჩერებინა და ეს არ გამოიყენა და, ჰოი საოცრებავ, 8-ში დილით რუსეთმა შეიტანა საქართველოს წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოში განცხადება, რითაც ფაქტობრივად პოზიციები მოიგო ამით საერთაშორისო ურთიერთობაში“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.



მისივე თქმით, ამას მოჰყვა თებერვალში ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც „ნაციონალური მოძრაობის დელეგაციამ მხარი დაუჭირა იმ აბსურდს, რომელიც იქ ჩაიწერა, რომ თითქოს საქართველომ დაიწყო საომარი მოქმედებები“. გიორგი გაჩეჩილაძის შეფასებით, ეს არის „ღალატის დოკუმენტი, რომელიც იურიდიულად „გააპრავა“ მაშინდელმა ხელისუფლებამ“.
„ამას მოჰყვა შემდეგ გრიგოლ ვაშაძის, რომელიც გახლდათ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დახურული განყოფილების - კოსმოსის და ბირთვული შეიარაღების განყოფილების თანამშრომელი თუ ხელმძღვანელი, ანუ პაგონიანი, ასე ვთქვათ, გრუ-ს წარმომადგენელი, მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელად დანიშვნა და მერე ამას მოჰყვა პარალელურად მთელი ენერგეტიკული სფეროს გადაცემა რუსეთისათვის: 2008 წლის დეკემბერში ხელი მოეწერა ენგურჰესის ერთობლივი ექსპლოატაციის ხელშეკრულებას ინტერრაოსთან (ეს არის სახელმწიფო უზარმაზარი კომპანია), 2009-ში დაიწყო და დამთავრდა ხრამჰესი-1, ხრამჰესი-2-ის გადაცემა ინტერრაოსათვის და თბოსადგურებისა და ასე და ასე შემდეგ. ეს დააგვირგვინა ჰააგის ტრიბუნალის საკითხმა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს კიდევ ერთი ღალატის სერიოზული არგუმენტი. მოგეხსენებათ, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეტანილი იყო ამ ომთან დაკავშირებით რუსეთის საწინააღმდეგოდ სარჩელი და 2009 წელს შეწყვიტა ჰააგის ტრიბუნალმა ამ სარჩელის განხილვა და მიზეზი არ გაინტერესებთ, დოკუმენტში რა წერია? - საქართველოს მხარემ არ შეასრულა პროცედურული მხარე. ჩვენ კი, 2014 წელს თავიდან დავიწყეთ ეს პროცესი და ნიშანდობლივი იმ 2010 წელთან შედარებით იცით რა არის? 2014 წელს ჰააგის ტრიბუნალმა როდესაც მიიღო განხილვაზე საქართველოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ რუსეთმა დატოვა ჰააგის ტრიბუნალი ოფიციალურად“, - განაცხადა გიორგი გაჩეჩილაძემ.


(NS)






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up