გიორგი ცუცქირიძე: „საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირება აჩვენებს იმ დადებით ტენდენციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაშია

გიორგი ცუცქირიძე: „საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირება აჩვენებს იმ დადებით ტენდენციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაშია

access_time2019-12-14 13:40:35

„ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვის უარყოფითი სალდოს შემცირება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ დადებით ტენდენციებს, რაც ქვეყნის ეკონომიკაში, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მიმდინარეობს და შემთხვევითი არ არის ის გარემოებაც, რომ მიმდინარე წლის მეორე ნახევრიდან ყველა წამყვანი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მოხდა ქვეყნის სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება, რომლის შეფასების ერთ-ერთ ფაქტორადაც, მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან ერთად, საგარეო მოწყვლადობის დონის შემცირება მიიჩნევა“ - ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საგარეო-სავაჭრო ბრუნვა ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების თავისებური ანარეკლია.

„ნიშანდობლივია, რომ ქვეყნის სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესება გამოწვეულია წმინდა ექსპორტის ანუ ექსპორტის ზრდის ტემპების იმპორტის ზრდასთან შედარებით ზრდის დადებითი ტენდენციით. წმინდა ექსპორტის ზრდა პირველ რიგში დადებითად აისახება მშპ-ის ზრდის მაჩვენებელზე, რომელმაც ოქტომბერში 5.7 % შეადგინა, ხოლო სავაჭრო სალდოს შემცირება ნახევარი მილიარდი აშშ დოლარით, ასევე პოზიტიურად აისახა კიდეც ლარის გამყარების მიმდინარე ტენდენციაზე, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტური ფაქტორი“ - აცხადებს გიორგი ცუცქირიძე.

 


ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ ექსპორტის ზრდის დადებით ტენდენციას დაემატა მესამე კვარტალში ინვესტიციების 14 % იანი ზრდა, რაც მეორე კვარტალთან შედარებით  გაორმაგებულია და 417 მლნ აშშ დოლარი შეადგენს.  „ნიშანდობლივია, რომ ინვესტიციების ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეინვესტირების მაჩვენებელმა, რაც გასული სამი წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო გასული წლის დონეს ორჯერაც კი აღემატება. რეინვესტირებული თანხა იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებმა მოგება კი არ გაიტანეს, არამედ დატოვეს ქართულ ეკონომიკაში, რაც მიუხედავად ნაციონალური ოპოფლანგის გაგრძელებული საპროტესტო გამოსვლებისა და დესტრუქციის მცდელობებისა, დღევანდელი სამთავრობო გუნდის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე და მთლიანობაში ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს“ - წერს ცუცქირიძე.





საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ

საქართველომ იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის მე-19 ადგილი დაიკავა, ყველაზე იაფად ინტერნეტს სირიაში მოიხმარენ
access_time2020-01-20 18:00:21
ბრიტანულმა კომპანია BDRC Continental-მა და პროვაიდერმა Cable.co.uk-მ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც სირიამ ყველაზე იაფი ინტერნეტის მქონე ქვეყნებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ამავე კვლევის მიხედვით, გასულ წელს რეიტინგის სათავეში უკრაინა იყო, თუმცა, წელს მეორე ადგილზე აღმოჩნდა.   ყველაზე იაფი ინტერნეტის ქვეყნებში საქართველო 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ინტერნეტის ღირებულება საშუალოდ თვეში 13,86...

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი

Forbes: როგორ გახდა ბერნარ არნო მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი
access_time2020-01-20 20:05:45
Amazon-ის დამაარსებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი აღარ არის. მან პირველობა Louis Vuitton-ის და Dior-ის მფლობელს ბერნარ არნოს დაუთმო.ამის მიზეზი გახდა ონლაინ-რითეილერის მფლობელის ქონების შემცირება 760 მლნ. დოლარით - 115,6 მლრდ-მდე, იმის შემდეგ, რაც კომპანიის აქციები 0,7%-ით გაიაფდა. ბეზოსისთვის -760 მლნ-ი ხურდა ფულია, თუმცა, ეს საკმარისი აღმოჩნდა მის მიერ ლიდერობის...

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”

“სამუშაო ძალის ახალი მეთოდოლოგიით გამოკვლევის შემდეგ, უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზრდება”
access_time2020-01-20 15:45:22
2020 წლის მესამე კვარტლიდან სტატისტიკის ეროვნული სამსახური დასაქმებისა და უმუშევრობის შესახებ მონაცემებს ახალი მეთოდოლოგიით შეაგროვებს. საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, ახალი მეთოდოლოგიით, დასაქმებულად ჩაითვლება მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც საკუთარ სერვისს ან პროდუქტს ბაზარს სთავაზობს, ანუ საკუთარ შრომას ყიდის. ხოლო ადამიანი, რომელიც საკუთარ ნაკვეთზე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით არის დაკავებული და მიღებულ მოსავალს მხოლოდ თავად მოიხმარს და არა კომერციული...

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...


მსგავსი სიახლეები

up