გიორგი ცუცქირიძე - ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ვფიქრობ, ამ ტრაგიკული ფაქტითაც ბევრი რამეა ნათქვამი

გიორგი ცუცქირიძე - ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ვფიქრობ, ამ ტრაგიკული ფაქტითაც ბევრი რამეა ნათქვამი

access_time2022-10-05 18:15:15

ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმედ ნამდვილად უნდა განვიხილოთ ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფს შორის მიმდინარე დავა, რომელიც მრავალი წელია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში. თუმცა ეს დავა უკვე გასცდა ლოკალური ინტერესის მასშტაბებს და განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში, და  შედარებით ფართოდ გაშუქებას დაექვემდებარა ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე საქმე, რომელიც, ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა - ასე ეხმიანება ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე იურიდიული ფირმა „MKD“-ის  მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზს.


„საერთაშორისო რეზონანსული ბიზნეს დავები ყოველთვის არის ფინანსური და პოლიტიკური წრეების და მეინსტრიმული მედიის ინტერესთა სფეროში,  მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე.


ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმედ ნამდვილად უნდა განვიხილოთ ბატონ ივანიშვილსა და „კრედიტ სუისს“-ის ჯგუფს შორის მიმდინარე დავა, რომელიც მრავალი წელია მიმდინარეობს სხვადასხვა იურისდიქციაში.


თუმცა ეს დავა უკვე გასცდა ლოკალური ინტერესის მასტაბებს და განსაკუთრებით აქტუალური გახდა უკანასკნელი თვეების განმავლობაში,და  შედარებით ფართოდ გაშუქებას დაექვემდებარა ბერმუდის კუნძულებზე მიმდინარე საქმე, რომელიც, ბერმუდას უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელეთა უპირობო გამარჯვებით დასრულდა.


აღსანიშნავია, რომ სასამართლოს დამატებითი გადაწყვეტილების მიხედვით, „კრედიტ სუისს“-მა სასამართლოს მიერ, მასზე დაკისრებული თანხა, 607.35 მილიონი აშშ დოლარი, სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსა სხვა შვეიცარიულ ბანკში, ხოლო გამარჯვებულ მხარეს აღნიშნულ თანხაზე წვდომა გაუჩნდება მას შემდეგ, რაც დავა ყველა ინსტანციის სასამართლოში ამოიწურება.


აღნიშნული ინფორმაცია კი  ასევე მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც საკითხის მიმართ არსებობს პრეს რელიზის სახით უკვე გავრცელდა ბიზინა ივანისვილის ინტერესთა დამცველი ჯგუფის მხრიდან, რაც საყურადღებოც არის და მისასალმებელიც.


 აღნიშნული პრეს რელიზიდან სხვა მეტად საინტერესო გარემოებებიც იკვეთება. პირველ რიგში ეს ეხება  სასამართლო დავას, რომლის არსებითი განხილვები სინგაპურის საერთაშორისო კომერციულ სასამართლოში მიმდინარეობდა 5-23 სექტემბრის პერიოდში.


ნიშაანდობლივია, რომ ამ დავისადმი ინტერესი გაზარდა თავად ზეპირი მოსმენების ფარგლებში, მთავარი მოსარჩელის, ბატონი ივანიშვილის გამოკითხვამაც, რადგან სხვა თუ არაფერი სადავო თანხა 1.2 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება!. 



თავად სასამართლოს მიმდინარეობა კი ფართოდ შუქდებოდა საერთაშორისო პრესით და როგორც პრეს რელიზიდან ვიგებთ დაახლოებით, 300-ჯერ გაჟღერდა სხვადასხვა მედია საშუალებაში, რომელზეც წვდომა 960 მილიონ მომხმარებელს ჰქონდა. ამ საკითხზე სტატიები გამოაქვეყნეს ისეთმა გამოცემებმა, როგორიცაა „ბლუმბერგი“, „როიტერსი“, „ფაინენშელ ტაიმსი“ და „უოლ სტრიტ ჟურნალი“.


ამ დავაში, ვფიქრობ ჩვენთვისაც ყველაზე მეტად  საინტერესო ის გარემოებაა, რომ ასეთი რეზონანსული დატვირთვის მატარებელი თემა პრაქტიკულად არ გაშუქდა ოპოზიციაში მყოფი მედიის მიერ საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ოპოზიციური მედია სივრცის ასკარად მიკერძოებულ და წმინდა მერკანტილურ ინტერესებზე.


ამ საკითხის არ გაშუქების მთავრი მიზეზი კი ამავე საკითხზე საერთაშორისო მედიის გამოხმაურება უნდა მივ იჩნიოთ, რომელიც ცალსახად პოზიტიური იყო მოსარჩელე მხარისთვის, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის („კრედიტ სუისს“-ის სინგაპურული სატრასტო კომპანია, რომელიც ერთ-ერთია იმ ორი ტრასტიდან, რომელიც ემსახურებოდა კლიენტს) პოზიციებს საკმაოდ მძიმე შეფასებები მოჰყვა. კერძოდ,  პროცესზე დადასტურდა, რომ „კრედიტ სუისს“-მა ნამდვილად ჩაიდინა ის დანაშაულებრივი ქმედებები (საუბარია ხელმოწერების გაყალბებაზე, თანხის არაავტორიზებულ გადარიცხვებზე და ა.შ.), რომლებზეც ყოფილ კლიენტს გააჩნია პრეტენზიები.

