გიორგი ცუცქირიძე - მისასალმებელია, რომ  მთავრობამ უარი  თქვა ახალ ლოქდაუნზე,  მით უმეტეს გვაქვს ეკონომიკის აღდგენის კარგი პერსპექტივა

გიორგი ცუცქირიძე - მისასალმებელია, რომ მთავრობამ უარი თქვა ახალ ლოქდაუნზე, მით უმეტეს გვაქვს ეკონომიკის აღდგენის კარგი პერსპექტივა

access_time2021-04-29 18:38:25

„მარტის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იმითაც არის საინტერესო, რომ ეკონომიკის პირველი ლოქდაუნი, გასულ წელს სწორედ მარტში დაიწყო და ფაქტიურად პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიან პერიოდს აფასებს. გარდა ამისა, პირველი ლოქდაუნი ყველაზე მკაცრი და ხანგრძლივიც იყო. ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი მარტის ძირითადი ეკონომიკური მონაცემები როგორი იქნებოდა და ზრდის ტრენდი გავიდოდა თუ არა ვარდნიდან დადებით  ტენდენციაზე, რაც  ეკონომიკური აქტივობის თავისებური ინდიკატორიც არის,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელმაც თავის გვერდზე სოციალურ ქსელ ფეისბუქში 2021 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელი შეაფასა.


ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ზრდის დადებით მაჩვენებელზე გასვლა იმ კუთხითაც არის ნიშანდობლივი, რომ რეალური ზრდა დაფიქსირდა სექტორების უმეტესობაში, როგორც საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში, ისე საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, თუ დამამუშავებელი მრეწველობაში და   სოფლის მეურნეობის, ტრადიციულად ყველაზე მაღალი დასაქმების სექტორებში.


„აღსანიშნავია, რომ მარტში ზრდა ასევე დაფიქსირდა ტურიზმთან დაკავშირებულ ისეთ ეკონომიკურ საქმიანობებში, როგორიცაა: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, რაც ტურისტული ინდუსტრიის აღდგენის კარგ წინაპირობებს ქმნის. ეკონომიკის აღდგენის თვალსაზრისით, მარტში ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. 



მისი თქმით, 2021 წლის მარტში წინა წელთან შედარებით ექსპორტი სარეკორდო 30.6 პროცენტით გაიზარდა და  მისმა მოცულობამ 325.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. რაც მთავარია,  მარტში  ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.8 პროცენტით გაიზარდა და 237.9 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. „ადგილობრივი ექსპორტის ზრდა, რაც ექსპორტჩანაცვლების სტრატეგიის თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, ეკონომიკის  ზრდის ტენდენციებთან ერთად, კიდევ ერთხელ მიუთითებს პანდემიური პერიოდის განმავლობაში მთავრობის ანტიკრიზისული პოლიტიკის ეფექტურ ხასიათზე. როგორც პირველი, ისე მეორე ლოქდაუნისას, ეკონომიკის სტიმულირების სწორ მაკროეკონომიკურ გათვლებზე, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული ეკონომიკის მხარდამჭერი და სოციალური პროგრამების  მიზნობრივ ხასიათზე, რასაც ცალკეული ექსპერტები და განსაკუთრებით ნაცოპოზიცია ხშირად უსაფუძვლოდ აკრიტიკებდნენ,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


„ეკონომიკის ანტიკრიზისულმა პროგრამამ, განსაკუთრებით  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით,  შეანელა უმუშევრობის ზრდის მაჩვენებელი, რაც კრიზისებისას ისედაც წამყვანი ფაქტორი ხდება. მცირე  ბიზნესს, სოფლის მეურნეობის თუ ინდუსტრიულ მიმართულებებთან ერთობლიობაში, ცალსახად პოზიტიური გავლენა აქვს ეკონომიკური აქტივობასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე. მხოლოდ მისასალმებელია, რომ  მთავრობამ ექსპერტული აზრი გაითვალისწინა და უარი  თქვა ახალ ლოქდაუნზე,  მით უმეტეს გვაქვს ეკონომიკის აღდგენის კარგი პერსპექტივა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ მეორე კვარტალში პირველთან შედარებით, ტრადიციულად ისედაც უფრო მაღალ აქტივობას, აპრილი - მაისში ზრდა კიდევ უფრო მაღალი იქნება, რაც სავალუტო კურსზეც დადებითად აისახება და ასევე გააუმჯობესებს და დადებით მაჩვენებელში გადაიყვანს წლიური ზრდის კუმულატიურ ეფექტსაც,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up