გიორგი ცუცქირიძე - „S&P“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას

გიორგი ცუცქირიძე - „S&P“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას

access_time2019-10-12 17:25:42

ეს არის ბოლო პერიოდში ქვეყნის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება. ფაქტია, ქვეყანა ვითარდება, მიდის წინ, რაც მთლიანად აქარწყლებს ნაცმოს თუ ახალგამოჩეკილი ოპოზიციის  ნარატივს, წარუმატებელ რეფორმებზე, სამართლებრივ ვაქხანალიაზე, გაჩერებულ ეკონომიკაზე, ქვეყანაში შექმნილ ჭაობზე და მსგავს ნეგატიურ შეფასებებზე, - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ S&P - ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გაზრდის შეფასებისა.

 

სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი ბიჯით, ‘BB-‘-დან ‘BB’-მდე გააუმჯობესა სტაბილური პერსპექტივით. აღსანიშნავია, რომ წამყვანმა  სარეიტინგო სააგენტოებმა  ერთმანეთის მიყოლებით ჯერ Moody’s-მა, შემდეგ Fitch-მა და ახლა უკვე S&P-მაც ქვეყნის რეიტინგი BB დონეზე გააუმჯობესეს.

 

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, სააგენტოს მიერ დადებითადაა შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ზრდა, რომელიც რეგიონის ქვეყნებთან და ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან შედარებით მაღალია. „ნიშანდობლივია, რომ სარეიტინგო სააგენტო  პრაქტიკულად ეთანხმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიან პროგნოზს, რომლის თანახმადაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2019-2022 წლებში რეგიონში ყველაზე მაღალი იქნება. ასევე             დადებითად არის შეფასებული მთავრობის სტრატეგია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ზრდის, ექსპორტის ხელშეწყობის და ინვესტიციების კუთხით. გარდა ამისა, ასევე ცალსახად პოზიტიურად არის შეფასებული მიმდინარე რეფორმები, განსაკუთრებით ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, საკუთრების უფლებების დაცვის და სახელმწიფოს მიერ ინფრასტრუქტურის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციები,“ - განაცხადა ექსპერტმა.

 


ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, სარეიტინგო კომპანია „S&P“-ის მიერ რეიტინგის გაუმჯობესება წარმოადგენს მნიშვნელოვან პოზიტიურ ფაქტორს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინსტიტუტების და ინვესტორების ნდობას და პოზიტიურად აისახება ქვეყნის ბიზნეს გარემოზე. 

 

„აქვე მსურს გამოვყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი:   სარეიტინგო კომპანია არ მოელის რომ თი-ბი-სი ბანკის მეწილეებთან დაკავშირებული გამოძიება გავლენას მოახდენს ბანკის მდგომარეობაზე, თუმცა თი-ბი-სი ბანკი წარმოადგენს სისტემური მნიშვნელობის ბანკს. მიმაჩნია, რომ ეს არის ბოლო პერიოდში ქვეყნის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.

 

 





#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“

კობა გვენეტაძე - „ფულადი გზავნილების 17.8%-იანი გაზრდა, ეკონომიკურ აქტივობას გამოაცოცხლებს“
access_time2020-07-16 14:00:33
„ივნისში ფულადი გზავნილები წინა წელთან შედარებით გაიზარდა. როგორც ამავე საკითხთან დაკავშირებულ წინა პოსტში აღვნიშნე, დადებითი ტენდენციები ამ მაჩვენებლის დინამიკაში მნიშვნელოვანი და კარგი ფაქტია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იმდენად გაუარესებული არ გვექნება, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში ჩანდა. ეს კი, თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის გამოცოცხლებასა და პანდემიის დასაწყისში მოსალოდნელთან შედარებით უფრო მყარ ლარსაც ნიშნავს“, — ამის...

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს

კურორტ ბაკურიანის უკეთ მართვის მიზნით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს დააფუძნებს
access_time2020-07-16 12:20:23
ბორჯომის მუნიციპალიტეტი პირველია, რომელსაც საქართველოს მთავრობამ უფლება მისცა შექმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბაკურიანის ეფექტურად მართვის მიზნით. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. „ამ უფლების განსახორციელებლად, პირველ ეტაპზე, დაბა ბაკურიანი და სოფელი მიტარბი განისაზღვრა იმ დასახლებათა ერთობლიობად, რომელშიც ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო დააფუძნებს ახალ მართვის ორგანოს. 2019...

ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა არა უცხოელი ექსპერტის შემოყვანით, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობით მოგვარდება

ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა არა უცხოელი ექსპერტის შემოყვანით, არამედ ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტიური მუშაობით მოგვარდება
access_time2020-07-16 11:00:55
„ღვინის ინდუსტრიის დიდი ნაწილი მუშაობს ხარისხზე და ქართული ღვინის მაღალ ფასიან სეგმენტში აყვანას ცდილობს. პირობითად რომ ვთქვათ, მათ უნდათ, რომ 1 მილიონი ბოთლი გაყიდონ 10 დოლარად. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ღვინის „გაბევრებით“ არიან დაკავებული. ეს ორი კონცეფცია ერთმანეთს ეჯახება. მე პირადად შეთავაზებული მაქვს ინსტრუმენტები, რაც ხარისხის კონტროლის პროცესში საერთაშორისო კომპანიის ჩარევას გულისხმობს. სამწუხაროდ, ამ საკითხის მუდმივი გადავადება ხდება“, - ამის შესახებ „ისთ გეით...


მსგავსი სიახლეები

up