გიორგი  ცუცქირიძე: მამუკა  ხაზარაძეს  აშშ-ის   მიერ  სანქცირებული  რუსი  ოლიგარქი  TBC-ში    შემოყავს

გიორგი ცუცქირიძე: მამუკა ხაზარაძეს აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი TBC-ში შემოყავს

access_time2020-02-03 15:59:54

მამუკა ხაზარაძეს აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი TBC-ში შემოყავს, მაშინ როცა უმსხვლეს საერთაშორისო ბანკებს - ADB-ს და EBRD-ს რუსული პროექტის განხორციელებაში ადანაშაულებს,- ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე, ექპსერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში სოციალურ ქსელში წერს.


,,მედიასაშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ TBC BANK GROUP - ში მამუკა ხაზარაძის წილი 9.14%-მდე შემცირდა. წილის შემცირება 2019 წლის ივლისში, რუსული Renaissance Capital-თან დადებულ აქციების დაგირავების შეთანხმებას უკავშირდება. Renaissance Capital-ს ფლობს სკანდალებით ცნობილი რუსი ოლიგარქი, მიხეილ პროხოროვი. მართალია, 2012 წელს პროხოროვი მონაწილეობდა რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, იყო პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ დამფუძნებელიც, მაგრამ რუსული ოპოზიციისავე მტკიცებით იგი პუტინის პროექტი იყო და ფასადური დემოკრატიის ფუნქცია ჰქონდა. შემთხვევითი არ რის, რომ სწორედ პროხოროვი შედის იმ რუს ოლიგარქებში, რომლებიც დასახელებული არიან აშშ-ის ფედერალურ კანონში ამერიკის მოწინააღმდეგებზე სანქციების შესახებ (Countering America's Adversaries Through Sanctions Act, CAATSA). სწორედ ეს კანონი აწესებს სანქციებს ირანის, ჩრდილოეთ კორეას და რუსეთის წინააღმდეგ და შევიდა ძალაში 2017 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმოწერით. და ამის ფონზე, მამუკა ხაზარაძის საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებაც გვახსენდება ქვეშეთი-კობის გზის პროექტზე, რუსეთს ვაძლევთ ტანკებით კომფორტულად შემოსვლის ახალ შესაძლებლობასო. ანუ, საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ პროექტის თანადამფინანსებელი ორი უმსხვილესი საერთაშორისო ბანკი-ევროპის რეკოსტრუქციისა და განვითარების ბანკი EBRD და აზიის განვითარების ბანკიც (ADB) რუსეთის ინტერესებს ატარებენო... ამას ახლა უკვე პროხოროვის ბიზნესპარტნიორი აცხადებდა. მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ მამუკა ხაზარაძეს აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქი TBC-ში შემოყავს, მაშინ როცა უმსხვლეს საერთაშორისო ბანკებს - ADB-ს და EBRD-ს რუსული პროექტის განხორციელებაში ადანაშაულებს. ქართული "მედასავლეთეობის" და ოპოზიციური პოლიტიკის მთელი პარადოქსიც ეს არის“-წერსცუცქირიძე. 








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up