გიორგი ცუცქირიძე: საქართველო დასავლური ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს და ამას თუნდაც სოლიდურ საერთაშორისო ფინანსური დახმარებასთან ერთად, კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკომისიის აღიარებებიც ცხადყოფს

გიორგი ცუცქირიძე: საქართველო დასავლური ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს და ამას თუნდაც სოლიდურ საერთაშორისო ფინანსური დახმარებასთან ერთად, კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკომისიის აღიარებებიც ცხადყოფს

access_time2020-05-01 18:57:41

ამ უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებების ფონზე, ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე ქართული ოპოზიცია დღემდე ჯიუტად და ურცხვად ამტკიცებს „ქართული ოცნების“ და პრემიერ გახარიას პრორუსულობას, დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვას თუ ეკონომიკის ჩამოშლას,- ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე, ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში ,,ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს და ევროდეპუტატის მიერ „რეაქშენ.ლაიფზე“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიას „გააძლიერეთ ნატო, დაეხმარეთ საქართველოს, დაიცავით დასავლეთი“ ეხმიანება.


მისი თქმით, საქართველო დასავლური ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს და ამას თუნდაც სოლიდურ საერთაშორისო ფინანსური დახმარებასთან ერთად, კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკომისიის აღიარებებიც ცხადყოფს.



„ საქართველოს სჭირდება დასავლეთის მხარდაჭერა“, ამის შესახებ წერს გავლენიანი ევროდეპუტატი დიდი ბრიტანეთიდან კეროლ კორსკი „რეაქშენ.ლაიფზე“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში. ეს სტატია, რამდენიმე კუთხით არის ჩვენთვის საინტერესო. სტატიაში ხაზგასმულია ის პროგრესი, რომელიც ქვეყანამ ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ მართველობის პერიოდში განიცადა, გატარებული სისტემური და ეკონომიკური რეფორმების შედეგად. ამის თვალსაჩინო მაგალითად კი მოყვანილია სიღარიბის დონის მნიშვნელოვნად შემცირება და წინსვლა საერთაშორისო რეიტინგებში, რომელიც ასახულია მსოფლიო ბანკის, Heritage ფონდის თუ სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციების კვლევებში. ეს არის ლიდერი ქვეყანა ბიზნესის წამოწყების კუთხით, ასევე მე 12 ადგილით ეკონომიკური თავისუფლების ინდექსითაც, რომლის მიხედვით უსწრებს შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს- აღნიშნავს, ევროპარლამნეტარი.ამ წერილის მთავარი გზავნილი კი დასავლეთის პოლიტიკურ წრეებისათვის არის ის, რომ საქართველოს ჭირდება დასავლეთის უფრო მეტი და მტკიცე მხარდაჭერა, მით უმეტეს ქვეყანას ყავს პროდასავლური მთავრობა, რომლის მეთაური გიორგი გახარია ღიად გამოხატავს, ალიანსში და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილზე, რასაც საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტის მხარდაჭერა აქვს.


ჩვენი მხრიდან დავძენ, რომ საქართველო დასავლური ოჯახის წევრობას ნამდვილად იმსახურებს, ამას თუნდაც სოლიდურ საერთაშორისო ფინანსური დახმარებასთან ერთად, კოვიდ 19 -ის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობაზე აშშ-ის, ევროკავშირის და ევროკომისიის აღიარებებიც ცხადყოფს. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ უპრეცედენტო საერთაშორისო აღიარებების ფონზე, ნაციონალურ ოპოფლანგზე მოდრეიფე ქართული ოპოზიცია დღემდე ჯიუტად და ურცხვად ამტკიცებს „ქართული ოცნების“ და პრემიერ გახარიას პრორუსულობას, დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვას თუ ეკონომიკის ჩამოშლას. „რუსი ოლიგარქის“ მიერ ძალაუფლების მიტაცების თემაზე აღარაფერს ვიტყვი.”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up