გიორგი ცუცქირიძე:  შეფასებები რაც ქვეყნის შიგნით ისმის ოპოზიციის მხრიდან, სახელისუფლებო კორუფციაზე  თითიდან გამოწოვილია

გიორგი ცუცქირიძე: შეფასებები რაც ქვეყნის შიგნით ისმის ოპოზიციის მხრიდან, სახელისუფლებო კორუფციაზე თითიდან გამოწოვილია

access_time2019-10-07 16:29:20

რამოდენიმე დღის წინ ოქტომრის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, სადაც საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ საკუთრი პოზიციას სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა


პოსტს უცვლელად გთავაზობთ:


მიმაჩნია, რომ ეს არის ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების კიდევ ერთი აღიარება, და მსურს ეს მოვლენა შევაფასო ციფრებით და ციფრების მიღმაც.


• მსოფლიო ბანკის ეს კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ კორუფციის კონტროლის შეფასებისას იგი დაეყრდნო 11 სხვადასხვა მასშტაბურ კვლევას და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების კვალიფიციურ ექსპერტიზას, რომელთა შორის აღსანიშნავია, ორგანიზაცია Transparency International (TI – საერთაშორისო გამჭვირვალობა) სპეციალური გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც სახელისუფლებო კორუფციისგან თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში და ევროპის საუკეთესო სამეულში მოხვდა, ისეთი ქვეყნების გვერდით როგორებიცაა - გერმანია, ესტონეთი, ავსტრალია და ჰონგ კონგი.



• „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ დაკვეთილი კვლევა, აღსანიშნავია იმ კუთხითაც, რომ იგი აგროვებს მონაცემებს შინამეურნეობებისგან ანუ ინფორმაციის მიღება და გენერირება ხდება უშუალოდ პირველი წყაროებისაგან, ვისზეც სახელისუფლებო კორუფციის ზემოქმედება არის მნიშვნელოვანი და შესაბამისად, ეს არის კორუფციის კომპოზიციური ინდიკატორი, რომელიც დაფუძნებულია მონაცემთა წყაროების სუბდონეების ერთობლიობაზე, კორუფციის კონტროლის ერთიან ინდიკატორში.




• გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ქვეყნების შეფასება ხდება გასული წლების მიხედვით, რაც ინვესტორებისათვის უმნიშვნელოვანეს საორიენტაციო დოკუმენტს წარმოადგენს, რადგან ინვესტორები გადაწყვეტილებებს მომავალი წლების, ხშირად 10-15 წლის პერსპექტივაზე გათვლით აკეთებენ და პირველ რიგში სწორედ სახელისუფლებო კორუფციის შეფასების კუთხით;



• მთლიანობაში, კორუფციის და პირველ რიგში სახელისუფლებო კორუფციის დაბალი დონე, ითვლება რა საინვესტიციო გარემოს შეფასების მნიშვნელოვან მდგენელადაც, უკვე მომავალ წლებში საინვესტიციო ნაკადების ზრდის წინაპირობადაც უნდა განვიხილოთ;



• ცნობილია, რომ კორუფციის მაღალი დონე არის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი, და პირიქით, დაბალი კორუფციის მაჩვენებელი, პირველ რიგში სახელისუფლებო დონეზე, არის ზრდის სტიმულატორი. აქედან გამომდინარე, ეს კვლევაც ეხმიანება და ადასტურებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სარეიტინგო საააგენტოების საპროგნოზო შეფასებებს, რომლის მიხედვითაც უახლოეს წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა;


• ეს აღიარება, თავსებადია იმ შეფასებებისა, რასაც ბოლო პერიოდში ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობაზე და პერსპექტივებზე, ღიად აცხადებენ წამყვანი ამერიკული და ევროპული საინვესტიციო ფონდები და ბანკები.


და ბოლოს, ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ ის შეფასებები რაც ქვეყნის შიგნით ისმის ოპოზიციის მხრიდან, სახელისუფლებო კორუფციაზე არის თითიდან გამოწოვილი და ეს ნარატივი მოსახლეობაში სიცრუის კულტივირებით ხორციელდება,თუმცა მას არანაირი რეალური საფუძველი არა აქვს.



(NS)




ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე

„ეს რომ ალპები ყოფილიყო, ყველგან სათხილამურო კურორტი იქნებოდა“ - რა წერს გერმანული WELT -ი გუდაურზე
access_time2019-12-07 11:00:08
მას შემდეგ, რაც გუდაურის საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, ვირუსულად გავრცელებულმა ვიდეომ უამრავი სტუმარი მიიზიდა კურორტზე, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Welt-ი...


მსგავსი სიახლეები

up