გიორგი ცუცქირიძე: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში „ფონდ ქართუს“ მიერ  ჩადებული 1 მლრდ ევროზე მეტი თანხა,  BP-სთან  ერთად უმსხვილესი კერძო ინვესტიციაა საქართველოში

გიორგი ცუცქირიძე: ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში „ფონდ ქართუს“ მიერ ჩადებული 1 მლრდ ევროზე მეტი თანხა, BP-სთან ერთად უმსხვილესი კერძო ინვესტიციაა საქართველოში

access_time2019-09-19 11:58:56

ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში „ფონდ ქართუს“ მიერ ჩადებული 1 მლრდ ევროზე მეტი თანხა, BP-სთან ერთად უმსხვილესი კერძო ინვესტიცია საქართველოში. ეკონომიკაზე ამის დადებით ეფექტს არა თუ საშუალოვადიან პერიოდში, არამედ უკვე მომავალ კვარტლებში ვნახავთ,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელშ წერს.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში მორიგი ვიზიტი დაასრულა და შემაჯამებელი მიმოხილვა გამოაქვეყნა. სსფ-ის ეს მოხსენება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.


მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, სსფ-ი 2019 წლისთვის საქართველოში 4.6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს, რაც ნიშნავს, რომ სსფ ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზს 4.6 პროცენტის დონეზე უცვლელად ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის მე-2 კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა, წინასწარი შეფასების მაჩვენებელთან შედარებით(4.9 %) დაკორექტირდა და 4.5 პროცენტით განისაზღვრა;


სსფ მიერ, ეკონომიკის 2019 წლის ზრდის პროგნოზის უცვლელად დატოვება, უპირველესად იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკის პერსპექტივაზე მოქმედი უარყოფითი რისკების ზრდის ფონზე გაკეთდა, მათ შორის საერთაშორისო სავაჭრო ომებით გამოწვეული დაძაბულობის გამო, რასაც ემატება ნავთობის ბაზარზე დივერსიული აქტის შედეგად წარმოქმნილი დაძაბულობაც, რაც საუდის არაბეთის, რომელიც ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი და ექსპორტიორია, ინფრასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმას და ნავთობზე ფასის ზრდას მოყვა. რასაც დაემატა 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების ნეგატიური ზეგავლენა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული შეტევა 11 სექტემბრის თავდასხმასაც კი შეადარეს, რადგან მოპოვების და დამუშავების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტები დაზიანდა.


სსფ-ის პროგნოზი ასევე მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, როდესაც წლიური ინფლაციის პროგნოზი 2019 წლის ბოლოსთვის 5.4 პროცენტით განისაზღვრა, რაც აღემატება რა მის 3 %-ით განსაზღვრულ სამიზნე დონეს, ნეგატიურად მოქმედებს მოხმარებაზე და შესაბამისად, ეკონომიკურ ზრდაზე.


ბუნებრივია, სსფ-ი პროგნოზს მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების და ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამატრების ანალიზზე აკეთებს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ორი პროცენტული პუნქტით შემცირდებაა მოსალოდნელი- მშპ-ს 6 პროცენტამდე, რაც ასევე ბოლო წლების ისტორიულ მინიმუმია და წლის დასაწყისიდან წმინდა ექსპორტის ზდის დინამიკასთან ერთად, მაკროეკონომიკურ მდგარდობაზე მიუთითებს.



ეკონომიკურ ზრდაზე მხოლოდ დადებითი ზეგავლენას იქონიებს ფისკალური დისციპლინის გაუმჯობესება და საგადასახადო შემოსავლების მობილიზაციის დინამიკაც. მაგალითისათვის, 2019 წლის იანვარ-ივლისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები მობილიზირებული იქნა 10.3 %-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან შედარებით, ხოლო მიმდინარე წლის ივლისში ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია 24 % -ით, რაც ბოლო ათწლეულის სარეკორდო მაჩვენებელია. უნდა აღინიშნოს, რომ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდაც, რაც თუნდაც აგვისტოში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 16.7 % ით გაიზარდა, და მიმდინარე წელს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. შემთხვევითი არ არის, რომ სსფ-ის გრძელვადიანი პროგნოზითაც ჩვენ გვექნება რეგიონში უახლოეს 5 წელიწადში ყველაზე მაღალი ზრდა, საშუალოდ წლიური 5.2 %-ის ფარგლებში.


სსფ-ის ბოლო მოხსენებაც ადასტურებს მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის შეუქცევად ხასიათს, და თავსებადია სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებთან. რამდენიმე დღის წინ ჩვენ ვნახეთ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) განცხადებები, რომლის მიხედვითაც საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანად არის აღიარებული, ხოლო ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებით მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები მთელ რეგიონში.


აღსანიშნავია, რომ აზიის განვითარების ბანკის(ADB) მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული სუვერენული სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რასაც სხვა პარტნიორებისგან თანადაფინანსების სახით მობილიზებული ფულადი სახსრებიც დაემატება და აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური დერეფნების მშენებლობას მოხმარდება უახლოესი 3 წლის განმავლობაში. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში სხვა მსხვილი საინვესტიციო პროექტებიც ხორციელდება და თუ აქ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისათვის „ფონდ ქართუს“ მიერ 1 მლრდ ევრომდე თანხის მოცულობასაც მივიღებთ მხედველობაში, რაც ენერგო კომპანია BP-ს მიერ 2014-2018 წლებში, სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტის (SCP) შემდეგ, იქნება უმსხვილესი კერძო ინვესტიცია, ეკონომიკაზე ამის დადებით ეფექტს არა თუ საშუალო ვადიან პერიოდში, არამედ უკვე მომავალ კვარტლებში ვნახავთ. საინვესტიციო თანხის ჯამური სიდიდე 3.5-4 მლრდ ლარამდე იქნება, რაც გარდა ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა, უახლოეს მომავალში ათასობით სამუშაო ადგილსაც შექმნის. შემთხვევითი არც ის გარემოებაა, რომ ინფლაცია თავის სამიზნე მაჩვენებელს (წლიურ 3 პროცენტიან ზრდას) უკვე 2020 წელს მიუახლოვდება.


