გიორგი ცუცქირიძე - მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა და პანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის შოკისას შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

გიორგი ცუცქირიძე - მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა და პანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის შოკისას შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

access_time2021-10-22 15:00:43

“მთავრობის ეფექტიანობის გლობალური ინდექსი ითვლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპოზიტურ ინდიკატორად, რომელიც მსოფლიოს 180 ქვეყნის მთავრობების საქმიანობის ეფექტურობას 26 ინდიკატორის მიხედვით აფასებს. აღნიშნულ ინდექსში ქვეყნის მოწინავე პოზიციები იმ თვალსაზრისითაც არის საინტერესო, რომ დარდება რა სხვა ქვეყნების მაჩვენებლებს, ბოლო წლებში ქვეყნის პროგრესსაც გვიჩვენებს. მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, რაც მთავარია კოვიდ პანდემიურ პერიოდში, ეკონომიკის შოკისას შეფასების ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, ევროპის საუკეთესო 20-ეულში მოხვდა,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე „მთავრობის ეფექტიანობის ინდექსის“ ახალ მაჩვენებელს, რომელშიც საქართველომ 8 სარეიტინგო ადგილით გაიუმჯობესა პოზიცია.



„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მთავრობის კრიზისული და პოსკრიზისული მენეჯმენტის მაღალ ეფექტურობაზე და მთლიანად აქარწყლებს ოპოზიციის ნარატივს ქართული ოცნების წარუმატებელ მმართველობაზე. საქართველოს მთავრობის შეფასება იმითაც არის აღსანიშნავი, რომ მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსი შვეიცარიულ-სამხრეთ კორეულმა ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა, რომელიც მდგრადი განვითარებისა და მართვის კონსალტინგის სფეროში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციას წარმოადგენს,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.



ნიშანდობლივია, რომ ინდექსი ეფუძნება რა მსოფლიო ბანკის, გაეროს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს, საბოლოოდ ფასდება 5 ფაქტორის მიხედვით ისეთი 15 კრიტერიმით:



• სოლიდარული მმართველობა, სახელმწიფო სერვისები, ინვესტიციები, გზები და რკინიგზა,


• საკომუნიკაციო ქსელური ინფრასტრუქტურა, ბიზნეს გარემო და სექტორული განვითარება,


• კორუფცია და მექრთამეობის გავრცელება, ბიუროკრატიზაცია, ასევე


• ფინანსური მდგრადობა და ფინანსური შოკების გავლენა ეკონომიკაზე.


ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, მთავრობის ეფექტიანობით საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს, 100%-იანი სკალით, 62%-ი პროცენტული მაჩვენებლით, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია. მისი თქმით, რეიტინგში საქართველომ გაუსწრო არა მხოლოდ რეგიონის ყველა ქვეყანას, არამედ მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები, ავსტრალია, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, შვედეთი, ისრაელი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ა.შ.



„ეს ის კრიტერიუმებია, რაზეც ოპოზიცია და განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობა მხარდამჭერი ე.წ მეინსტრომული მედიიდან მუდმივად აპელირებს მთავრობის არაეფექტურ მმართველობაზე, განსაკუთრებით ანტიკრიზისული მენეჯმენტის და კორუფციის თვალსაზრისით,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up