გიორგი ცუცქირიძე: მორიგი მტკნარი სიცრუე ფადის სტილში და ვპირდები, რომ სიცრუეზე აგებულ დემაგოგიას არ გავუტარებ

გიორგი ცუცქირიძე: მორიგი მტკნარი სიცრუე ფადის სტილში და ვპირდები, რომ სიცრუეზე აგებულ დემაგოგიას არ გავუტარებ

access_time2020-03-01 13:36:43

ფადი ასლის მორიგ სიცრუეზე და ციფრების მანიპულაციაზე აგებული პოსტის მთელი დედააზრი კი ის არის, რომ კეთილდღეობის გაზომვა მიმდინარე ფასებში აშშ დოლარში მთლიანი შიდა პროდუქტის დემონტრირებით განიზრახა, რაც არის ციფრებით მანიპულაცია და მეტი არაფერი,- ამის შესახებ ექსპერტი საბნკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.


მისი თქმით, თუ მიმდინარე ფასებში გვსურს კეთილდღეობის გაზომვა , მაშინ უნდა დავაკვირდეთ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტს მსყიდვეუნარიანობის პარიტეტის მიხედვით და ეს მაჩვენებელი ბოლო 7 წლის მანძილზე 2012-2019 წლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა .


,, სავალუტო ფონდის შეფასებით, 2019 წლისათვის ეკონომიკა მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით 2012 წელთან შედარებით თითქმის ერთნახევარჯერ იზრდება (48.8%-ზე მეტით).


ფონდის შეფასებით 2019 წელს ეს მაჩვენებელი 12 200 დოლარს გადააჭარბებს, მაშინ როცა 2012 წელს 8200 დოლარის მიდამოში იყო!. შესაბამისად, ბოლო შვიდი წლის მანძილზე საშუალო წლიური ზრდა 5.8%-ზე მაღალი გამოდის.


რაც შეეხება მსყიდველუნარიანობის გარეშე აშშ დოლარში დათვლილ ეკონომიკას ერთ სულზე, ეს მაჩვენებელი დოლარის კურსის ცვლილებასთან ერთად იცვლება მთელი მსოფლიოს მსოფლიოს მასშტაბით. 2019 წლისთვის მთელ რიგ წამყვან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი არათუ გაზრდილია 2012 წელთან შედარებით, არამედ მკვეთრად არის შემცირებული. მაგალითად, ნორვეგიაში შემცირდა 23%-ით, ავსტრალიაში 21%-ით, იაპონიაში 16%-ით, კანადაში - 12%-ით, შვედეთში 11%-ით, საბერძნეთში 10%-ით, შეუმცირდა იტალიას , ბრიტანეთს, საფრანგეთს შვეიცარიას და ა.შ.



მათგან განსხვავებით სავალუტო ფონდის შეფასებით საქართველოში ზრდა ფიქსირდება 2019 წელს 2012 წელთან შედარებით 1.2%-ით,მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე ფასებში კეთილდღობის შეფასებისას მსყიდვეულნარანობის პარიტეტის მიხედვით უნდა ვიმსჯელოთ და არა მსყიდველუნარიანობის გამორიცხვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ისე გამოვა, რომ თითქოს ზემოთ მოხმობილი ქვეყნებში ბოლო 7 წელიწადში კეთილდღეობა კატასტროფულად გაუარესებულა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით მათაც კეთილდღეობის ზრდა უფიქსირდებათ.



ნიშანდობლივია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს რეალური ეკონომიკა (მშპ) მომავალი ხუთი წლის (2020-2024) განმავლობაში, ევროპაში ყველაზე მეტად გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 5.1%-ით) და ხუთ წელიწადში ზრდა 28 პროცენტს გადააჭარბებს. მომავალი ხუთწლიანი ეკონომიკური ზრდის ტემპის მიხედვით, საქართველო მაღალი საშუალო შემოსავლის ჯგუფის ქვეყნების საუკეთესო ხუთეულში შედის. საქართველოს უსწრებს თურქმენეთი (რომელიც ხუთ წელიწადში 33 პროცენტით გაიზრდება), ჩინეთი (32 პროცენტიანი ზრდა) და მალდივები (31 პროცენტიანი ზრდა).



საქართველოს ეკონომიკა მომავალი ხუთი წლის მანძილზე ამერიკულ დოლარში ერთნახევარჯერ გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 8.4%-ით) და 23 მილიარდ 843 მილიონ ამერიკულ დოლარს გაუტოლდება. სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხედვით, მომავალ ხუთ წელიწადში თითქმის 42 პროცენტით გაიზრდება (წელიწადში საშუალოდ 7.2%-ით) , 2024 წელს გადააჭარბებს 64 მილიარდ დოლარს და მიმდინარე ფასებში ერთ სულ მოსახლეზე 16 915 დოლარს გაუტოლება.აი, ეს არის სიმართლე და არა ფადის მორიგი ციფრებით მანიპულაცია, რომლის ერთადერთი ამოცანა იმის ჩვენებაა, რომ თითქოსდა ქვეყანა ქართული ოცნების მართველობის პირობებში განიცდის ეკონომიკის შემცირებას, ხოლო ხალხი კი ღარიბდება”,- წერს გიორგი ცუცქირიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up