გიორგი ცუცქირიძე: წლის ბოლომდე დრო კი არც ისე ბევრია დარჩენილი და ბევრი რამ ახლა სწორედ კონსორციუმზეა დამოკიდებული

გიორგი ცუცქირიძე: წლის ბოლომდე დრო კი არც ისე ბევრია დარჩენილი და ბევრი რამ ახლა სწორედ კონსორციუმზეა დამოკიდებული

access_time2019-10-21 17:06:46

დღეს გავრცელებული ინფორმაციით მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ჰოლანდიური Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის თანხმობა მისცა, რაც მთავარია ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა კონსორციუმის მიმართვიდან 28 დღის ვადაში. თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, ეს დაახლოებით 5 მილიონი დოლარია.


ეს გადაწყვეტილება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა ერთის მხრივ ხელისუფლების ურყევი ნება ანაკლიის პროექტის ოპტიმალურ ვადებში აშენების მზაობაზე და მეორეს მხრივ, ისეთი კომპანიების ჩართულობაზე, რომლებიც თავისი გამოცდილებით და რეპუტაციით უზრუნველყოფენ პროექტის ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერას. ამაზე მიუთითებს მთავრობის გადაწყვეტილება ანაკლიის განვითარების კონსორციუმისათვის ვალდებულებების შესრულების წლის ბოლომდე გადავადებაც, მიუხედავად იმისა, რომ 15 ოქტომბერი იყო შუალედური ვადა მიცემული, რომელიც კომნსორციუმმა ვერ შეასრულა. “ჰოლანდიური კომპანიაც ამ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, მან გასულ წელს ანაკლიის პორტის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები განახორციელა.


რაც შეეხება კონსორციუმში „კონტი ჯგუფის“ ჩამნაცვლებელ კომპანიას, ხოლო გადაწყვეტილების ბოლო ვადად 29 ოქტომბერია დასახელებული. კონტო ჯგუფი იყო შესაბამისი გამოცდილების და ფინანსური რესურსების მქონე კომპანია, რამაც დიდი როლი ითამაშა თავის დროზე კონსორციუმის გამარჯვებაში და ერთ-ერთი მთავარი პრობლემაც კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებების ვერ შესრულებისა და ამ ვადების რამდენჯერმე გადავადებისა სწორედ „კონტი ჯგუფის“ პასიურ როლთანაც არის დაკავშირებული და სამწუხაროდ, ჩვენ ისიც არ ვიცით თუ რატომ გავიდა იგი პროექტიდან.


ბუნებრივია, მთავრობას მოუწევს ანალოგიური გამოცდილების, და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ჯგუფით ჩანაცვლება, რადგან გარდა პროექტის კომერციული მხარისა, ინვესტორი, უნდა პასუხობდეს უსაფრთხოების კრიტერიუმებსაც. სხვა საკითხია თუ რამდენად პასუხობს ამ კრიტერიუმებს ჰოლადიური კომპანიისაგან განსხვავებით კონსორციუმის მხრიდან შემოთავაზებული „მერიდიან კაპიტალი“ რომელიც „ბრიტანული“ ჯგუფიდან საბოლოოდ ყაზახურ ჯგუფად იქცა, და რომელიც ფულის გათეთრებასთან და საეჭვო რუსულ კავშირებთან არის მხილებული.


სამწუხაროდ, კონსორციუმი არ აღმოჩნდა პოლიტიკისაგან თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, თუნდაც ცალკეული, პორტთან დაკავშირებული პოლიტიკოსების ფაქტორიდან გამომდინარე. ამის დასტურია თუნდაც ბოლო წერილი რომელშიც კონსორციუმმა მთავრობას პროექტის მიზანმიმართულ საბოტაჟიც კი დასდო ბრალი, რაც . სცილდება როგორც პოლიტ -კორექტულობის პრინციპს, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის სულისკვეთებასაც. წლის ბოლომდე დრო კი არც ისე ბევრია დარჩენილი და ბევრი რამ ახლა სწორედ კონსორციუმზეა დამოკიდეებული.


მართალია, შემდეგ მათ ეს ერთგვარ შეცდომად აღიარეს, მაგრამ სწორედ ამ სახის მიდგომებმა მნიშვნელოვნად შეაფერხა პროექტის განხორციელება, და არა მთავრობის მხრიდან ხელისშეშლამ, რაზეც ხაზარაძე მუდმივად აპელირებს დღემდე.


კომერსანტი“





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up