გიორგი ცუცქირიძე: ნებისმიერი კრიზისი, მიუხედავად მისი ნეგატიური შედეგებისა, ყოველთვის ტოვებს შანსს, პოსტ კრიზისული პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოხვიდე და შენთვის სასიკეთოდაც გამოიყენო

გიორგი ცუცქირიძე: ნებისმიერი კრიზისი, მიუხედავად მისი ნეგატიური შედეგებისა, ყოველთვის ტოვებს შანსს, პოსტ კრიზისული პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოხვიდე და შენთვის სასიკეთოდაც გამოიყენო

access_time2020-04-06 18:11:44

სავსებით სწორია მთავრობის ეკონომიკის სტიმულირების ახალი 2 მილიარდიანი პაკეტი ადგილობრივი წარმოების მხარდასაჭერად, რაც საკრედიტო-საგარანტიო სქემების გამოყენებას ითვალისწინებს პოსტ კრიზისულ პერიოდში. მათ შორის გაჩერებული საწარმოების ამუშავება, თუნდაც აგარის ქარხნის მაგალითზე, რადგან კრიზისმა მნიშვნელოვანწილად შეცვალა როგორც მოთხოვნის, ასევე მიწოდების სტრუქტურა საერთაშორისო ბაზრებზე, რასაც თავის მხრივ ეკონომიკური პოლიტიკის თვალსაზრისით გარკვეული ცვლილებებიც უნდა მოჰყვეს,- ამის შესახებ ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, ნებისმიერი კრიზისი, მიუხედავად მისი ნეგატიური შედეგებისა, ყოველთვის ტოვებს შანს პოსტ კრიზისული პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოხვიდე და შენთვის სასიკეთოდაც გამოიყენო.


სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:


,,ნებისმიერი კრიზისი, მიუხედავად მისი ნეგაგატიური შედეგებისა, ყოველთვის ტოვებს შანს პოსტ კრიზისული პერიოდიდან ნაკლები დანაკარგებით გამოხვიდე და შენთვის სასიკეთოდაც გამოიყენო. ჩვენ გვჭირდება მაღალშემოსავლიანი და მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარება, რაც სახელმწიფო პროგრამების გარეშე უბრალოდ ვერ გამოვა, და არც არსად გამოსულა მხოლოდ კომერციული კრედიტით, განათლების და სხვა სტრუქტურული რეფორმის გარეშე. ეს დამტკიცდა არა მხოლოდ სამხრეთ კორეაში, იაპონიასა ან გერმანიაში, არამედ თუ გნებავთ ჩეხეთში, პოლონეთსა და ხორვატიაში. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად ინოვაციური ეკონომიკა, რომელიც სხვა ტიპის სტარტაპების მოდელებით ფინანსირდება, ვიდრე მხოლოდ „აწარმოე საქართველოს“ დღევანდელი კომპონენტებია, სადაც მიუხედავად სახელმწიფოს შეხიდებისა საბანკო პროცენტში, მაინც მთლიანად კომერციულ საბანკო დაფინანსებაზეა დაფუძნებული და შესაბამისად, ბანკების მხრიდან დაფინანსების მთავარი ფაქტორი მაინც უზრუნველყოფაზე გადის.



ახალ სამთავრობო სტრატეგიაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, სერიოზულად გაუმჯობესებული კრიტერიუმები იქმნება ადგილობრივი წარმოების დასაკრედიტებლად, რაც შიდა მოთხოვნის სტიმულირების, იმპორტ ჩანაცვლების, ეკონომიკური ზრდის და დასაქმების თვალსაზრისით იქნება მნიშვნელოვანი. მცდარია მოსაზრება, რომ ახლა დასავლური კაპიტალი ჩინეთიდან სრულ რეალოკაციას მოახდენს,. ჩვენთან გადმომისამართდება მხოლოდ კიდევ უფრო დაწეული გადასახადების და დაბალი ანაზღაურების გამო, რაც არის სრული აბსურდი, რადგან გადასახადებით ჩვენ ისედაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, ამასთან დაბალანაზღაურებადი სამუშაო ძალა არის დაბალკვალიფიციურიც ამავდროულად.


