გიორგი ცუცქირიძე - ის  ფაქტი  რომ, ადგილობრივი საქონლის ექსპორტი იანვარ - ივლისში მხოლოდ  2 %-ითაა შემცირებული, ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი და ეკონომიკური გაჯანსაღების ინდიკატორია

გიორგი ცუცქირიძე - ის ფაქტი რომ, ადგილობრივი საქონლის ექსპორტი იანვარ - ივლისში მხოლოდ 2 %-ითაა შემცირებული, ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი და ეკონომიკური გაჯანსაღების ინდიკატორია

access_time2020-08-19 17:30:09

 „დღეს გამოქვეყნდა რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელი.  მათ შორის, უნდა გამოიყოს წმინდა ექსპორტის დინამიკა. ეს გარდა იმისა, რომ   ადგილობრივი ექსპორტი ზემოქმედებს საგადამხედელო ბალანსზე და სავალუტო კურსზე, არის ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კონტრიბუციაც, ინვესტიციებთან და მოხმარებასთან ერთად,“-ასე ეხმაურება ექსპერტი  საბანკო-საფინანსო  საკითხებში  გიორგი  ცუცქირიძე   საკუთარ  ფეისბუქ გვერდზე დღეს სტატისტიკის  ეროვნული  სამსახურის მიერ  გამოქვეყნებულ მაჩვენებლებს.


გიორგი  ცუცქირიძეს  წერს, რომ პანდემიის მიუხედავად 2020 წლის 7 თვეში 7 % ით არის გაზრდილი ადგილობრივი ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში (გაერთიანებული სამეფოს ჩათვლით). საქართველოდან მიმდინარე წლის იანვარ -ივლისში 286 მილონ დოლარზე მეტი ადგილობრივი ექსპორტი განხორციელდა, რაც 19 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.



მისი  განცხადებით,  საქონლის ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) იანვარ - ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 2 %-ითაა შემცირებული. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი და ეკონომიკური გაჯანსაღების ინდიკატორი ამავდროულად.


„აღნიშნული სტატისტიკა სრულ თანხვედრაშია რამდენიმე დღის წინა წამყვანი სარეიტინგო სააგენტო Fitch reiting-ის მიერ ქვეყნის სუვერენური საკრედიტო რეიტინგის უცვლელად დატოვებასთან, მაშინ როდრსაც Fitch-მა შეამცირა არა მხოლოდ ჩვენი სარეიტინგო ჯგუფში(BB) მყოფი ქვეყნების დიდი ნაწილის, არამედ ისეთი წამყვანი და ჩვენზე გაცილებით დივერსიფიცირებული ეკონომიკის ქვეყნების დიდი ნაწილის სუვერენული რეიტინგი, როგორიცაა აშშ, იაპონია, საფრანგეთი და კანადაა“-წერს  გიორგი  ცუცქირიძე  ფეისბუქ-გვერდზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up