გიორგი ცუცქირიძე:„ქართუ ფონდის დღევანდელი განცხადება იყო უპრეცედენტო სახელმწიფოებრივი სოლიდარობის აქტი“

გიორგი ცუცქირიძე:„ქართუ ფონდის დღევანდელი განცხადება იყო უპრეცედენტო სახელმწიფოებრივი სოლიდარობის აქტი“

access_time2020-03-13 13:36:47

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ : „ქართუ ფონდის დღევანდელი განცხადება იყო უპრეცედენტო სახელმწიფოებრივი სოლიდარობის აქტი. გასულ წლებში გაწეული აქტივობებიდან გამომდინარე, ეს ისედაც მოსალოდნელი იყო. მაგალითისათვის თუნდაც უიმედო სესხების განულების პროგრამა უპირველესად იყო სწორედ სოციალური აქტი და სამოქალაქო სოლიდარობის უპრეცედენტო მაგალითი, როდესაც ასეულ ათასობით ჩვენს მოქალაქეს მიეცა შესაძლებლობა ამ საბანკო დავალიანებების განულებით, კვლავ ჩართულიყო აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაში.


ქართუ ფონდის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ამ ისტორიის თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს. ეს გადაწყვეტილება კი არის პირველ რიგში სახელმწიფო პატრიოტიზმის კუთხით მნიშვნელოვანი. ეს გადაწყვეტილება სხვა კუთხითაც მნიშვნელოვანია, როდესაც განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების ბიუჯეტსაც უჭირს ამ ტიპის ფორს მაჟორული სიტუაციების მართვა, ჩვენნაირი ქვეყნისათვის ეს პრობლემა გაცილებით აქტუალურია.



დღეს წამყვანმა ქართულმა ბანკებმაც ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც სასესხებო ვალდებულებები გადაავადეს. გასულ წლებში ბანკების კრიტიკა და პრეტენზიები არ ყოფილა უსაფუძვლო და ერთ - ერთი სწორედ სოციალური სოლიდარობის კუთხითაც იყო“-წერს ცუცქირიძე. 





მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა

მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა
access_time2020-08-08 19:35:02
მარკ ცუკერბერგი ცენტი-მილიარდერების კლუბს შეუერთდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისმა ქონებამ $100 მილიარდი შეადგინა. ამის შესახებ...

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა

MEI: რუსეთის სამხედრო თავდასხმამ და მისმა შედეგებმა საქართველო დასავლეთთან დაახლოებისკენ მიმავალ გზაზე ვერ დააბრკოლა
access_time2020-08-08 18:00:38
„ამ კვირაში სრულდება 12 წელი რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის შემდეგ. მაშინ, როცა მსოფლიოს ყურადღება გადატანილი იყო პეკინის ზაფხულის ოლიმპიადაზე, ოკუპანტი ძალები: ასობით რუსული ტანკი და ჯავშანტრანსპორტიორი როკის გვირაბის გავლით მიადგა რუსეთ-საქართველოს საზღვარს“, - ამის შესახებ არაკომერციული და არაპარტიული ანალიტიკური ინსტიტუტის – „ახლო აღმოსავლეთის...

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად

ევროპული თვალთახედვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
access_time2020-08-08 13:00:39
ლიეტუვას რადიოსა და ტელევიზიის კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ მანტას მარტისიუსს სოციალური სამართლის იურისტი ნინი შენგელია ესაუბრა. დიალოგი გაიმართა „სექტორი 3-ის, ჰაბი განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში. თემა შეეხებოდა დეზინფორმაციის საფრთხეს, ყალბ ახალ ამბებს, სოციალურ მედიაში სიძულვილის ენასა და სოციალური მედიის პლატფორმებთან მიმართებაში, როგორც ლიეტუვას, ასევე გლობალურ გამოცდილებას.რუსეთის დეზინფორმაცია ლიეტუვასა და მისი ბალტიელი მეზობლებისთვის, ესტონეთისა და ლატვიისთვის...

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან

აშშ-ის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი, ჩინეთი და ირანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას შეეცდებიან
access_time2020-08-08 16:30:43
აშშ-ის კონტრდაზვერვის და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,...

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება

პირბადე 8 ენაზე თარგმნის ფუნქციით – იაპონური სტარტაპის გამოგონება
access_time2020-08-08 14:00:59
როდესაც COVID-19-ის პანდემიამ პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქცია, იაპონური სტარტაპი Donut Robotics ახალ შესაძლებლობებზე დაფიქრდა. მაშინ, როცა სხვადასხვა კომპანია სხვადასხვა დიზაინისა...


მსგავსი სიახლეები

up