გიორგი ცუცქირიძე-  პანდემიის დროს არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის, მათ შორის რეგიონალური განვითარების  ინფრასტრუქტურული პროექტი

გიორგი ცუცქირიძე- პანდემიის დროს არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის, მათ შორის რეგიონალური განვითარების ინფრასტრუქტურული პროექტი

access_time2020-12-17 18:21:45

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის შეფასებისას ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ  ბოლო წლების ინფრასტრუქტურის განვითარების დინამიკის გათვალისწინებით, საქართველოს აქვს კარგი  შესაძლებლობა  იყოს რეგიონალური ჰაბი ვაჭრობისთვის და ლოგისტიკისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობისთვის, უფრო მეტი ინვესტიციისთვის და ვაჭრობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის.

„ინფრასტრუქტურას აქვს ეკონომიკისათვის უდიდესი მნიშვნელობა, ამასთან ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას და გამართულ ფუნქციონირებას  ექნება 2024 წლისათვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადზე, ბაზისური მნიშვნელობა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წლიური ანგარიშიც თუ რა გაკეთდა და რა პროექტები მიმდინარეობს, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ.

ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია  პირველ რიგში გაზრდის ინტეგრაციას როგორც  ქვეყნის რეგიონებს შორის, ასევე ხელს შეუწყობს  საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას, როგორც   მეზობელ, ასევე შავი ზღვის რეგიონის  ქვეყნებთან.

ბოლო წლების ინფრასტრუქტურის განვითარების დინამიკა აჩვენებს, რომ საქართველოს აქვს კარგი  შესაძლებლობა  იყოს რეგიონალური ჰაბი ვაჭრობისთვის და ლოგისტიკისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობისთვის, უფრო მეტი ინვესტიციისთვის და ვაჭრობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის“,- აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

ექსპერტის თქმით, შთამბეჭდავია პანდემიურ პირობებში  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შესრულებული  პროექტების  ჩამონათვალი - დაფინანსდა  6000-მდე პროექტი,რომელშიც მონაწილეობა მიიღო  1000-მდე კონტრაქტორმა კომპანიამ, ხოლო დასაქმდა 31 000 ადამიანი.

„მართალია, პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო სამინისტროს ბიუჯეტი 251 მილიონი ლარით  შემცირდა,    2020 წლის ბიუჯეტი 101.4 % -ით ანუ გადაჭარბებით სრულდება, რაც 166 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს, და ერთიანი სამთავრობო სტრატეგიის ეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე მიუთითებს;

ნიშანდობლივია,რომ  პანდემიის დროს არ შეჩერებულა არცერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის რეგიონალური განვითარების პროექტები, რასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს როგორც ქვეყნის, ასევე   ცალკეული რეგიონების განვითარებისთვის საჭირო სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების კუთხით, განსაკუთრებით კი საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის გზებისა და წყლის ინფრასტრუქტურის, წყალარინების სისტემების, და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.


აბასთუმნის ისტორიული სახლების, ობსერვატორიის, საბაგირო გზის რეაბილიტაცია, ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობა, მცხეთის მუზეუმის მშენებლობა და თბილისის მზიურის პარკის რეაბილიტაცია, აშენდა  20 ახალი სკოლა 1530 ბავშვისთვის, 17 საბავშვო ბაღი 1000-მდე ბავშვისთვის, 500 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა ახალ აშენებულ კორპუსებში

აშენდა 70 კმ ჩქაროსნული მაგისტრალი, რეაბილიტირდა 580 კმ გზა, ხოლო ქუთაისი, ზუგდიდი, ჭიათურა პირველად გადავიდა 24 საათიან წყალმომარაგებაზე, - აღნიშნავს გიორგი ცუცქირიძე.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ შეფასებაში ექსპერტი ჩქაროსნული მაგისტრალების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

„ამ მიმართულებით პირველ რიგში უნდა გამოიყოს ჩქაროსნული მაგისტრალები. 2020 წელს სრულდება 70კმ ჩქაროსნული გზის მშენებლობა, უკვე დასრულდა ჯაპანა-ლანჩხუთის 16 კმ-იან მონაკვეთის და  ხაშურის შემოვლით 13 კმ-იან მაგისტრალურ გზის მშენებლობა,ხოლო წლის ბოლომდე დასრულდება ქუთაისის შემოვლითი გზის მეორე ზოლის 41 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა, რაც თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო 1 საათით შეამცირებს.

მიმდინარეობდა მშენებლობა რიკოთის მაგისტრალური გზის ოთხივე მონაკვეთზე,  53 გვირაბიდან სამუშაოები მიმდინარეობს 39 გვირაბზე,  უკვე გაიჭრა 5 გვირაბი, ხოლო 96 ხიდიდან სამუშაოები მიმდინარეობს 53 ხიდზე.

ქვეშეთი - კობის ჩქაროსნული გზაზე შენდება 9კმ გვირაბი და 13კმ ჩქარონსული გზა. რომელიც  სატრანზიტო მნიშვნელობის  ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის  ნაწილია და ეკონომიკურიდატვირთვისა,  გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით, მას აქვს ტურისტული და დემოგრაფიული მნიშვნელობაც ამ კუთხისათვის.  ახალი გზა გარდა იმისა, რომ  სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი,  ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის სეზონზე გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს, ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობენ ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას“- აღნიშნავს ცუცქირიძე.

მისი თქმით,  2020 წელს ევროკავშირის და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით დაიწყო  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა (ჯამური ინვესტიციით 63 მლნ ევრო),რომელიც მოიცავს კახეთის, იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა  და ქვემო სვანეთის რეგიონებს, ხოლო 2021 წელს დამატებით 30 მლნ ევროს  პროექტები განხორციელდება აზიის განვითარების ბანკის „ქალაქების მდგრადი განვითარების საინვესტიციო პროგრამის“ ფარგლებში, ასევე მომზადდა თელავის, ზუგდიდის, ველისციხის, მესტიისა და უშგულის ურბანული  განვითარების პროექტები ევროპის რეკონსტრუქციისა დაგანვითარების ბანკის მხარდაერით 6 ქალაქისათვის.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up