გიორგი ცუცქირიძე მშპ-ს ზრდაზე: „ხაზარაძე ურცხვად ტყუის“

გიორგი ცუცქირიძე მშპ-ს ზრდაზე: „ხაზარაძე ურცხვად ტყუის“

access_time2020-01-09 13:47:30

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელს „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში ევროპაში ყველაზე მაღალი ტემპით გაიზრდება. ძალიან სამწუხაროა, რომ მამუკა ხაზარაძეს მხოლოდ პოლიტიკური ოპონირების სურვილი ამოძრავებს, თეთრზე შავი თქვას და რეალური სურათი დაამახინჯოს.


სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის განცხადება, რომელიც მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გააკეთა.


პასუხი ტყუილზე # 1 - როდესაც ხაზარაძე ურცხვად ტყუოდა, ეტყობა, „გამორჩა“, რომ სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ახალი მეთოდოლოგიით დათვლილი მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები 2019 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, რის შედეგადაც მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 8.6 პროცენტით გაიზარდა, საქართველოს შემთხვევაში აღნიშნული მეთოდოლოგიური ცვლილება ამ დროისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების სტატისტიკურ წყაროებში ჯერ კიდევ არ არის ასახული მაშინ, როდესაც რეგიონის ქვეყნებმა, მათ შორის აზერბაიჯანმა, სომხეთმა, მოლდოვამ, ბელორუსმა, უკრაინამ და სხვა, იგივე მეთოდოლოგიური ცვლილება საქართველოზე რამდენიმე წლით ადრე განახორციელა, რომლის შედეგადაც მათი მშპ-ის მოცულობა წინა მეთოდოლოგიით დათვლილთან შედარებით გაიზარდა - რაც უკვე ასახულია საერთაშორისო სტატისტიკურ მონაცემებში. შესაბამისად, საქართველოსა და სხვა ქვეყნების სტატისტიკური მონაცემების შედარება მხოლოდ ამ წყაროებზე დაყრდნობით, სანამ არ მოხდება მეთოდოლოგიური ცვლილების მონაცემებში ასახვა - არ არის მიზანშეწონილი.


პასუხი ტყუილზე # 2 - ხაზარაძე თუ გულთმისანი არ არის, 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტი „საქსტატს“ ჯერ არ დაუთვლია, ამდენად, 2019 წელს 2017 წელს ჩვენ ვერ შევადარებთ. მაგრამ ყველაზე კონსერვატიული დაშვებით, რომ მეოთხე კვარტალში მშპ-ს რეალური 5%-იანი ზრდა დაფიქსირდება (ოქტომბერში რეალური ზრდა 5.7%, ხოლო ნოემბერში 6.4% იყო) საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულზე 2019 წელს 4696.4 აშშ. დოლარი იქნება. ვიმეორებ, საუბარია ყველაზე კონსერვატიულ სცენარზე და ამის მიხედვითაც საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მაჩვენებელი იქნება 4696,4 აშშ დოლარი, რაც მეტია სომხეთის ანალოგიურ მაჩვენებელზე - 4528 აშშ დოლარი, რომელიც შედარებადი არ არის მეთოდოლოგიური ცვლილების გამო.



პასუხი ტყუილზე # 3 - საქართველო ეკონომიკური ზრდის საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზის მიხედვით, რეგიონში და ევროპაში პირველ ადგილზეა - სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში, ევროპაში ყველაზე მეტად გაიზრდება, ხოლო ზრდის საშუალი მაჩვენებელი 4.9 პროცენტი იქნება, რაც აჭარბებს როგორც სომხეთის (4.6 პროცენტი), ასევე აზერბაიჯანის (2.2პროცენტი), უკრაინის (3.2 პროცენტი), თურქეთის (3.2 პროცენტი), რუსეთის (2.0 პროცენტი) და ბელარუსის (0.02 პროცენტი) ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს.


როგორც ჩანს, ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში სასამართლო პროცესის გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად, როდესაც პროკურატურა ფულის გათეთრების და ფინანსური თაღლითობის ბრალდებით ედავება არც მეტი და არც ნაკლები 17 მილიონის ტრანსაქციას! პროცესის წაგების შიშით ხაზარაძე მისთვის დამახასიათებელი, მორიგი ახლა უკვე სასამართლოს ეზოში დადგმული იაფფასიანი პერფომანსებით გადაფარვას ცდილობს და წარმატებით აგრძელებს ნაცმოძრაობის და მასთან აფილირებული ოპოფლანგის სიცრუეზე და დემაგოგიაზე აგებულ პოლიტიკას, რომლის მიზანიც ხელისუფლების დისკრედიტაციაა. მაგრამ ესეც რომ მორიგი იაფფასიანი სპეკულაციაა, და საერთო არაფერი აქვს რეალობასთან მოყვანილი მაჩვენებლებითაც დასტურდება“-წერს ცუცქირიძე. 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up