გიორგი ცუცქირიძე „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში” საქართველოს შეფასება არ გაურესებულა, არ შემცირებულა და პრაქტიკულად იგივე დარჩა

გიორგი ცუცქირიძე „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში” საქართველოს შეფასება არ გაურესებულა, არ შემცირებულა და პრაქტიკულად იგივე დარჩა

access_time2019-10-11 17:05:13

„გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში” საქართველოს შეფასება არ გაურესებულა, არ შემცირებულა და პრაქტიკულად იგივე დარჩა, რაც წინა წელს იყო (61 ქულა). 2019 წელს, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღნიშნული ანგარიშის მეთოდოლოგია შეცვალა. მართალია, მეთოდოლოგიის ცვლილება თითქმის ყველა ქვეყანაზე აისახა, თუმცა იყო გამონაკლისები. საქართველოს, ნორვეგიის, ბელგიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის ორგანიზაციამ ძველი წლების გამოკითხვის შედეგები დატოვა ძალაში და მონაცემები არ განაახლა, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც ეს შედეგი”,- ამის შესახებ გიორგი ცუცქირიძე, ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, სოციალურ ქსელში წერს.


ზოგადად, არ მიყვარს კონკრეტულ პოსტებზე გამოხმაურება, მაგრამ ამჯერად სხვა შემთხვევაა... „ობიექტურობის“ მანდატმოსხული როცა შეგნებულად იტყუები და ადამიანები მიზანმიმართულად შეგყავს შეცდომაში, ამას უკვე სხვა სახელი ქვია.


ამ დღეებში რამდენიმე რეიტინგი გამოქვეყნდა. თუ ობიექტური ხარ, ყველას უნდა შეეხო და არა შერჩევით. რასაც ეხები, იქ მაინც დაწერე სიმართლე და არა ისე, როგორც შენ გაწყობს კონკრეტულ სიტუაციაში.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2019 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” დეტალური გამოკვლევის (GCS) მიხედვით 8 ადგილით გაუარესდა ქვეყნის პოზიცია. ოპოზიციამაც მისთვის დამახასიათებელი ზედაპირულობით, ყოველგვარი ანალიზის გარეშე დაიწყო სპეკულაციები, თითქოს და ამ დღეებში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის ინდიკატორები ბევრს არაფერს ნიშნავს და ქვეყნის განვითარების შეფასების გაცილებით მნიშვნელოვან ინდიკატორად გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი ითვლება. სამწუხაროდ, ამ მორიგ ტენდენციურ ნარატივს ექსპერტთა ნაწილიც აჰყვა. ატყდა ერთი ამბავი, რომ საქართველო მნიშვნელოვნად ჩამოქვეითდა და რომ რეგიონში ახლა აზერბაიჯანის გარდა, სომხეთიც გვისწრებს.


ეს საკითხი უფრო გასაგები რომ გახდეს, მსურს რამდენიმე ფაქტორი გამოვყო:


• „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში” საქართველოს შეფასება არ გაურესებულა, არ შემცირებულა და პრაქტიკულად იგივე დარჩა, რაც წინა წელს იყო (61 ქულა).


• 2019 წელს, მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა აღნიშნული ანგარიშის მეთოდოლოგია შეცვალა. მართალია, მეთოდოლოგიის ცვლილება თითქმის ყველა ქვეყანაზე აისახა, თუმცა იყო გამონაკლისები. საქართველოს, ნორვეგიის, ბელგიისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისთვის ორგანიზაციამ ძველი წლების გამოკითხვის შედეგები დატოვა ძალაში და მონაცემები არ განაახლა, რამაც დიდწილად განაპირობა კიდეც ეს შედეგი.



• ახალი მონაცემები ანგარიშში მომავალ წელს აუცილებლად აისახება. შესაბამისად, ქვეყნის პოზიციაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, რადგან მონაცემები ძველი მეთოდოლოგიით რომ დათვლილიყო, რეიტინგში მინიმუმ იგივე ადგილზე ვიქნებოდით, რადგან შეფასების საერთო ქულა არ შეცვლილა.


