გიორგი ცუცქირიძე „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსზე  - ყველა შეფასება ადასტურებს, რომ ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს გლობალური ეკონომიკის შემთხვევაშია ნავარაუდევი

გიორგი ცუცქირიძე „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსზე - ყველა შეფასება ადასტურებს, რომ ეკონომიკის აღდგენა გაცილებით სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს გლობალური ეკონომიკის შემთხვევაშია ნავარაუდევი

access_time2021-03-05 17:37:14

„2021 წლის „ჰერითიჯის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, წინა წლებისაგან განსხვავებით იმ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ იგი გარკვეულწილად ასახავს გლობალური პანდემიის ზეგავლენის ეფექტსაც ეკონომიკაზე, როგორც ეკონომიკის შემცირების, ისე ფისკალური დეფიციტის ზრდის ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე“ - ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.


მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ამ მიმართებით, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული და 2020 წლის ინდექსთან ანუ პრეკრიზისულ პერიოდთან შედარებით, ქვეყანამ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად, როგორიცაა: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).


„ყველა ეს გაუმჯობესებული მნიშვნელოვანი კომპონენტი აჩვენებს, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას, ასევე იმ პროგრეს რაც ბოლო წლებში შესაძლებელი გახდა კორუფციის დონის შემცირების, რეგულაციების შესუსტების და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების შედეგად. ეს კვლევაც სრულ თანხვედრაშია როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ისე სხვა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების თუ სარეიტინგო სააგენტოების ბოლოდროინდელ შეფასებებთან და ადასტურებს ყველა იმ პროგნოზს, რომ ჩვენი ეკონომიკის აღდგენა შედარებით სწრაფი ტემპით მოხდება, ვიდრე ეს მედიანური გლობალური ეკონომიკის შემთხვევაშია ნავარაუდები.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ჩვენი რეგიონის, ისე ევროპის და სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემებს. საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს როგორც ბალტიის სახელმწიფოებს, ისე აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპის ისეთ წამყვანი ეკონომიმიკის ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და იტალია.


სამთავრობო ხარჯების გაუმჯობესებული კომპონენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, ისევე როგორც ფისკალური თავისუფლების ინდიკატორში შემცირებულია ქვეყნის ვალის და დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც აბათილებს ცალკეული ექსპერტების თუ ოპოზიციის სუბიექტურ კრიტიკას ზომაზე მაღალ და არაეფექტურ სამთავრობო ხარჯებზე და გაზრდილ საგარეო ვალზე.


ოპოზიციის კრიტიკის უსაფუძვლობა ასევე აისახა, სასამართლოს ეფექტიანობის შეფასებაში, რაც ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.



2021 წლის „ჰერითიჯის“ ფონდის მიერ გამოქვეყნებული ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, წინა წლებისაგან განსხვავებით იმ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ იგი გარკვეულწილად ასახავს გლობალური პანდემიის ზეგავლენის ეფექტსაც ეკონომიკაზე, როგორც ეკონომიკის შემცირების, ისე ფისკალური დეფიციტის ზრდის ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე.


ნიშანდობლივია, რომ ამ მიმართებით, საქართველო, 77.2 საერთო ქულით, მსოფლიოში მე-12, ხოლო ევროპის რეგიონის 45 სახელმწიფოს შორის მე-7 ყველაზე თავისუფალ ეკონომიკად არის დასახელებული და 2020 წლის ინდექსთან ანუ პრეკრიზისულ პერიოდთან შედარებით, ქვეყანამ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად, როგორიცაა: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).


ყველა ეს გაუმჯობესებული მნიშვნელოვანი კომპონენტი აჩვენებს, როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მდგრადობას, ასევე იმ პროგრეს რაც ბოლო წლებში შესაძლებელი გახდა კორუფციის დონის შემცირების, რეგულაციების შესუსტების და საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივების შედეგად. ეს კვლევაც სრულ თანხვედრაშია როგორც საერთაშორისო სავალუტოი ფონდის, ისე სხვა წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუტების თუ სარეიტინგო სააგენტოების ბოლოდროინდელ შეფასებებთან და ადასტურებს ყველა იმ პროგნოზს, რომ ჩვენი ეკონომიკის აღდგენა შედარებით სწრაფი ტემპით მოხდება, ვიდრე ეს მედიანური გლობალური ეკონომიკის შემთხვევაშია ნავარაუდები.


აღსანიშნავია, რომ საქართველოსთვის მინიჭებული ქულა მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ჩვენი რეგიონის, ისე ევროპის და სრულიად მსოფლიო მასშტაბით გამოყვანილ საშუალო მონაცემებს. საქართველო ევროპაში ეკონომიკური თავისუფლების კუთხით უსწრებს როგორც ბალტიის სახელმწიფოებს, ისე აღმოსავლეთ ევროპის და სკანდინავიის ქვეყნებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროპის ისეთ წამყვანი ეკონომიმიკის ქვეყნებს როგორებიცაა: ჰოლანდია, ბელგია, ესპანეთი, პორტუგალია, საფრანგეთი და იტალია.


სამთავრობო ხარჯების გაუმჯობესებული კომპონენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ სამთავრობო დანახარჯების წილი ბოლო სამი წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით შემცირდა, ისევე როგორც ფისკალური თავისუფლების ინდიკატორში შემცირებულია ქვეყნის ვალის და დეფიციტის წილი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ბოლო სამი წლის განმავლობაში, რაც აბათილებს ცალკეული ექსპერტების თუ ოპოზიციის სუბიექტურ კრიტიკას ზომაზე მაღალ და არაეფექტურ სამთავრობო ხარჯებზე და გაზრდილ საგარეო ვალზე.


ოპოზიციის კრიტიკის უსაფუძვლობა ასევე აისახა, სასამართლოს ეფექტიანობის შეფასებაში, რაც ეფუძნება სასამართლოს მიუკერძოებლობას, სასამართლოს პროცესის ხარისხს და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების ალბათობას.


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up