რაც შეეხება ლარის გაცვლით კურს, რომლის გაუფასურებაც დღეს ინფლაციაზე მოქმედ ყველაზე მაღალ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს, განსაკუთრებით ეკონომიკის ჯერ კიდევ მაღალი იმპორტდამოკიდებულების პირობებში. სამწუხაროდ, მისი ზეგავლენა ნეგატიურად აისახა როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე, ხოლო ბევრი ადამიანისათვის, განსაკუთრებით ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული, ფასების ზრდა ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ თემად, ხოლო ოპოზიციისათვის ლამის „ეკონომიკური კოლაფსის“ ტოლფასად და კრიტიკის მთავარ ნარატივად იქცა.


სწორედ, ნაციონალური მოძრაობის, ევროსაქების და მათთან აფილირებული ექსპერტების მიერ, ბოლო თვეებში მუდმივად ხდებოდა და ხდება ამ თემაზე სპეკულირება, არსებული ეკონომიკური სიტუაციის მაქსიმალურად მუქ ფერებში წარმოსახვა, ხელისუფლების მხრიდან არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე თუ რეგულაციებზე აქცენტების გადატანით. საერთო ჯამში, მოქნილი გაცვლითი კურსი ეკონომიკას საშუალებას აძლევს სწრაფად მოერგოს შოკებს და ამით უზრუნველყოს ეკონომიკური ზრდა, აღნიშნულია სსფ-ის მოხსენების დასკვნით ნაწილში და ეს არის რეალობაც.


ქართული ოპფლანგისაგან განსხვავებით, რომლის მთელი სტრატეგიაც ნეგატივზე, სიცრუის ტირაჟირებაზე და რევოლუციური სცენარების პარადიგმაზეა აგებული, სსფ-ს მოხსენებაში ცალსახად არის მხარდაჭერილი მთავრობის სტრატეგია და ძალისხმევა მაკროეკონომიკური სტაბილიზაციის კუთხით, ხოლო პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას შედეგზე ორიენტირებულ სამთავრობო კურსს თუ მივიღებთ მხედველობაში, რეფორმების ეფექტურობა მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი.


„კომერსანტი“ 






„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“

„ვერ გამოვრიცხავ სასამართლო დავას ანაკლიის კონსორციუმის მხრიდან - იმედი ვიქონიოთ, იქნებ მათ ეყოთ ნამუსი, რომ პროცესში არ შევიდნენ, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
access_time2019-10-20 20:48:43
ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა თუ ვერ შეასრულა დაფინანსების მოზიდვის ვალდებულება, შესაბამისად, ჩვენ სამწუხაროდ, აღარ გვექნება მეტი საშუალება, რომ გადავდოთ ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის...

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი

The Washington Post: აფხაზეთში ცხოვრობს 400 ჩრდილოეთ კორეელი მიგრანტი
access_time2019-10-20 22:00:50
ამ დროისთვის აფხაზეთში ცხოვრობს და მუშაობს 400 ჩრდილოეთ კორეელი, რომელსაც შეუძლია დარჩეს არაღიარებულ რესპუბლიკაში საერთაშორისო სანქციების მიუხედავად.   დილით ადრე, ჯერ კიდევ მზის ამოსვლამდე, ჩრდილოეთ კორეელი მუშები გადიან აფხაზეთის ქალაქების ქუჩებში სახლების ასაშენებლად და რკინიგზის გასაყვანად.   ისინი ცხოვრობენ მიტოვებულ საბჭოთა სასტუმროში, რომელიც გარშემორტყმულია პალმებით და მოზაიკებით ლენინის...

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი

რატომ აფეთქდა გურამიშვილის გამზირზე გაზი - ურთიერთ ბრალდებები და რისიკის ქვეშ მყოფი ქალაქი
access_time2019-10-20 20:00:27
კიდევ ერთი აფეთქება თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, რომელიც სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის შედეგად მოხდა. სპეციალისტთა შეფასებით, ამისგან თბილისში დაზღვეული პრაქტიკულად არავინაა. ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა მომხდარზე და რა მექანიზმებს მიმართა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს?   აფეთქების შედეგად 4 ადამიანია დაშავებული, რომელთა შორის ერთი არასრუწლოვანია. ხოლო სახლის მეპატრონეს, სადაც აფეთქება მოხდა, მძიმე სახის დამწვრობა აქვს მიღებული. სამაშველო...

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ

Lufthansa-ს სუბსიდირებული ავიაკოპანიების თანამშრომლები გაიფიცნენ
access_time2019-10-20 19:00:06
გერმანიის ბორტგამცილებლების პროფკავშირმა დღეს გაფიცვა მოაწყო, რის შედეგადაც Eurowings-ის, Germanwings-ის, Lufthansa Cityline-ისა და Sunexpress-ის რეისები არ შესრულდა. გაფიცვა შუა ღამემდე, ადგილობრივი დროით 02:00 საათამდე გაგრძელდება. ამის შესახებ...

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა

ბაკურიანისთვის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოცხადდა
access_time2019-10-20 17:40:20
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას ფონდი ავრცელებს. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და ითვალისწინებს 10 ერთეული სამგზავრო ავტობუსის შეძენას. „გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი...


მსგავსი სიახლეები

up