გიორგი ცუცქირიძე:  ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს  საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას

გიორგი ცუცქირიძე: ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას

access_time2020-02-10 19:56:31

ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს წლების განმავლობაში დაუძლეველი პრობლემის მოგვარებას - საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას

 

უცნაური ხალხი ვართ. ყოველ ზამთარს ვუყურებთ ერთ და იგივე ამბავს - რომ კობი-გუდაურის გზაზე ზვავსაშიშროების გამო შეიზღუდა მოძრაობა და ათეულობით სატვირთო მანქანა ელოდება გზის გახსნას. დღესაც დგას იქ ხალხი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეც ალბათ და უცხოელიც. ჩაკეტილია გზა ხეობაში იმ სოფლებისთვისაც, რომლებშიც ისედაც რამდენიმე ადამიანიღა შემორჩა. პრობლემა ექმნება ყაზბეგის მოსახლეობასაც და ტურისტებსაც. მაგრამ, როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ სწორედ ამ პრობლემის მოსაგვარებლად იწყებს უზარმაზარი მნიშვნელობის პროექტს, არ გვჯერა. სამაგიეროდ ვიჯერებთ რეპუტაცია შერყეული პოლიტიკოსების მითოლოგიურ მსჯელობას რუსის ტანკებისთვის გვირაბის გაყვანის შესახებ.

სინამდვილეში, ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი გზის პროექტით სახელმწიფო ცდილობს წლების განმავლობაში დაუძლეველი პრობლემის მოგვარებას - საგზაო მოძრაობის შეფერხებებისა და უბედური შემთხვევების შემცირებას. ამ გზაზე რამდენიმე წლის წინ დევდორაკის სტიქიაც მოხდა და სწორედ იმიტომ, რომ იქ ხალხი დავიცვათ სტიქიისგან, აშენდა გვირაბი. კობამდე მისასვლელი არსებული 35 კილომეტრიანი გზა არ არის უსაფრთხო, გადატვირთული და ზვავსაშიშია. არსებული გზის გამტარუნარიანობა არ შეესაბამება ტრანსპორტის მოძრაობის მოცულობას. ამ გზაზე მრავლადაა მაღალი და მკვეთრი მოსახვევები. ხოლო გვირაბი, რომელიც ქვეშეთში იწყება, მთავრდება ისევ საქართველოში - ყაზბეგში და მისი დანიშნულება, პირველ რიგში, სწორედ საქართველოს მთიანი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებაა.


ჰოდა, კიდევ ერთი - ტანკს რა უნდა გვირაბში? გვირაბში შესული მოწინააღმდეგის განეიტრალება ყველაზე მარტივი დასაგეგმია. ლოგიკაც ხომ უნდა ჩავრთოთ ზოგჯერ?





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up