წამყვანმა საერთაშირისო სარეიტინგო სააგენტო „Fitch“-მა კვლავ დაადასტურა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ამასთან რეიტინგის პერსპექტივა „ნეგატიურიდან“ „სტაბილურამდე“ გააუმჯობესა, რაც პანდემიამდელი მაჩვენებელია. “საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება, პოსკრიზისულ პერიოდში, რეალურს ხდის 2025 წლისათვის მთავრობის პროგნოზს საინვესტიციო რეიტინგის მიღებაზე, რაც არის გაზრდილი ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდისუფრო მაღალი შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის,” - აღნიშნავს ეკონომიკის ექსპერტი გიორგიცუცქირიძე თავის ფეისბუქ გვერდზე.
ექსპერტის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ საქართველოს 2018-2019 წლებში მნიშვნელოვანი წინსვლა ჰქონდა საკრედიტო რეიტინგების კუთხით. ჩვენი ქვეყანა ერთადერთია რეგიონში, რომელმაც 2014-2015 წლებში რეგიონში განვითარებული ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, შეძლო რეიტინგების გაუმჯობესება კრიზისამდელ პერიოდთან შედარებით;
„სარეიტინგო კომპანიის შეფასებით, მიუხედავად პანდემიით განპირობებული მნიშვნელოვანი ზიანისა, საქართველომ შეძლო საგარეო შოკთან კარგად გამკლავება. ამასთან, საიმედო პოლიტიკისა და ოფიციალური კრედიტორების ძლიერი მხარდაჭერის შედეგად, გაუმჯობესდა საგარეო ბუფერები. საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღება შთამბეჭდავი ტემპებით მიმდინარეობს, 2021 წლის იანვარ-ივნისში ეკონომიკურმა ზრდამ 12.7% შეადგინა. საბაზო ეფექტის გამორიცხვით ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო საქონლის ექსპორტის, ასევე ტურიზმის აღდგენის ტენდენციებმა,“ - აღნიშნავს ექსპერტი.
მისი თქმით, მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის ფონზე, „Fitch“-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.5 პროცენტული პუნქტით (4.3 პროცენტიდან) 7.8%-მდე გაზარდა, რაც გულისხმობს, რომ ეკონომიკური აქტივობა გადააჭარბებს 2019 წლის დონეს. მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი სსფ მაც გააუმჯობესა და 7.7 პროცენტამდე გაზარდა, თუმცა საკმაოდ რეალისტურია მოვლენათა უფრო ოპტიმისტური სცენარით განვითარება და წელსვე ორნიშნა ზრდის მიღწევა, მითუმეტეს მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში ზრდის საშუალო წლიური მაჩვენებელი 12.7 % მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მაღალი იყო. თუმცა, სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, ეკონომიკური ზრდისრისკებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ვაქცინაციის ტემპი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს.
„კიდევ ერთი მეტად საყურადღებო ფაქტორია პოლიტიკური რისკების ზეგავლენა ეკონომიკაზე. პოლიტიკური გაურკვევლობის მიუხედავად, „Fitch“ არ მოელის პოლიტიკის ჩარჩოს მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც წარმოადგენს საქართველოს რეიტინგის საფუძველს. საქართველოს პოზიციები მსოფლიო ბანკის მმართველობის ინდიკატორებში აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარ მიზეზად, სააგენტო ასახელებს მოსალოდნელზე სწრაფ ეკონომიკურ აღდგენას, ძლიერ და დამაჯერებელ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და მაღალ საერთაშორისო მხარდაჭერას, რომლის საფუძველიც მთავრობის დაეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი მაკროეკონომიკური პოლიტიკა გახდა,“ - აღნიშნავსექსპერტი.