ნიშანდობლივია, რომ ეს განწყობა განსაკუთრებით გამოიკვეთა იმ მკვეთრი კონტრასტის ფონზე, რომელიც იყო ბატონი ივანიშვილის დამაჯერებელ მოწმის ჩვენებასა და მოწინააღმდეგე მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის.


მეტიც, პროცესის მიმდინარეობისას მოპასუხემ, მოსამართლის აშკარა მინიშნების საპასუხოდ, სცნო პასუხისმგებლობა ჩადენილი დარღვევების მნიშვნელოვან ნაწილზე. მეტიც, ბატონი ივანიშვილის მხრიდან ჩვენების მიცემისას, მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ბანკის ტრასტები მას 2022 წლის მარტიდან იმ თანხებსაც კი არ ურიცხავენ, რომელიც გადაურჩა დანაშაულებს.


თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ მეორე ტრასტის მიერ ამავე პერიოდიდან, მარტის თვიდან გაჩერებული ძირითადი თანხები, რასაც ბანკი „აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ გეოპოლიტიკურ მოვლენებს“ მიაწერდა, კვლავაც არ არის გადმორიცხული. საგანგებოდ ხასგასასმელია ისიც, რომ სინგაპურის ტრასტიდან გადმორიცხული თანხა მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს „კრედიტ სუისს“-ის ტრასტებში ჯამურად აკუმულირებული თანხებისა. თანხის უდიდესი ნაწილი, რომელიც მოქცეულია არა სინგაპურული, არამე გერნსის კუნძულზე რეგისტრირებული ტრასტის მართვის ქვეშ, კვლავაც უსაფუძვლოდ არის შეყოვნებული „კრედიტ სუისს“-ის ტრასტის მიერ და ამ მხრივ არანაირი წინსვლა არ არის.


ამ დროს როგორც ბერმუდაზე, ისე სინგაპურში მიმდინარე პროცესზე გამოიკვეთა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დანაკარგები კლიენტის ანგარიშებზე დაფიქსირებულია 2008-2010 წლებში. მიუხედავად იმისა, რომ დარღვევებისა და დანაშაულის სიმრავლე და ხასიათი უპრეცედენტო იყო, ბანკმა აღნიშნული დარღვევები მხოლოდ 2015 წელს დააფიქსირა და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც კლიენტმა მის ანგარიშზე არსებული მსხვილი თანხების სხვა მისამართით გადარიცხვა განიზრახა. სწორედ მაშინ აღმოჩნდა, რომ ანგარიშებზე თანხები იმაზე მკვეთრად მცირე იყო, ვიდრე ბანკის მიერ კლიენტისთვის მიწოდებულ მონაცემებში ჩანდა.


ამდენად, ბანკის ხელწერა არ შევლილა, ის მხოლოდ იძულებული გახდა განეხორციელებინა გადმორიცხვა სინგაპურის მცირე-აქტივიანი ტრასტიდან, რაც სასამართლოს მხრიდან აშკარა მითითების შედეგია.


უნდა დავეთანხმო პრეს რელიზის კიდევ ეერთ ასპექტსასც,  აბსოლუტურად გაუგებარია შვეიცარიული მედიის მიდგომა, რომ მიუხედავად დავის ფართოდ გაშუქებისა და, მათ შორის, იმის აღნიშვნისა, რომ ბანკის პოზიციები დავაში უკიდურესად სუსტია, ყველა მედია საშუალება მაინც ერიდება ბატონი ივანიშვილის იმ პოზიციის შემცველი წერილის გამოქვეყნებას, სადაც საუბარია იმაზე, რომ ბანკის მენეჯმენტი სრულიად შეგნებულად აზიანებს ბანკს, საბანკო სისტემასა და სახელმწიფოს იმიჯს.


სამწუხაროდ, ბანკის გადაწყვეტილება, რომ მისივე ინიცირებული მორიგების პროცესი თავადვე შეეწყვიტა, სრულიად ჯდება ამ ხაზში.


 ის ერთადერთი თანამშრომელიც კი, რომელსაც ბრალი დასდეს მრავალ-წლიან და მილიარდიან დანაშაულში, მხოლოდ ხუთ-წლიანი სასჯელით შემოფარგლა შვეიცარიულმა მართლმსაჯულებამ, რის შემდეგაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ფაქტის კონსტანტირება იქნებოდა იმის აღნიშვნაც, რომ სამოქალაქო დავების არსებითი განხილვის დაწყებამდე ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და ვფიქრობ, ამ ტრაგიკული ფაქტითაც ბევრი რამეა ნათქვამი.“ - წერს ცუცქირიძე facebook - ზე.


NS





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up