გიორგი ცუცქირიძე: საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა

გიორგი ცუცქირიძე: საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა

access_time2019-09-12 14:09:39

საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა - ამას ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის OECD წარმომადგენლები აცხადებენ. მათ ასევე გააჟღერეს მნიშვნელოვანი გზავნილები, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. წერს სოციალურ ქსელში ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.


პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


ეს OECD ეს შეფასებებია და ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში.


აღნიშნული აღიარება მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკის კრახზე და წარუმატებლობაზე.
ამას ადასტურებს ფრეიზერის ინსტიტუტის 2019 წლის მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ანგარიშის ინდექსიც, რომლის მიხედვითაც მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში ერთი საფეხურით გაუმჯობესებული პოზიცია და მეთორმეტე ადგილზე გადასვლა, მნიშვნელოვანია, იმ თვალსაზრისით, რომ ეს ინდექსი, რომელიც 162 ქვეყანას აფასებს, საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდიკატორსაც წარმოადგენს. 


ნიშანდობლივია, რომ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს შედეგები 2018 წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით იქნება ეს
მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა/საკუთრების უფლება, მყარი სავალუტო ერთეული, საერთაშორისო ვაჭრობა თუ რეგულაციების ზომა.


„საქსტატის” მიერ 2007-2018 წლების საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ზრდის დაზუსტებული მონაცემების მიხედვით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე, საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წლიან პერიოდში. 2004-2012 წლებში 9 მლრდ 171 მლნ ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2018 პერიოდში კი 9 მილიარდ 483 მლნ. შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ 5 წელიწადში 312.6 მლნ-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის 9 წლიან პერიოდში.


კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ და ათვლა 2001 წლიდან დავიწყოთ, ასეთი სურათი იკვეთება: 2001 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში სულ 9 მილიარდ 508 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით კი საქართველოში 10 მილიარდ 36 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხორული ინვესტიცია შემოვიდა. თითქმის 6 წელიწადში - უფრო მეტი, ვიდრე იქამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე.


ნიშანდობლივია, რომ ძირითადი კრიტერიუმების მიხედვით საქართველოს შედეგები 2018 წელთან შედარებით, გაუმჯობესებულია ყველა ძირითადი პარამეტრის მიხედვით იქნება ეს მთავრობის ზომა, სამართლებრივი სისტემა/საკუთრების უფლება, მყარი სავალუტო ერთეული, საერთაშორისო ვაჭრობა თუ რეგულაციების ზომა.


OECD ეს შეფასებები და საერთაშორისო ანგარიშები ხაზს უსვამს ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, რაც ასახულია რეგიონში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალ მაჩვენებელში. აღნიშნული აღიარებები მთლიანად აბათილებს ქართული ოპოზიციის და ექსპერტთა ნაწილის მიერ ტირაჟირებულ ნარატივს ეკონომიკური რეფორმების წარუმატებელ ხასიათზე, ზედმეტ რეგულაციებზე და ნაციონალების მართველობის პერიოდში ქვეყანაში საინვესტიციო „ბუმზე“.



(NS)





მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up