ჩინეთიდან საწარმოო სიმძლავრეების აქ გადმოტანა სულაც არ სჭირდება შედარებით დაბალტექნოლოგიური პროდუქციის გამოშვებას დღესაც, თუ ამის სურვილი გაქვს. სამწუხაროდ, სწორედ ამ ნეო ლიბერალური და გამრუდებული პარადიგმის ტირაჟირება ცალკეული ოპოექსპერტების თუ მედია საშუალებებით კვლავ გრძელდება. რაც მთავარია, იგი ავტომატურად მიაბეს ინვესტიციებსაც იმის მაგივრად, რომ შედარებით მაღალტექნოლოგიურ, საინვესტიციო მიმართულებებზე და განათლების ძირეულ რეფორმაზე იყოს აქცენტები გადატანილი, რაც ხელს შეუწყობს ადამიანისეული კაპიტალის განვითარებას და შესაბამისად, ხარისხიანი ინვესტიციების შემოდინებას ქვეყანაში. ქვეყანა უნდა ეცადოს აწარმოოს ის პროდუქცია და მომსახურება რისი რესურსიც აქვს ან გარკვეულ შეფარდებით უპირატესობას ფლობს, გინდა მატერიალური და ადამიანისეული და თუ გნებავთ ფინანსური თვალსაზრისით (კაპიტალის ბაზრის განვითარება და ა.შ). მაგალითად, უნდა აწარმოო ლუდი, სამედიცინო პროდუქცია თუ ტექსტილი, რაც სულაც არ ნიშნავს რომ უცხოური არ უნდა შემოიტანო, ან არ მიმართო ფრანჩაიზინგის სტრატეგიას, რაც მხოლოდ „ვენდის“ და „მაკდონალდის“ ქსელები არ არის. იგივე შეგიძლია გააკეთო სასურსათო უზრუნველყოფის მიმართულებით აგროსექტორში, ოღონდ თანამედროვე სასათბურე მეურნეობების, გადამამუშავებელი და შემნახველი სამაცივრე ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით.სახელმწიფო პროგრამების


„ერთიანი აგრო პროექტის“ ფარგლებში, ოღონდ გაფართოებული და სახეშეცვლილი საბანკო დაფინანსების გზით, თუნდაც საკრედიტო საგარანტიო სქემების აქტიური გამოყენებით. ასეთ შემთხვევაში წარმატებით შეგიძლია მოახდინო აგრო ინდუსტრიის დაკავშირება ტურიზმის სექტორთან, ოღონდ თავად ტურიზმის ინფრასტრუქტურა უნდა შეცვალო და მხოლოდ მონტე კარლოს გასართობი ე.წ აზიური დუბლიკატი არ გააკეთო, რეკრეაციული და სოფლის ტურიზმის გაცილებით აქტიური მხარდაჭერით, რაც ბევრ სასარგებლო ინოვაციურ პროდუქტსაც მოიცავს, ვიდრე კაზინოები და სხვა მსგავსი გასართობი კლუბებია და შესაბამისად ზრდის ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეალურ დამატებულ ღირებულებას. ჩვენ კარგად უნდა გავითავისოთ, რომ ეს პანდემიაც გადაივლის ავად თუ კარგად, მაგრამ მხოლოდ განათლებაზე და რაც მთავარია, დამატებულ ღირებულებაზე დაფუძნებული ეკონომიკა არის კეთილდღეობის და თვითკმარობის არა ერთადერთი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. ეკონომიკის სტრუქტურული გაუმჯობესება და ადამიანისეული კაპიტალის განვითარება დაგვეხმარება პოსტ კრიზისულ პერიოდში შესაძლებლობების აქტიურ გამოყენებასა და სწრაფ გაჯანსაღებაში”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up