გიორგი ფანგანი: „ჭკვიანი მრიცხველებით“ ელექტროენერგიის მოხმარების დისტანციურად კონტროლი და ხარჯების დაზოგვაა შესაძლებელი

გიორგი ფანგანი: „ჭკვიანი მრიცხველებით“ ელექტროენერგიის მოხმარების დისტანციურად კონტროლი და ხარჯების დაზოგვაა შესაძლებელი

access_time2021-10-14 22:10:00

რეგულაციის მიხედვით, ახალი კორპუსები, რომლებიც 2021 წლის 1-ლი ოქტომბრიდან შევა ექსპლოატაციაში ელექტროენერგიის აღმრიცხველი „ჭკვიანი მრიცხველებით“ აღიჭურვება.


როგორ შეგვიძლია ჩვენი ბიუჯეტის დაზოგვა და რა არის ჭკვიანი მრიცხველი, ამ საკითხზე „იმედის დილაში“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრმა გიორგი ფანგანმა ილაპარაკა.


„ეს ისეთივე მრიცხველია, როგორც ნებისმიერი სხვა და მისი ძირითადი ფუნქციაა ელექტროენერგიის აღრიცხვა. ამის იქით მრიცხველს აქვს ბევრი ოფცია. მათ შორის მრიცხველს მონაცემების გადაცემა დისტანციურად შეუძლია. საუბარია იმ მონაცემებზე, რომელსაც ის კითხულობს „ტვინინგის ცენტრში“ სადაც ეს მონაცემები აღირიცხება და იწერება. ამასთან მრიცხველს აქვს ელექტროენერგიის შეზღუდვის და ჩართვის ფუნქცია. ასევე აქვს ავარიების აღრიცხვის ფუნქცია, რაც ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან დაბალ ძაბვაზე ავარიების აღრიცხვა არაა მოწესრიგებული ისე, როგორც ჩვენ გვინდა იყოს, როცა მაღალი სტანდარტები გვაქვს დადგენილი. მრიცხველი იმითაა განსხვავებული, რომ მომხმარებელს შეუძლია დისტანციურად აკონტროლოს ელექტროენერგიის მოხმარება. ვმუშაობთ იმაზეც, რომ ყველა მომხმარებელს თავისი საიდენტიფიკაციო მონაცემები ჰქონდეს და შეძლოს სახლიდან გაუსვლელად ონლაინ რეჟიმში ნახოს ელექტროენერგიის მოხმარების მაჩვენებელი“, – განაცხადა ფანგანმა.



მისი თქმით, ამ მრიცხველების დანერგვა საქართველოს ენერგობაზარზე მნიშვნელოვანია, რადგან აბონენტებმა მომავალში დღის და და ღამის ტარიფებით სარგებლობა შეძლონ, რაც ელექტროენერგიის მოხმარების დაზოგვას გამოიწვევს. „ღამის და დღის ტარიფებზე გადასასვლელად რეფორმას რამდენიმე წელი დასჭირდება. როცა ეს განხორციელდება, ელექტროენერგიაზე სხვა და სხვა პერიოდში განსხვავებული საფასურები გვექნება. მაგალითად დღე ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მაღალია, პიკებია და როცა მოთხოვნა მაღალია, ფასიც მაღალია. ღამის საათებში ელექტროენერგიის ფასი მთელ მსოფლიოში უფრო დაბალია, რადგან მოხმარება და მოთხოვნაც ნაკლები. აქედან გამომდინარეა ფასებიც განსხვავებული. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ და იურიდიული პირებისთვის ეს მალე დაიწყება. 2022 წლის მარტიდან ველოდებით ენერგეტიკული ბირჟის გაშვებას. იურიდიული პირები გადავლენ ამ მოდელზე. მალე რეგულაციაში ფიზიკური პირებიც მოექცევიან“, – აღნიშნა ფანგანმა.


წყარო: energynews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up