თქვენს „გულისტკივილს“ კიდევ დაიჯერებდა ადამიანი, იქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კვლევაც რომ გეხსენებინათ, რომელიც ამ დღეებში გამოქვეყნდა და წარმოადგენს მსოფლიო ბანკის „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებს“. ამ კვლევებს საფუძვლად არ უდევს საქართველოს მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. მსოფლიო ბანკმა განაახლა ეს მონაცემები და შედეგიც სახეზეა.


ვიმეორებ, „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ ითვლება 33 მასშტაბურ კვლევასთან ერთად. მასში შედის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის” შედეგებიც. შესაბამისად, წარმოადგენს რა უმნიშვნელოვანეს საინვესტიციო შეფასებას, ქვეყანამ რეალური წინსვლა დააფიქსირა კორუფციის კონტროლის, რეგულირების ხარისხის და მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის, ევროპის ქვეყნების საუკეთესო ოცეულებში გავიდა, ხოლო მთავრობის ეფექტიანობით ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა.


თუ ობიექტურობაზე გვაქვს რაიმე პრეტენზია, იქვე უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ქვეყნის კონკურენტუნარიანობის თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი რეგულაციების ეფექტიანობა და კორუფციის დონის კონტროლი, რომლის საფუძველზეც საქართველომ რეიტინგში გაუსწრო ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა პორტუგალია, ლიეტუვა, პოლონეთი, კვიპროსი, მალტა, ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, უნგრეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ლატვია, საბერძნეთი თუ სლოვაკეთი.


გარდა ამისა, რასაც ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ინვესტორებისთვის, უნდა აღინიშნოს წამყვანი საერთშორისო ორგანიზაციების, სარეიტინგო კომპანიების, კვლევითი ცენტრების ბოლო კვლევები და შეფასებები, რაც საქართველოსთვის ცალსახად პოზიტიურია. მაგალითისთვის წამყვანი სარეიტინგო კომპანია ,,FITCH“-ის რეიტინგში კვლავინდებურად ისტორიულ მაქსიმუმზე ვართ (BB), და საქართველო საშუალოვშემოსავლიანი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია.


მაგრამ ბუნებრივია, ოპოზიციის ინტერესში ეს სულაც არ შედიოდა. როგორც ჩანს, ეს რეალობა არც თქვენ გაინტერესებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული ოპოფლანგის მთელი სტრატეგია, ხომ სიცრუესთან უხვად ნაზავი ნეგატივის ტირაჟირებაა და არა ქვეყნის წარმატებების აღიარებაა. თითქოს ეს ადამიანები ამ ქვეყნის მოქალაქეები არ იყვნენ. აი, ეს არის ყველაზე სამწუხარო რეალობაც.


„კომერსანტი“





რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“

რამზან კადიროვი: „იმედია, საქართველოში მიხვდებიან, რომ საუკეთესო მეზობელი რუსეთია“
access_time2019-11-14 11:30:35
ჩეჩნეთის პრეზიდენტი ისევ საუბრობს პირდაპირ გზაზე საქართველოში.ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ისევ აყენებს საკითხს საქართველოში პირდაპირი საავტომობილო გზის აშენებაზე.ეს პროექტი  პირველი ჩეჩნური ომის დასრულების შემდეგ დაიგეგმა, კერძოდ, თუმცა, ქართულმა მხარემ  მისი რეალიზება არ ჩათვალა საჭიროდ . „სოფელ იტუმ-კალედან საქართველოში ჩახვალ სულ რაღაც 40-50 წუთში. ჩვენ იქ გვქონდა გზა. ეს პროექტი ჩვენთვის ძალიან მომგებიანია - საქართველოს გავლით ჩვენ უმოკლესი...

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება

გიორგი გახარია - ბიზნესს მინდა დავპირდე, რომ ყველა პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიტანილი მიხეილ დაუშვილთან, რამდენიმე წუთში პრემიერის კაბინეტში იქნება
access_time2019-11-14 11:04:27
ბიზნესომბუდსმენის პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიხეილ დაუშვილი წარადგინა. როგორც მთავრობის სხდომის დაწყებისას პრემიერმა განაცხადა, ეს კადრი მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა. „გუნდის კიდევ ერთი ახალი წევრი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვენლოვანი და საამაყო გახლავთ მიხეილ დაუშვილი, ის დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ, რომ ბიზნესი, ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე დიდი ეკონომიკური...

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...


მსგავსი სიახლეები

up