გიორგი ცუცქირიძე: „სრული ცინიზმია ახლა ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე პარტიების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმენტის კრიტიკა“

გიორგი ცუცქირიძე: „სრული ცინიზმია ახლა ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე პარტიების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმენტის კრიტიკა“

access_time2020-03-23 16:21:37

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელ Facebookში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ევროპის ქვეყნებში და აშშ ში კორონა ვირუსის ზეგავლენა ეკონომიკაზე გაცილებით მაღალი იქნება ვიდრე ეს თავიდან ჩანდა. ზოგიერთი შეფასებით კი ეს არის ყველაზე დიდი კრიზისი, არა თუ 2008 ან 1987 წლებთან შედარებით, არამედ დიდი დეპრესიის შემდეგაც კი. უკვე სახეზეა არა მხოლოდ წამყვანი საფონდო ინდექსების ვარდნა, არამედ უმუშევრობის ზრდის მკვეთრი ტენდენციაც, რაც ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს და პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნეს შეეხება.


უმუშევრობის ზრდა თავის მხრივ სოციურ აპათიასთან ერთად გამოიწვევს კრიმინალის ზრდასაც, რაც არანაკლები პრობლემად შეიძლება გადაიქცეს, როგორც სამოქალაქო წესრიგის, ისე მთლიანად ეკონომიკისთვისაც. კოვირ 19 ის როგორც გლობალური მეზო ფაქტორის ზეგავლენამ ეკონომიკაზე და კრიზისის შემდგომ პერიოდში ბევრი რამის გადაფასებაც მოხდება, პირველ რიგში თავისუფალი ბაზრის ყოვლისშემძლეობის,იგივე ნეო ლიბერალური პარადიგმების გადაფასების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჯანდაცვა როგორც სტანდარტული საბაზრო პროდუქტი უბრალოდ ჩავარდა.


არ მუშაობს სწორედ თავისუფალი ბაზრის მოთხოვნა - მიწოდების უნივერსუმიდან გამომდინარე. იტალიის მაგალითმაც ცხადად აჩვენა, რომ კერძო სავადმყოფოებს და კლინიკებს აქვთ იმდენი საწოლი, რამდენიც არის ბაზარზე მოთხოვნა შედარებით სტაბილურ პირობებში, მაგრამ ეს პარადიგმა მთლიანად იმსხვრევა კრიზისების დროს, როდესაც მოთხოვნა მკვეთრად იზრდება, ხოლო მისი დაკმაყოფილება ვერ ხერხდება.დიდწილად ამის შედეგი იყო,რომ იტალიის კლინიკებს არც საკმარისი ადგილები აღმოაჩნდათ და არც საჭირო მედიკამენტები, რასაც ემატება სასუნთქი აპარატურის მკვეთრი დეფიციტი, რაზეა საუბარი როდესაც ელემენტარულად პირბადეები თვით სამედიცინო პერსონალსაც კი არ ჰქონდა. ცალკე თემაა ფასები, როგორც მედიკამენტებზე, ისე სასურსათო პროდუქციაზე. ჩვენ აქაც ვნახეთ, რომ არა სახელმწიფოს მხრიდან ადექვატური ჩარევა, ცალკეულ "ბიზნესმენთა" მხრიდან ამ გაზრდილი მოთხოვნის შედეგი რა შეიძლება გამხდარიყო!


ჩავარდა კერძო სამედიცინო დაზღვევის არსებული მოდელიც, რადგან კერძო კომპანიები რეალურად აზღვევენ ვისაც ამის საჭიროება აქვს და არა ყველას. ხოლო ვირუსული პანდემიისას მისი ეფექტურობა სულაც ნულზე დადის, რადგან კერძო დაზღვევისას ამ პრობლემას ისიც აუარესებს, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის გადახდილი ფული სადაზღვევო კომპანიის გადმოსახედიდან დანაკარგია, რაც უბრალოდ ე.წ „სამედიცინო ხარჯებში" გადის. ამ ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მდგომი ინფექციური საავადმყოფოს პრივატიზაციის შედეგიც ხომ გამოჩნდა, რომ არა სახელმწიფო პროგრამები უბრალოდ აღარც იფუნქციონირებდა საერთოდ!



როდესაც ჩვენ ქართული ჯანდაცვის მაღალ პროფესიონალიზმზე ვსაუბრობთ, გარდა ვირუსოლოგთა და ინფექციონერთა მაღალი კვალიფიკაციისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებიც, რაც დღეს განსაკუთრებით დაბალშემოსავლიანი ოჯახებისათვის თავისებური ფინანსური ბალიშის როლს ასრულებს.


სწორედ ამ პროგრამებმა, რომელსაც ქართული ოპოზიცია მუდმივად აკრიტიკებდა და მის ეფექტიანობას ეჭქვეშ აყენებდა გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯების მიმიზეზებით, ბოლო წლებში უზრუნველყო მრავალი ადამიანის ჯანმრთელობა და ბევრი მათგანის სიცოცხლე გადაარჩინა. განსხავავებით ნაციონალური მოძრაობის ნულოვანი სოციალური პასუხისმგებლობის პერიოდისაგან, როდესაც მკურნალობის დასაფინანსებლად საკუთარი საცხოვრისის ბანკებში ჩადება ან სულაც გაყიდვა რომ უწევდათ.


საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ ოთხ პუნქტიანი სტრატეგიაც სავსებით სწორეა, როდესაც პრიორიტეტად ადამიანების ჯანმრთელობას და მათ სოციალურ დაცულობას აყენებს და ამ კუთხით განიხილავს ეკონომიკის სტიმულირების პაკეტსაც და უსაფრთხოების გაზრდილ ღონისძიებებსაც.


უბრალოდ, სრული ცინიზმია ახლა ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე პარტიების თუ ცალკეული ექსპერტების მხრიდან მთავრობის ანტიკრიზისული მენეჯმენტის კრიტიკა, მით უმეტეს უცხოეთში ჩვენი თანამოქალაქეების მიტოვების გადაბრალება, მაშინ როდესაც ჩვენზე ბევრად განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებისათვის და თვით ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც კი არის ერთ ერთი მთავარი პრობლემა დღევანდელ ფორს მაჟორულ სიტუაციაში.
Covid 19 - დარჩი სახლში“-წერს ცუცქირიძე. 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up