გიორგი ცუცქირიძე: „Unicef –ის კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები სწორ სტრატეგიაზეა აგებული“

გიორგი ცუცქირიძე: „Unicef –ის კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები სწორ სტრატეგიაზეა აგებული“

access_time2020-08-21 13:33:56

„Unicef –ის კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები სწორ და გამართლებულ სტრატეგიაზეა აგებული. კვლევით დადგინდა, რომ 18 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად“ - ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე Unicef –ის კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში აფასებს.


მისი თქმით, Unicef –ის მიერ რეკომენდაციის სახით შეთავაზებული თუნდაც 50 ლარიანი დახმარების გაცემა, იქნებოდა ხელშემწყობი ფაქტორი სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება კი ოთხჯერ მეტია ,რაც ერთიორად ზრდის ამ დახმარების ეფექტურობას.


„ნებისმიერი ანტიკრიზისული გეგმა ფასდება ეკონომიკაზე მისი პოზიტიური ეფექტით, და პირველ რიგში ბიზნესის სტიმულირებასთან ერთად, თუ რამდენად თავსებადია ანტიკრიზისული სოციალური ღონისძიებები, მათ შორის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის.


ამ თვალსაზრისით მეტად საყურადღებოა გაეროს ბავშვთა ფონდის (Unicef -ის) მიერ დღეს წარმოდგენილი კვლევა. ამ კვლევითაც დასტურდება, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები სწორ და გამართლებულ სტრატეგიაზე არის აგებული. Unicef –ის კვლევით დადგინდა, რომ 18 წლის ასაკამდე ბავშვებისათვის საყოველთაო ფულადი დახმარება ყველაზე ეფექტური მოდელია მოსახლეობისა და ბავშვების სიღარიბის დასაძლევად. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ რეკომენდაციის სახით შეთავაზებული თუნდაც 50 ლარიანი დახმარების გაცემა, იქნებოდა ხელშემწყობი ფაქტორი სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ყველა ბავშვისთვის განკუთვნილი 200 ლარიანი დახმარებაზე, რაც ოთხჯერ მეტია ერთიორად ზრდის ამ დახმარების ეფექტურობას.



ეს ფაქტორი მთლიანად აბათილებს ოპოზიციის მიერ, მუდმივ პედალირებას ბოლო წლებში საქართველოში სიღარიბის მედიანული მაჩვენებლის გაუარესებაზე. ამასთან, აჩვენებს სამთავრობო ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკისას წარმოდგენილი არტგუმენტების უსაფუძვლობას, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის მიერ შემოთავაზებული ყველა ოჯახისათვის ე.წ ერთჯერადი დახმარების პაკეტის, როგორც „სოციალურად სამართლიანი“ გადაწყვეტილების სრულ აბსურდულობას და პოპულისტურ ხასიათს, თავად ამ პაკეტის ეკონომიკურ ასპეტებს თავი რომ დავანებოთ.


მთავარი, რაც ასახულია მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში არის კრიზისისას და პოსტკრიზისულ პერიოდში, შემცირებული შემოსავლების ფონზე, მთავრობის მიერ გაცემული ფულადი დახმარებების სოციალური სინერგიის ეფექტი, როგორც სიღარიბის მაჩვენებლების ზრდის ტემპის შენელების, ასევე სიღარიბის მაჩვენებლების საბაზისო დონესთან შედარებით შემცირების კუთხითაც, რაც ამ კვლევამაც ცხადი გახადა_ წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.




საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა
access_time2021-03-06 21:27:06
რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას შეხვდა. მატჩი ლისაბონში ჩატარდა და ის ქართველების გამარჯვებით, ანგარიშით 29:16...

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს

სილქნეტი განცხადებას ავრცელებს
access_time2021-03-06 14:30:55
...

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს

„ფაიზერის“ ვაქცინის მცირე რაოდენობა შესაძლოა საქართველომ 3 კვირაში მიიღოს
access_time2021-03-05 18:15:08
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა. როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მარტის თვის ბოლოსთვის ქვეყანაში შესაძლოა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაც შემოვიდეს. „წინასწარი ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში, ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა „ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება. სიახლეა „ასტრაზენეკასთან“...

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა

გაიაფებული რიყის დოქები ისევ ვერ გაიყიდა
access_time2021-03-05 19:00:38
რიყის დოქები ისევ არ გაიყიდა. ხელახალი აუქციონზე მისი ფასი 24 მლნ-მდე ლარით იყო გაიაფებული და აუქციონზე 71,25 მლნ ლარად იყო შეთავაზებული. ქონება პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში იყო აუქციონზე გამოტანილი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამ უძრავი ქონების გაყიდვას ზუსტად ერთ წელზე მეტია ცდილობს. 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე მისი საწყისი გასაყიდი ფასი 95 მლნ ლარი იყო, თუმცა ვაჭრობა ლოტზე არ...

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია

ყავის ლაბორატორია: კომპანიის ყოველი თვე ზარალიანია
access_time2021-03-06 18:00:43
ყავის ლაბორატორიას შემოსავლები კორონავირუსის შედეგად შემცირებული აქვს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა თათია ზარქუამ განუცხადა, ლოკდაუნის დროს ბიზნესი მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით ფუნქციონირებდა, ახლა კი, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები მოიხსნა, გარე სივრცის მეშვეობითაც ახდენს რეალიზაციას. ზარქუა აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, კომპანიის შემოსავალი ვერ აუდის გაზრდილ ხარჯებს, ამიტომ, კომპანიას ყოველი თვე ზარალიანი აქვს. „როდესაც...


მსგავსი სიახლეები

up