გიორგი ცუცქირიძე: რეინვესტირების მკვეთრი ზრდა მთლიან უცხოურ ინვესტიციებში  მიუთითებს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე და ეკონომიკის ზრდის ფაქტორზე

გიორგი ცუცქირიძე: რეინვესტირების მკვეთრი ზრდა მთლიან უცხოურ ინვესტიციებში მიუთითებს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე და ეკონომიკის ზრდის ფაქტორზე

access_time2020-03-10 12:50:37

ეკონომიკის ექსპერტი გოგიტა ცუცქირიძე სოციალრ ქსელ Facebook-ში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „გასულ წელს საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, ძალზე საინტერესო იყო თუ რა პარამეტრებში იქნებოდა 2019 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობაც. საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემები ძალზე საინტეტესოა და აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა გამოიყოს:


1. მეოთხე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 347.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 102.9 პროცენტით ანუ ორჯერ და მეტადაც კი აღემატება 2018 წლის მეოთხე კვარტალის ანალოგიურ მაჩვენებელს. ხოლო მთლიანად გასული წლის განმავლობაში
2019 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ საქართველოში 1267.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა და 2018 წლის მონაცემს 0.2%-ით გადააჭარბა. ეს ფაქტორი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ სხვადასხვა კვლევებით თუ ცალკეული საექსპერტო შეფასებებით, სულაც კლება იყო მოსალოდნელი.

2. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალში მკვეთრად გაიზარდა რეინვესტირების მაჩვენებელი. რეინვესტირების მოცულობა 7-ჯერ და მეტად არის გაზრდილი და 172.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ რეინვესტირების მოცულობა სულ 2019 წელს 40.1 პროცენტით გაიზარდა და 612.5 მლნ. აშშ. დოლარი, პროცენტულად კი მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.3 პროცენტი შეადგინა, რაც ბოლო წლებში სარეკორდოა, და შედარებისათვის ანალოგიური მაჩვენებელი 2018 წელს გაცილებით ნაკლები -34.6 პროცენტი იყო.

რეინვესტირების მკვეთრი ზრდა მთლიან უცხოურ ინვესტიციებში მიუთითებს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე და ეკონომიკის ზრდის ფაქტორზე.

3. ნიშანდობლივია, რომ ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამებით, საქართველოს მთავრობა აქტიურ ნაბიჯებს დგამს ინვესტიციების წარმოების და დამატებული ღირებულების მქონე სექტორებში მოსაზიდად, რაც ხელს უწყობს წმინდა ექსპორტით განპირობებული ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და საგარეო მოწყვლადობის შემცირებას.


4. 2019 წელი იმითაც იყო აღსანიშნავი, რომ ქვეყნების მიხედვით ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან განხორციელდა - 247.8 მლნ აშშ დოლარი, რაც მთლიანი ინვესტიციების 19. 5 პროცენტია. შემდეგ მოდის თურქეთი (18.7 პროცენტი - 236.5 მლნ. აშშ. დოლარი) და ირლანდია (10.5 პროცენტი - 132.7 მლნ აშშ დოლარი) და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია აშშ, რომლის საშუალო სიდიდე ბოლო ორ წელიწადში ას მილიონ დოლარამდეა. ასეთი მზარდი დინამიკა ქმნის კარგ წინაპირობებს უკვე უახლოეს მომავალში მსოფლიოს ნომერ პირველ ეკონომიკასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმზე გადასასვლელად, რაც ინვესტიციების მოცულობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მით უმეტეს, რომ რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო წარმოადგენს პრაქტიკულად ლიდერ ქვეყანას მშპ-თან მიმართებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონის მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მშპ-თან ფარდობის მაჩვენებელი 7 პროცენტია და ამ მაჩვენებლით საქართველოს მსოფლიოში მეათე ადგილზეა.

5. მეოთხე კვარტალში ინვესტიციების გაზრდილი მაჩვენებელი, რომელიც ეკონომიკური ზრდის წამყვანი ინდიკატორია, ადასტურებს მაღალი ეკონომიკური ზრდის შეუქცევად ხასიათს, ხოლო თუნდაც ავტორიტეტული საერთაშორისო ფინანსური გამოცემა – Global Finance-ის მიერ, რომელიც ინვესტორთა გადაწვეტილებების თავისებური ბარომეტრია, საქართველოს ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყანებს შორის დასახელება, იძლევა იმის ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას, რომ მიმდინარე და მომავალ წელს ინვესტიციების მოცულობა კვლავ მზარდი იქნება.


მაღალი ზრდა კი დასაქმების ზრდის და სიღარიბის შემცირების ყველაზე კარგი ინდიკატორია!“-წერს ცუცქირიძე. 







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up