გიორგი ცუცქირიძე ხაშურის შემოვლით გზაზე - პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არა თუ შეჩერდა, პირიქით კიდევ უფრო გაიზარდა სატრანსპორტო არტერიების გამტარიანობა

გიორგი ცუცქირიძე ხაშურის შემოვლით გზაზე - პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არა თუ შეჩერდა, პირიქით კიდევ უფრო გაიზარდა სატრანსპორტო არტერიების გამტარიანობა

access_time2020-08-22 14:29:23


„საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა გახდეს რეგიონალური ჰაბი, როგორც ვაჭრობის მიმართულებით, ასევე ლოგისტიკის თვალსაზრისით - ექსპერტი გიორგი ციცქირიძე ხაშურის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას ეხმიანება.



მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არა თუ შეჩერდა, პირიქით კიდევ უფრო გაიზარდა სატრანსპორტო არტერიების გამტარიანობა
„კოვიდკრიზისის გლობალური მაშტაბიდან გამომდინარე, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის აღდგენის ამოცანის ეფექტურობა, ბიზნესის მხარდამჭერ ღონისძიებებთან და სახელმწიფო სოციალურ პაკეტებთან ერთად, მნიშვნელოვანწილად უკავშირდება ინრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.



ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობა იმ ფაქტორის გამოც უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურ კრიზისებისას ისედაც შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში, რაც ეკონომიკურ ზრდაზე ახდენს ზეგავლენას.
ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად მცირდება დროში გადაადგილების ხარჯი, ასევე ხელს უწყობს შიდა ვაჭრობის განვითარებას, რადგან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან, ხოლო საერთაშორისო დონეზე სხვა სავაჭრო პარტნიორ, მათ შორის რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის რეგიონალური ინვესტიციების მოზიდვაში .



მთავრობს ანტიკრიზისული მენეჯმენტისეფექტურობას ის ფაქტორიც განაპირობებს, რომ პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები არა თუ შეჩერდა, პირიქით კიდევ უფრო გაიზარდა სატრანსპორტო არტერიების გამტარიანობა.


საქართველოს აქვს ყველა შესაძლებლობა გახდეს რეგიონალური ჰაბი, როგორც ვაჭრობის მიმართულებით, ასევე ლოგისტიკის თვალსაზრისითაც. სწორედ განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა განაპირობებს დიდწილად უცხოური ინვესტიციებს შემოდინებას ქვეყანაში.
ხაშურის შემოვლითი 13 კილომეტრიანი, საერთო ჯამში 4 ზოლიანი ჩქაროსნული მაგისტრალის გზის გახსნაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ , ქუთაისის შემოვლითი გზის 19 კმ-იანი მონაკვეთთან ერთად, რომელიც სრულად წლის ბოლომდე დასრულდება და აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალის მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი მნიშვნელობა იმითაც იზრდება, რომ გასულ წლებში ნეგატიურად ზემოქმედებდა ეკოლოგიაზეც, ქალაქში გადატვირთული მოძრაობის გამო. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საერთო ჯამში 70 კმ სიგრძის მაგისტრალური გზის მშენებლობა დასრულება მოხდება, რაც ბოლო წლებში. სულაც სარეკორდო მაჩვენებლად უნდა ჩაითვალოს.
ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და პასუხი, ოპოზიციის კრიტიკის უსაფუძვლობაზე, "დაპაუზებულ" თუ "გაჩერებულ საქართველოზე, რაც მთლიანად აშიშვლებს ნაცოპოზიციის პოზიციონირების აბსურდულ ხასიათს“ - წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up