გიორგი ცუცქირიძე: ვიყოთ ფრთხილათ და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ

გიორგი ცუცქირიძე: ვიყოთ ფრთხილათ და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ

access_time2020-04-14 20:15:03

ვიყოთ ფრთხილათ და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ; ეს უპრეცედენტო 3 მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების გამოყოფაც, გასულ წლებში ქვეყნის პროგრეს და საერთაშორისო აღიარებასაც ნისნავს და ამის წინაპირობა იქნება,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითებში გიორგი ცუცქირიძე.

 

მისი თქმით, ქვეყანა გადადის სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების მეტად სახიფათო და მაღალრისკიან ეტაპზე და უნდა გვესმოდეს, რომ იმ ქვეყნებში სადაც იყო დაყოვნება ან ეკონომიკის "დაპაუზების" შიშით არ მიიღეს მკაცრი საკარანტიო ზომები, გავრცელების მაშტაბებიც მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც.

 


,,პრემიერ გახარიას გადაწყვეტილება 10 მაისამდე საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებაზე და პარარელურად ოთხ დდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ტრანსპორტის შესვლის აკრძალვაზე, არის ყველაზე დროული და გამართლებული გადაწყვეტილება. ქვეყანა გადადის სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების მეტად სახიფათო და მაღალრისკიან ეტაპზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმ ქვეყნებში სადაც იყო დაყოვნება ან ეკონომიკის "დაპაუზების" შიშით არ მიიღეს მკაცრი საკარანტიო ზომები, გავრცელების მაშტაბებიც მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც. ვერც ქართველი ექიმების თავდადება, ვერც მათი მაღალი პროფესიონალიზმი და ვერც მაღალგანვითარებული ჰოსპიტალური ქსელი ვერ გახდება ვირუსის შეჩერების გარანტი. ეს ყველაზე კარგად ისრაელში გამოჩნდა, სადაც არის საკმაოდ მაღალი დონის ჰოსპიტალური ქსელიც და მედიცინაც თავისთავად, უმოკლეს დროში მოხდა ნაკლებად კრიტიკული წერტილიდან დაავადების ნახტომისებური ზრდა თანმდევი ლეტალური შედეგებით. ვერანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა და ვერც სოლიდური თუნდაც 3 მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტი ვერ გვიშველის თუ ეპიდემიის მაშტაბები პიკურ მაჩვენებლებზე გავიდა სიტუაციის დამძიმებისას, საკარანტინო ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელებას, ეკონომიკა უბრალოდ ვერ გაუძლებს, რადგან ფაქტიურად ორი კვარტლის მთლიანად ჩავარდნას ნიშნავს, რის შედეგადაც რეცესიის და ინფლაციის მაშტაბები არა თუ გაანულებს ეკონომიკის ზრდას არამედ გადავალთ რა უარყოფით მაჩვენებლში, ქვეყანა შევა ღრმა რეცესიაში, რომლიდანაც გამოსვლას შეიზლება წლებიც კი დაჭირდეს. ვიყოთ ფრთხილად და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ; ეს უპრეცედენტო 3 მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების გამოყოფაც, გასულ წლებში ქვეყნის პროგრეს და საერთაშორისო აღიარებასაც ნისნავს და ამის წინაპირობა იქნება.





Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი

Independent: ევროპის ავიაბაზრის ახალი ლიდერები - რუსეთი და თურქეთი
access_time2021-02-26 20:00:16
ათწლეულების მანძილზე ევროპის ავიაციაში 3 ურყევი ფაქტი იყო - პირველი - ბრიტანეთს ავიარეისების ყველაზე დიდი რაოდენობა აქვს, მეორე - ლონდონი სხვა ქალაქებთან ყველაზე უკეთესადაა დაკავშირებული, მესამე - აეროპორტი „ჰიტროუ“ პირველ ადგილზეა მგზავრთა რაოდენობით. პანდემიამ და მის წინააღმდეგ ბრძოლამ ეს ურყევი რეალობა რადიკალურად შეიცვალა - ამაზე საავიაციო ბიულეტენის The Anker Report-ის ექსპერტის რალფ ანკერის მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგები მეტყველებს. მან...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

 დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-26 21:00:20
 დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ...

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია "5 ელემენტი" გამოჩნდა

ტურისტულ ბაზარზე ახალი კომპანია
access_time2021-02-26 19:00:23
ქართული ტურისტული ბაზრისთვის სრულიად განსხვავებული და უნიკალური ტურებით ახალი კომპანია „5 ელემენტი“ გამოჩნდა.როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო წიკლაურმა განაცხადა, კომპანიის ტურები იქნება ბევრი ელემენტის ერთობლიობა, როგორიცაა: ქვესტები, ფიზიკური თუ ინტელექტუალური აქტივობები, დრონით გადაღება, ვიდეო მონატაჟი. „გარდა ამისა, ტურებში აუცლებლად იქნებიან საზოგადოებისთვის საყვარელი ადამიანები, რაც კიდევ უფრო სხვა ელფერს შესძენს ჩვენს ტურებს“, – დასძენს...

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის, თუნდაც 2 საათით გადაწევა - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია
access_time2021-02-26 18:16:21
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სეტორის დროულ აღდგენას შეუწყოფს ხელს. შეხვედრაზე, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, მედეა ჯანიაშვილი ესწრებოდა, საუბარი შეეხო სახმელეთო საზღვრის ეტაპობრივი გახსნის საჭიროებას, რადგანაც ამ გზით ქვეყანაში ტურისტების შემოსვლის გარეშე დროულ...

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის

გერმანიაში დასაქმების პროგრამა სიღარიბის დაძლევის, სამუშაო ადგილების შექმნისა და სიდუხჭირის აღმოფხვრის გზა ნამდვილად არ არის
access_time2021-02-26 17:10:15
ფერმერთა ასოციაცია ქართველების გერმანიაში ლეგალურად დასაქმების პროგრამას ნაწილობრივ აკრიტიკებს. ნინო ზამბახიძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანებს მიგრაციისკენ უბიძგებს. ზამბახიძე ეჭვობს, რომ გერმანიაში 3 თვით წასული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნებისგან თავს შეიკავებენ.   „ქართული შრომის ბაზრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კვალიფიციური კადრები იყო. სოფლის მეურნეობის სექტორი დასაქმების თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი გახლდათ....


მსგავსი სიახლეები

up