გიორგი ცუცქირიძე: წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

გიორგი ცუცქირიძე: წყალტუბოს პროექტი საქართველოს რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს

access_time2019-10-29 15:20:49

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „ფეისბუქში“ სტატუსს აქვყნებს და აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება წყალტუბოში გამოისყიდოს ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და განახორციელოს მათი სრული რეაბილიტაცია, არის უპრეცედენტო თავისი მაშტაბურობით და საინვესტიციო გადაწყვეტილებების თვალსაზრისითაც. „ფაქტია, რომ ლიბერალური საგადასახადო და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მიუხედავად მაინც ვერ მოხერხდა კერძო ინვესტიციების ფართო მოზიდვა ქვეყნის ამ მეტად მნიშვნელოვან რეგიონში. აბასთუმანის მაგალითმა აჩვენა, რომ განვითარების გეგმასთან ერთად, წამყვან როლს იძენს მსხვილი ინვესტიცია, რაც ასრულებს რა თავისებური ლოკომოტივის როლს, პროექტის წარმატების გარანტორი ხდება, რადგან საკუთარი მონაწილეობით აზღვევს სხვა კერძო ინვესტიციებს.


ამის საუკეთესო მაგალითია აბასთუმანი, რომლის რეაბილიტაციაც ანალოგიური მოდელზე აიგო და სადაც დღეს მშენებარე მაღალი კლასის ექვსი სასტუმროდან, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მხლოდ ერთს „პარაგრაფს“ აშენებს, ხოლო დანარჩენი ხუთის, იქნება ეს „რუმსი“, „რედისონი“, „ქრაუნპლაზა“, თუ „რედიქს ჯგუფის“ სასტუმროების მშენებლობას უკვე სხვა ქართველი ბიზნესმენები ახორციელებენ. გარდა ამისა, ეს არის საჯარო და კერძო პარტნიორობის წარმატებული მაგალითი. აბასთუმნის ჯამურმა ინვესტიციამ უკვე მილიარდნახევარ ლარს მიაღწია, ხოლო სახელმწიფოს თანამონაწილეობა ინფრასტრუქტურის განვითარებით ხორციელდება.


ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს პროექტი შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს რეგიონში, ხოლო კვალიფიციური კადრების გადამზადებას საგანმანათლებო ცენტრი უზრუნველყოფს, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით შეიქმნება.


წყალტუბოს და აბასთუმანის განვითარება არ არის მხოლოდ რეკრეაციული ტურიზმი, რადგან ის ქუთაისთან ერთად გახდება კულტურული ტურიზმის მძლავრი კერა. ეს მოდელი საქართველოს ერთგვარ რეგიონალურ ტურისტულ ჰაბად გადააქცევს, რაც კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ტურიტულ ნაკადებს და ბუნებრივია, ქვეყნის შემოსავლესაც.


აბასთუმანის და ახლა უკვე წყალტუბოს განვითარებით ჩვენ მოვახდენთ ეკონომიკის აქტივობის გადანაწილებას დედაქალაქიდან დასავლეთ საქართველოში, შეკრავს ტურისტული ინდუსტრიის ერთიან რგოლს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელო- ზემო სვანეთის, და რაჭის მიმართულებით.



სწორედ დედაქალაქში ეკონომიკური აქტივობის ზედმეტი კონცენტრაცია არის ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი.


რაც არანაკლებ მნიშვნელოანია, ამ ტიპის ტურისტული ინდუსტრია, მომსახურების სერვისების განვითარებასთან ერთად, ეკონომიკის მომიჯნავე დარგების და პირველ რიგში აგროსექტორის და მცირე ბიზნესის განვითარებას შეუწყობს ხელს, როგორც რეგიონში ისე მთლიანად ქვეყანაში. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით ეს პროექტი შექმნის რა ათასობით სამუშაო ადგილს, არანაკლებ მნიშვნელოვანია, დემოგრაფიული და ადამიანური კაპიტალის განვითარების თვალსაზრისითაც“-წერს ცუცქირიძე. 


„კომერსანტი“




„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“
access_time2020-01-27 14:53:58
საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა,...

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...


მსგავსი სიახლეები

up