გიორგი ცუცქირიძე: ფინანსთა სამინისტროს წლიური ანგარიში საინტერესოა ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით, რაც ეკონომიკის სტიმულირებასთან ერთად, პანდემიური დახმარების ეფექტიანობასაც ასახავს

გიორგი ცუცქირიძე: ფინანსთა სამინისტროს წლიური ანგარიში საინტერესოა ფისკალური მდგრადობის თვალსაზრისით, რაც ეკონომიკის სტიმულირებასთან ერთად, პანდემიური დახმარების ეფექტიანობასაც ასახავს

access_time2020-12-15 17:24:52

ფინანსთა სამინისტროს წლიური ანგარიში საინტერესოა ფისკალური მდგარდობის თვალსაზრისით, რაც ეკონომიკის სტიმულირებასთან ერთად, პანდემიური დახმარების ეფექტიანობასაც ასახავს, - აღნიშნავს თავის Facebook პოსტში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.


როგორც ის აღნიშნავს, გლობალური პანდემიის პირობებში, ეკონომიკის იძულებითი შეზღუდვებიდან გამომდინარე, გაზრდილი სოციალური და ბიზნესის მხარდამჭერი ხარჯების პირობებში, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ფისკალური პოლიტიკის მნიშვნელობაც.


„სწორედ ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობამ უზრუნველყო, როგორც მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ასევე ვალების მართვა და ეკონომიკური ზრდაც. მართალია, 2020 წელი რთულია როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურ პანდემიამდე, ქვეყნის ეკონომიკა ვითარდებოდა პოზიტიური მიმართულებით და საკმაო ფინანსური ბალიშიც იქნა ბიუჯეტში მობილიზირებული, ეკონომიკური ზრდის საშუალოდ 5 პროცენტის ფონზე, როცა ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში ეკონომიკური ზრდა იყო ძალიან დაბალი, დაახლოებით, 1 პროცენტის ფარგლებში“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.



იგი აღნიშნავს, რომ 2019 წელს დაფიქსირდა საგადასახადო შემოსავლების უპრეცედენტოდ მაღალი გადაჭარბება 600 მლნ ლარის ოდენობით, ასევე ქვეყანას ჰქონდა ვალის დაბალი მაჩვენებელი, ისევე როგორც 2-ჯერ სავაჭრო ბალანსი და კიდევ უფრო მეტად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი;


„ქვეყნის საბიუჯეტო პარამეტრებსა და ზოგადად, ფისკალურ მდგრადობაზე მიუთითებს ბოლო პერიოდში, მიმდინარე ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება, საბიუჯეტო დეფიციტის ასევე დაბალ 2 პროცენტიან ნიშნულზე დაწევის შედეგად, 8.5 პროცენტამდე გაზრდილი კაპიტალური ხარჯებიც, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში. სწორედ ამ ფაქტორის გამო, ქვეყანა 2020 წელს საკმაოდ მაღალი ბუფერებით შევხვდა, რომელიც გამოიყენა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ხოლო პანდემიური დახმარების, რომელსაც დონორი ორგანიზაციებიდან იღებს, ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, სულაც მსოფლიოში პირველ ადგილზეა! მაღალი კაპიტალური ხარჯები და დაბალი დეფიციტი, განსაკუთრებით, აღსანიშნავია იმ ფონზე, როცა საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საგადასახადო ტვირთის ქვეყანაა“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.



მისი თქმით, საერთაშორისო დონორებთან მოლაპარაკებების შედეგად საერთაშორისო პარტნიორებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, დამატებით, 1,9 მლრდ დოლარის გამოყოფაზე, ხოლო ქვეყანამ სწრაფად და წარმატებით შეათანხმა განახლებული ფისკალური ჩარჩო, რაც უკავშირდება ქვეყნის სწორ ფისკალურ პოლიტიკას და ხელისუფლების მიმართ მაღალ ნდობას.






საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია
access_time2021-02-25 00:28:10
საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. 1921 წლის 17 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის...

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...


მსგავსი სიახლეები

up