გიორგი ცუცქირიძე - „როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსული ეპიდემიის ეკონომიკაზე მოსალოდნელ ზარალს ითვლის, დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო შეფასებებს“

გიორგი ცუცქირიძე - „როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსული ეპიდემიის ეკონომიკაზე მოსალოდნელ ზარალს ითვლის, დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო შეფასებებს“

access_time2020-03-17 14:10:25

„დღეს როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსული ეპიდემიის ეკონომიკაზე მოსალოდნელ ზარალს ითვლის, როგორც არასდროს ისეთი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ეკონომიკის საერთაშორისო შეფასებებს, რადგან საგარეო მოთხოვნის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილიზაცია“, - ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისივე თქმით, ამ თვალსაზრისით უდავოდ უნდა გამოიყოს ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის Heritage Foundation-ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი“, რომელიც რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, მოიცავს 12 კომპონენტს. გარდა ამისა, ამ კომპონენტებიის შეფასება ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსს“, მსოფლიო მართლმსაჯულების ინდექსს (WJP), და საერთაშორისო გამჭვირვალობის „კორუფციის აღქმის ინდექსსაც.


„2020 ნლის კვლევა რამდენიმე მიმართულებით არის აღსანიშნავი:

1.საქართველოს სარეიტინგო ქულამ ისტორიული მაქსიმუმი 77.1 ქულა შეადგინა, მსოფლიო რეიტინგში მე 16 ადგილიდან 4 პოზიციით დაწინაურდა და მე-12 პოზიცია დაიკავა. ამასთან აღსანიშნავია, რომ საერთო ქულის მიხედვით საქართველოს შეფასება აღემატება როგორც რეგიონის (69.8 ქულა), ისე მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელსაც (61.6 ქულა). თვალსაჩინოებისათვის ჩვენ ვუსწრებთ არა მხოლოდ რეგიონის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, არამედ განვითარებული ეკონომიკის ისეთ ქვეყნებს, როგორიც ისლანდია, ნიდერლანდები, ფინეთი, შვედეთი, , კორეა, გერმანია, ნორვეგია, ავსტრია, თუ იაპონია არიან.



2. მთავრობის საქმიანობის შეფასებისას ხაზგასმულია, ის პროგრესი, რაც ქვეყანამ ბოლო 7 წელიწადში განიცადა ეკონომიკური ზრდის და სტრუქტურული ტეფორმების მიმართულებით, მრავალწლიანი რეფორმების შედეგია კორუფციის აღმოფხვრა, რეგულაციების შემცირება და გადასახადების გამარტივება, რამაც ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკური თავისუფლების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.


3. 2020 წლის კვლევას დიდი მნიშვნელობა ექნება წმინდა საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხითაც, რასაც საგარეო მოთხოვნის სტიმულირებისათვის უდიდესი დატვირთვა ექნება. აღსანიშნავია. რომ რეიტინგის 12 კომპონენტიდან საქართველომ მდგომარეობა გაიუმჯობესა პრაქტიკულად ყველა წამყვანი საინვესტიციო მიმზიდველობის მიმართულებებით, იქნება ეს საკუთრების უფლება (68.6 ქულა), მთავრობის სამართლიანობა (64.8 ქულა), სასამართლოს ეფექტიანობა (57.9 ქულა), მონეტარული თავისუფლება (78.3 ქულა) და ფისკალური თავისუფლება (94.4 ქულა), ხოლო საკუთრების უფლების ინდიკატორში საქართველომ აქამდე არსებული ყველა რეკორდი მოხსნა, ქვეყნის შეფასებამ 68.6 ქულა შეადგინა. შედარებისათვის თუნდაც 2012 წელს ქვეყანას აღნიშნულ ინდიკატორში მხოლოდ 40.0 ქულა ჰქონდა.


ეს მეტად მნიშვნელოვანი კვლევაც არის სრულ თანხვედრაში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებთან და არის ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარე სტრუქტურული როგორც ეკონომიკის თავისუფლების, ასევე კორუფციასთან ბრძოლის და მთავრობის ეფექტიანობის თვალსაზრისით“, - წერს ცუცქირიძე.





TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა

TheTimes: ბიზნესმა ჰაკერებს გამოსასყიდის სახით 2019 წელს 25 მლრდ. დოლარი გადაუხადა
access_time2020-08-03 19:55:48
კიბერ-დამნაშავეებმა 2019 წელს მხოლოდ ბრიტანულ ბიზნეს-კომპანიებს 250 მლნ. დოლარზე მეტი გამოსძალეს. ჰაკერები, ძირითადად  ცნობილ კომპანიებს რუსეთიდან ან აღმოსავლეთ ევროპიდან ვირუსული პროგრამებით უტევენ, შემდეგ კი ქსელებთან წვდომის აღდგენის სანაცვლოდ მათგან მილიონებს ითხოვენ. კომპანიებს მათი პრობლემების გასაჯაროება, მონაცემთა დაკარგვა და რეგულატორების მხრიდან ჯარიმების დაკისრება აშინებთ, ამიტომაც ისინი დღეს უფრო მეტად, ვიდრე გასულ წლებში, ფულის გადახდისთვის მზად...

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ

საზმაუს შენობას აუქციონზე მესამედ 23 მლნ ლარის ფასდაკლებით გაიტანენ
access_time2020-08-03 15:15:25
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობის გასაყიდად გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი კვლავ ვერ შედგა. ის 16 ივლისს დაიწყო და 31 ივლისს უშედეგოდ დასრულდა. ქონების საწყისი ფასი 110 343 600 ლარი იყო. შენობის გასაყიდად ახალი აუქციონი დღეს, 3 აგვისტოს გამოცხადდა. მაუწყებლის ფინანსების და ადმინისტრაციის ბლოკის დირექტორმა ნოდარ ჭიჭინაძემ აღნიშნა, რომ ქონების ფასი 10%-ით შეამცირეს ისევე, როგორც ეს პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ...

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს

„ჩიკორი“ ხეხილის ბაღების გაშენებას გეგმავს
access_time2020-08-03 16:30:23
კომპანია „ქარელის ხილი“, რომელიც ბაზარზე „ჩიკორის“ ბრენდით არის წარმოდგენილი, სამომავლოდ საკუთარი ბაღების გაშენებას გეგმავს, - განუცხადა „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის დირექტორმა ანანო ბეჟანიშვილმა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კომპანია ხილს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს, პროდუქციის 10% კი საკუთარი ბაღებიდან მიღებული მოსავალია. „ჩვენს საკუთრებაში არსებული ბაღებიდან მაქსიმალურ მოსავალს ვერ ვიღებთ, რადგან ხეხილი ჯერ პატარაა. რამდენიმე წელიწადში მათი მსხმოიარობა...

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს

რე|ბანკი 1 წლის აღსანიშნავად განვადებაზე უპრეცედენტო აქციას აანონსებს
access_time2020-08-03 10:15:13
რე|ბანკი აგვისტოში 1 წლის ხდება. ბანკმა გასულ წელს მომხმარებლებს სრულიად ინოვაციური საბანკო პროდუქტი შესთავაზა – ტოპ|ქარდი, განვადების შოპინგ ბარათი. ეს რეალურად ეფექტური 0%-იანი განვადების ბარათია, თუკი მყიდველი რე|ბანკის პარტნიორების დაწესებულ ვადებს დაიცავს. ტოპ|ქარდის განვადებით სარგებლობა მხოლოდ რე|ბანკის პარტნიორ ობიექტებში არ არის შესაძლებელი. მომხმარებელს ასევე შეუძლია, 45 დღემდე უპროცენტო გადავადებით, ეფექტური 0%-დან, ივაჭროს ყველგან, მათ შორის, ადგილობრივ და...

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა

საქართველოში უმუშევრობის დონე კორონავირუსის პანდემიის გამო 12%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 17:40:10
თვითდასაქმებულებზე კომპენსაციის სახით ჯამურად 48 048 300 ლარი, ხოლო დასაქმებულებზე 68 771 800 ლარია გაცემული. ციფრებით ადასტურებს, რომ პანდემიამ, უმუშევრობის დონე 12%-ით გაზარდა. სპეციალისტები ,,რეზონანსთან“ აღნიშნავენ, რომ ეს არ არის სრული სურათი და რეალურად უფრო მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები...


მსგავსი სიახლეები

up