გიორგი ცუცქირიძე: „წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად. ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა“

გიორგი ცუცქირიძე: „წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად. ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა“

access_time2018-10-11 15:00:10


„წამყვანი ქართული ბანკები პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს რეალურად ვერ აცნობიერებენ.ის
ლიბერალური რეჟიმი, რაც მათ გასულ წლებში ჰქონდათ, უბრალოდ დამთავრდა“ - ასე
გამოეხმაურა ბანკების მხრიდან ახალი რეგულაციების გადავადების მოთხოვნას ექსპერტი
საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.


ცუცქირიძეს მსოფლიო ბანკის სტატისტიკა მოჰყავს,რომლის მიხედვითაც საქართველოში ჯერ
კიდევ 2015 წელს 1000 ზრდასრულ მოსახლეზე უკვე 680 მსესხებელი მოდიოდა, რომელიც
მსოფლიოში სიდიდით მეორე მაჩვენებელია თურქეთის შემდეგ, თუმცა იგივე თურქეთში
შინამეურნეობების ვალის შეფარდება მშპ-სთან არის მხოლოდ 18%, მაშინ როდესაც
საქართველოში ანალოგიური მაჩვენებელი 34%-ია.


ექსპერტის აზრით ჭარბვალიანობის გაზრდილ რისკზე მიუთითებს საქართველოში ქონების
დაკარგვის კანდიდატთა რიცხვის ზრდაც. „წლის დასაწყისიდან მხოლოდ ბოლო 4 თვის
განმავლობაში გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობამ 15,6 ათასით მოიმატა. თუ 2018 წლის
21 თებერვლისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს მოვალეთა რეესტრში 239 831 ჩანაწერი იყო,
2018 წლის პირველ 7 თვეში ეს რიცხვი 255 494-ს შეადგენდა. შედეგად გამოდის, რომ დღეს
საქართველოს მოსახლეობის თითქმის 7% გადახდისუუნაროა, რაც საკმაოდ მაღალი
მაჩვენებელია.“- განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.



ექსპერტს კიდევ ერთი მაჩვენებელი მოჰყავს,რომლის მიხედვით დგინდება,რომ ჩვენი
მოსახლეობა საკრედიტო რესურსების მოხმარებით ევროპის წამყვანი ქვეყნების დონეზეა, მაშინ
როდესაც რეალური შემოსავლები, საშუალოდ, 5-ჯერ ნაკლებია.


„თუ 2015-2017 წლის პერიოდს მივიღებთ მხედველობაში, ეკონომიკის ზრდამ საშუალოდ 3.56%
შეადგინა, ხოლო ბანკების საკრედიტო პორტფელი ამავე პერიოდში, საშუალოდ, 19.8%-ით არის
გაზრდილი, ხოლო რეალური ზრდა ინფლაციის გამოკლებით 15.3%-ს შეადგენს. ანუ დაკრედიტების
ტემპები ეკონომიკის რეალურ ზრდას - 5.6-ჯერ, ხოლო ინფლაციის გამოკლებითაც კი 4.3–ჯერ
აღემატებოდა. „ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


ცუცქირიძე მიიჩნევს,რომ რეგულაციების გადავადების მოთხოვნა ულტიმატუმის ელფერსაც
ატარებს : „რეგულაციების გადავადების მოთხოვნა და ეკონომიკაზე მისი შესაძლო ნეგატიური
ეფექტით აპელირება, მით უმეტეს ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდში, თავისებური
ულტიმატუმის ელფერსაც ატარებს და შესაბამისად, ბანკების მხრიდან წამგებიანი სვლა უფროა
სამწუხაროდ, წამყვანი ქართული ბანკები ვერ აცნობიერებენ პოლიტიკურ და სოციალურ რისკებს
რეალურად. ახალი რეგულაციები დრომ მოიტანა. ბანკებიც უნდა მიხვდნენ და გადაერთონ ახალ
რეალობაზე. ის ლიბერალური რეჟიმი, რაც მათ გასულ წლებში ჰქონდათ, უბრალოდ, დამთავრდა,
მსოფლიო პოლიტიკაში 2008-2010 წლების გლობალური კრიზისის შემდეგ, ჩვენთან დღეს, ცოტა
მოგვიანებით, მაგრამ მაინც გარე სამყაროსთან ჩვენი ინტეგრაციის დონიდან და ფინანსური
სექტორის წონიდან გამომდინარე.- განაცხადა ექსპერტმა.






საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს

საპენსიო სააგენტო სარეკლამო მომსახურებაში 913 ათას ლარზე მეტის დახარჯვას გეგმავს
access_time2019-02-23 20:00:56
საპენსიო სააგენტო საინფორმაციო და სარეკლამო მომსახურებაში 2019 წელს 913 938 ლარის დახარჯვას გეგმავს. შესყიდვების სააგენტოსგან ის ამ მომსახურების ტენდერის გარეშე, პირდაპირი წესით შესყიდვის ნებართვას...

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში

რუსული საფრთხე ქართულ ეკონომიკაში
access_time2019-02-23 18:00:24
ამ დღეებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ გამოაქვეყნა სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ერთი შეხედვით გასახარია. კერძოდ,  ნეგატიური პროგნოზების და ღორის გრიპის მიუხედავად, 2019 წლის იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა - ამჯერად 18%-ით 2018 წლის იანვართან შედარებით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ 2018 წელს არნახულად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის   ექსპორტი, რომელმაც მიაღწია 935 მლნ. დოლარს. ამ პროდუქციის...

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა

„ნუთუ, იქ ყველაფერი სხვანაირია?“ – აფხაზი ჟურნალისტის სამუშაო ვიზიტი ენგურს გამოღმა
access_time2019-02-23 16:00:07
მარიანა კოტოვას ბლოგი...

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები

მნიშვნელოვანი ფაქტები „თიბისი ბანკის“ ისტორიაში - მისი დამფუძნებლები და აქციონერები
access_time2019-02-23 14:00:34
მამუკა ხაზარაძე „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს, მაგრამ აქციების გაყიდვას არ გეგმავს და ბანკის აქციონერად რჩება - ამის შესახებ „თიბისი ბანკში“...

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში

როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
access_time2019-02-23 12:00:54
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი...


მსგავსი სიახლეები

up