გიორგი ცუქირიძე - “Fitch” - მა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების პოზიტიური ზეგავლენაზე მიმდინარე პროცესებზე

გიორგი ცუქირიძე - “Fitch” - მა ყურადღება გაამახვილა მთავრობის ანტიკრიზისული ღონისძიებების პოზიტიური ზეგავლენაზე მიმდინარე პროცესებზე

access_time2020-08-15 14:29:37


მსოფლიოს წამყვანმა სარეიტინგო სააგენტომ Fitch“-მა, რომლის სარეიტინგო მაჩვენებლებზე დიდწილად ხდება ინვესტორთა პოზიციონირება, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი და რეიტინგის პერსპექტივა უცვლელად - „BB“ დონეზე ნეგატიური პერსპექტივით დატოვა.



ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, დღეს კოვიდკრიზისის პირობებში, მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო კომპანიის ეს შეფასება რამდენიმე გარემოების გამო არის მნიშვნელოვანი. მისი თქმით, კოვიდკრიზისი იმით განსხვავდება ყველა სხვა გლობალური კრიზისებისაგან, გასული საუკუნის 30 -იანი წლების დიდი დეპრესიიდან მოყოლებული, რომ მას საფუძვლად არ უდევს წმინდა ეკონომიკური სარჩული და არც ფინანსური ბაზრების კრიზისთან არის დაკავშირებული, რომელთა პროგნოზირებაც მეტ-ნაკლებად მოსალოდნელიც იყო. ეს არის პირველი გლობალური შოკი, რომელიც ვირუსულმა პანდემიამ გამოიწვია და ქვეყნების ეკონომიკების ჩაკეტვის გამო, მიწოდების და მოთხოვნის ჯაჭვების მკვეთრი გაწყვეტით წარიმართა. სწორედ ეს გაურკვევლობა იყო და გარკვეულწილად დღესაც არის, რომ პროგნოზირების შესაძლებლობას ამცირებს.
„სარეიტინგო სააგენტოს გადაწყვეტილება იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გლობალური ეკონომიკის კონტექსტში, Fitch-ის პროგნოზით ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წელს 8%-ით შემცირდება, მაშინ როდესაც საქართველოს ეკონომიკის რეალური 4.8%-იანი კლების პროგნოზი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული იგივე პირველი კვარტლის პროგნოზთან შედარებით, რაც მინიმუმ 9 %-იან კლებას ითვალისწინებდა, ხოლო უკვე 2021 წელს ეკონომიკის 4.5%-იანი ზრდააა მოსალოდნელი,“ - განაცხადა ექსპერტმა.




მისი თქმით, აღსანიშნავია, როიმ გლობალური პანდემიის ეკონომიკებზე ნეგატიური ზეგავლენის შედეგად, Fitch-მა შეამცირა ისეთი წამყვანი და ჩვენზე გაცილებით დივერსიფიცირებული ეკონომიკის ქვეყნების დიდი ნაწილის სუვერენული რეიტინგი, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი და კანადა.



„გლობალური ეკონომიკის განვითარების კონტექსტში, Fitch-ის პროგნოზით, ქვეყნის უახლოსი ორი წლის პერსპექტივა არის დადებითი, რაც ნიშნავს, რომ გაზრდილია საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა შოკების მიმართ, ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ მაკროპრუდენციულ ღონისძიებებთან ერთად, საფინანსო სექტორის სტაბილურობის და ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან მიახლოების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ცუცუქირიძემ.

თეგები:
ცუცქრიძე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up