გიორგი ცუცქირიძე:  მარტიდან მოყოლებული ექსპორტის ზრდის დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შეუქცევად ტენდენციაზე

გიორგი ცუცქირიძე: მარტიდან მოყოლებული ექსპორტის ზრდის დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შეუქცევად ტენდენციაზე

access_time2021-10-13 12:55:25

„მიმდინარე წლის სექტემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემები საინტერესოა იმდენად, რამდენადაც  გასულ პანდემიურ პერიოდში მიუხედავად წლის მეორე კვარტალში მძიმე “ლოქდაუნის შედეგად 13 პროცენტიანი ვარდნისა, ეკონომიკა გახსნილი იყო და ყველაზე დაბალი - 0.7 პროცენტიანი ვარდნის მაჩვენებელი გვქონდა,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ, რომელიც თავის ფეისბუქ გვერდზე „საქსტატის“ მიერ საგარეო ვაჭრობის ექსპრეს - მონაცემს გამოეხმაურა.  

„საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 12.8. პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 373. 6 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ამასთან,  სექტემბერში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი  მნიშვნელოვნად 22.3 % ით აღემატება 2019 წლის სექტემბერში (პანდემიამდე) დაფიქსირებულ მონაცემებსაც კი.

გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, მარტიდან მოყოლებული ექსპორტის ზრდის დინამიკა ნათლად მიანიშნებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის შეუქცევად ტენდენციაზე,   ამის კიდევ ერთი ილუსტრირებაა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტის  24.0 პროცენტიანი ზრდა, რაც  2,981.3 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო   9.0%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის (პანდემიამდე) მონაცემსაც. შესაბამისად, 2021 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ბრუნვა 22.3 პროცენტით გაიზარდა და 10,009.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 4.9 პროცენტით აღემატება

„რაც მთავარია, თუ გასულ წლებში სასაქონლო ექსპორტი ძირითადად რეექსპორტის ხარჯზე იზრდებოდა, დღეს ექსპორტის სტრუქტურაში სულ უფრო იზრდება ადგილობრივი ექსპორტის პროცენტული წილიც, რაც 74 პროცენტს შეადგენს. კიდევ ერთი დადებითი ფაქტორი  უარყოფითი სავაჭრო სალდოს შემცირებული მაჩვენებელია. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 4,047.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით სავაჭრო დეფიციტი 20.9 მლნ. აშშ. დოლარით გაუმჯობესდა,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. 


„ექსპორტის ზრდის დინამიკაში, უარყოფითი სავაჭრო ბალანსის შემცირება, ასევე, დადებითად აისახება საგარეო მოწყვლადობის შემცირებაზე, რაც გარდა სავალუტო კურსზე დადებითი ზეგავლენისა(უფრო მეტი უცხოური ვალუტა რჩება ქვეყანაში), რასაც ბოლო თვეებში  ვხედავთ,  პოზიტიური ასახვა ჰპოვა ქვეყნის სუვენერულ საკრედიტო რეიტინგებზე, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის გადასინჯვით. სექტემბერში, (ADB) აზიის განვითარების ბანკის მიერ  2021 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის (3.5 პროცენტიდან) 8.5 პროცენტამდე გადასინჯვა, ბოლო ორ თვეში წამყვანი სარეიტინგო კომპანიების(Fitch, S&P და Moody’s) მხრიდან ასევე გაზრდილი ეკონომიკური ზრდის პროგნოზების ფონზე, ქმნის რა პოზიტიურ მოლოდინებს,  საინვესტიციო თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი,“ - წერს ეკონომიკის ექსპერტი.

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up