გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს მთავრობა კიდევ გასაგებია იყოს კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ADB და EBRD-ც რუსულ პროექტში მონაწილეობენ?

გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს მთავრობა კიდევ გასაგებია იყოს კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ADB და EBRD-ც რუსულ პროექტში მონაწილეობენ?

access_time2020-01-14 15:55:33

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ჩანს, თბილისის სასამართლოს ეზოში გადაბარგებულ ხაზარაძეს, ერთადერთ იმედად პერფომანსი დარჩა, ხოლო ერთდროულად რეჟისორის და მედიატორის როლში ისე შეიჭრა, რომ ლოგიკაშიც აიჭრა და საკუთარ პარტნიორებსაც კი გადაწვდა! საქართველოს მთავრობა კიდევ გასაგებია იყოს კრიტიკის ობიექტი, მაგრამ ADB და EBRD-ც რუსულ პროექტში მონაწილეობენ? პარლამენტში მოსახვედრად დაწყებულ კასტინგზე ასეთ „სიბრძნესაც“ არ ველოდი.... 18 -დან 2 სასამართლო პროცესზე გამართული პერფომანსიდან, ორივეგან სრული ფიასკო: საქართველო VC სომხეთი და ახლა ADB და EBRD-ს რუსულ პროექტებში...


შემდეგს დაველოდები......


დღევანდელი მისი წარმოდგენაც, რომელიცქვეშეთი-კობის მონაკვეთის,რომელიც ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ნაწილია, რუსეთისათვის ხელშემწყობ ნაბიჯად გამოცხადება და მერე რუსულ ტანკებთან დაკავშირება, თითქოსდა ამ პროექტს სხვა და პირველ რიგში მნიშვნელოვანი ეკონომიკური დატვირთვა არ ჰქონდეს, სხვა არაფერზე არ მიუთითებს.


დავიწყოთ წმინდა ეკონომიკური ფაქტორებით.


  1. არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ და ბუნებრივ მარშრუტზე და წელიწადში 98 დღის განმავლობაში დაკეტილია სატრანზიტო მოძრაობისათვის ანუ მისი ეკონომიკური პოტენციალი არის დაბალი, ხოლო თავად ხეობა არის პრაქტიკულად ამოვარდნილი საერთო ეკონომიკური განვითარების კონტექსტიდან.


დღეს არსებული გზის სიგრძე 34 კმ-ია, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ სულ 11 კილომეტრით მცირდება. გარდა ამისა, ლამის ზამთრის საცობად ქცეული თბილისი-ლარსის მიმართულებით, გადაადგილების დრო იდეალურ შემთხვევაში 3 საათია, რეალურად გაცილებით მეტი, პროექტის დასრულების შემდეგ კი 1 საათით შემცირდება და ორი საათი იქნება, რაც თუნდაც ბიზნეს გადაზიდვების თვალსაზრისით პატარა ეფექტი არ არის, ტურისტულ ნაკადებზე და ამ ხეობის ეკონომიკურ მხარეზე არაფერი რომ არ ითქვას.


2. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის - 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. 9 კმ-იანი გვირაბი რომლის სიგანე 15 მეტრი იქნება, სამომავლოდ მსოფლიოს უდიდეს გვირაბებს შორის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს.



პროექტის ფარგლებში ასევე აშენდება 550 მეტრიანი თაღოვანი ხიდი, რომელიც წარმოადგენს ურთულეს საინჟინრო კონსტრუქციას და ამ ეტაპზე საქართველოში ანალოგი არ გააჩნია. იგი, არქიტექტურული თვალსაზრისით, ორგანულად ჩაეწერება არსებულ ლანჩაფტში და სამომავლოდ საქართველოს ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობა იქნება.


3. ახლა კი მთავარზე, პროექტის დამფინანსებლები 415 მილიონი აშშ დოლარით აზიის განვითარების ბანკია, ხოლო თანადამფინანსებელი იბიარდია 60 მლნ აშშ დოლარით, რომლებიც არც მეტი და არც ნაკლები ის უმსხვილესი ავტორიტეტული საერთაშორი საფინასო ორგანიზაცოები არიან, რომლებიც. ერთი თი ბი სი ბანკის აქციონერია, ხოლო მეორე აზიის განვითარების ბანკი პარტნიორია, რომელმაც გასულ წელს ბანკის 100 მილიონამდე ობლიგაციური სესხის მოზიდვა უზრუნველყო.


და რა გამოდის, რუსულ პროექტში არიან ჩაართულები?


ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი!“-წერს  ცუცქირიძე. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up