გიორგი ცუცქირიძე ,,OECD“ ინდექსზე: რეალურად დღეს ჩვენ ვიმკით მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო სტრატეგიის დადებით ეფექტს

გიორგი ცუცქირიძე ,,OECD“ ინდექსზე: რეალურად დღეს ჩვენ ვიმკით მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო სტრატეგიის დადებით ეფექტს

access_time2020-03-19 13:28:14

რეალურად დღეს ჩვენ ვიმკით მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო სტრატეგიის დადებით ეფექტს, რომელიც 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მიღებული, „საქართველოს 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის" გეგმის ფარგლებში, სადაც გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის თვალსაზრისით,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.


ექსპერტის თქმით, OECD-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისადმი უფრო მეტად სტრატეგიული მიდგომითა და შესაბამისი მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებით შემდგომი პროგრესი განიცადა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.


,,კიდევ ერთი სასიხარო და იმედისმომცემი ინფორმაცია, გავრცელდა.თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანგარიშის - „SME Policy Index - 2020“ მიხედვით, საქართველოს შეფასება და შესაბამისად ქულა, 2016 წლის რეიტინგთან შედარებით, რეიტინგის 12 კომპონენტიდან 12-ვეში გაუმჯობესდა, ხოლო 12-დან 9 კომპონენტში ქვეყანა უმაღლესი ქულით შეფასდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის. OECD-ის ანგარიშის თანახმად, საქართველომ მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისადმი უფრო მეტად სტრატეგიული მიდგომითა და შესაბამისი მიზნობრივი ინიციატივების განხორციელებით შემდგომი პროგრესი განიცადა და მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ამასთან, კვლევის თანახმად, ნიშანდობლივია,რომ „SME Policy Index 2020“ რეიტინგის შეფასება ძირითადად ეფუძნება ქვეყნებში მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკის, შესაბამისად, სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის არსებობას და მის ეფექტიან აღსრულებას.



ამასთან, კვლევა ეფუძნება ევროპის მცირე ბიზნესის აქტის (SBA - Small Business Act) 10 პრინციპის შესაბამისად განსაზღვრული კომპონენტების შეფასებას. რეალურად დღეს ჩვენ ვიმკით მეწარმეობის მხარდამჭერი სამთავრობო სტრატეგიის დადებით ეფექტს, რომელიც 2016 წელს საქართველოს მთავრობის მიერ იქნა მიღებული, „საქართველოს 2016-2020 წლების მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის" გეგმის ფარგლებში, სადაც გათვალისწინებულია „ევროპული მცირე ბიზნესის აქტის“ ძირითადი პრინციპები და ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის თვალსაზრისით. სწორედ, ამ სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია სახელწიფო პროგრამა " აწარმოე საქართველოში" თავისი კომპონენტებით, რომელმაც მარტო დღეის მდგომარეობით უკვე უზრუნველყო 495 - ზე მეტი მცირე და საშუალო საწარმოს დაფუძნება და ნაწილის მოდერნიზაცია. სტატისტიკას, რომლებიც შექმნის 17 ათასზე მეტ სამუშაო ადგილს. მარტო 2018 წელთან შედარებით , საწარმო პროექტების რაოდენობა გაზრდილია 31 % - ით , ხოლო სასტუმრო პროექტები 48 % - ით. სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესია ეკონომიკის დასაქმების წამყვანი კონტრიბუტორი, და შესაბამისად, შიდა მოთხოვნის სტიმულირების მძლავრი მექანიზმიც. " აწარმოე საქართველოში" პროგრამის ფარგლებშია დაფიუძნებული "აჭარა ტექსტილი" რომელმაც უმოკლეს ვადებში შეძლო სამედიცინო დამცავი ნიღბების გამოშვება. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ევრაზიის კვირეულზე (OECD Eurasia week), OECD-ის მიერ დადებითად შეფასდა სტრატეგიის შესრულების მდგომარეობა და საქართველო დასახელდა სამოდელო ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობის სამეზობლო ქვეყნებს შორის“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up