გიორგი ცუცქირიძე ფადი  ასლის მიმართვაზე: ფადი ასლის წერილი თავისი შინაარსით არის შეურაცხმყოფელი ქართული ბიზნესისა და ქართული სახელმწიფოსადმი

გიორგი ცუცქირიძე ფადი ასლის მიმართვაზე: ფადი ასლის წერილი თავისი შინაარსით არის შეურაცხმყოფელი ქართული ბიზნესისა და ქართული სახელმწიფოსადმი

access_time2019-08-22 15:42:32




ეკონომიკის ექსპერტი  გიორგი ცუცქირიძე ფადი ასლის ღია წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს   “ფადი ასლის წერილი თავისი შინაარსით არის შეურაცმყოფელი ქართული ბიზნესის და ქართული სახელმწიფოს მიმართ“


პოსტს უცვლელად გთვაზობთ: 


ქართულ მედიაში გავრცელდა საერთაშორისო სავაჭრო პალატის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარის ფადი ასლის ახალი ღია წერილი-მიმართვა ბიძინა ივანიშვილისადმი. წერილში უხვად არის გამოყენებული ზედსართავი სახელები აღმატებითი ხარისხის ნეგატიური ფორმით, ასე ვთქვათ სიტუაციის მეტი დრამატიზებისათვის...თორემ, ამ ქვეყნის „მოყვარულ და პატრიოტ“ ფადის ამ ეპისტოლარული ჟანრის წერილის დაწერის ნაცვლად, აქ ყოფნის 23 წლის მანძილზე, ქართულად საუბარი ნამდვილად არ აწყენდა.


გარდა იმისა, რომ წერილი თავისი შინაარსით არის შეურაცმყოფელი ქართული ბიზნესის (ის ერთადერთი ხედავდა და ხედავს თუ რა ხდება ჩვენს თავს) და ზოგადად ქართული სახელმწიფოს მიმართ, არც იმსახურებს რაიმე ზედმეტ კომენტარებს. ამაზე საკუთარი პოზიცია და პასუხი უფრო უპრიანია ბიზნესასოციაციებმა გასცენ, რომ არა ბრალდებების ვექტორი: მოკლედ, რომ აღარ გავაგრძელო, ამ ბრალდებითი ნარატივით მთელი ქართული ოპოსპექტრიც კი უკან ჩამოიტოვა! ამ ამბავში მთავარი კი ისაა, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თურმე ოცნების მოხელეები ცდილობენ ბიზნესები წაართვან კეთილსინდისიერ მფლობელებს და მსხვილი კომპანიების წილი მიითვისონ, ხოლო უცხოური პირდაპირი ინვესტიციები კი ისე შემცირდა, 2006 წლის დონეზე დავიდაო???


როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ და მას გასულ წლებს ვადარებთ, მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე არა ცალკეული წლის, არამედ ჯამური ეფექტით უნდა შეფასდეს. აღნიშნული მონაცემების ზერელე ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, ვიდრე თუნდაც„ ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის 9 წლიან პერიოდში. 2004-2012 წლებში 9 მლრდ 171 მლნ ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2018 პერიოდში კი 9 მილიარდ 483 მლნ. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 5 წელიწადში 312.6 მლნ-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის 9 წლიან პერიოდში.




საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა დაიწყო 2014 წლიდან და შესაბამისად ბოლო ხუთ წელიწადში გაიზარდა მისი პროცენტული თანაფარდობა მშპ-სთანაც. თუ 2014 წელს პუი-ს თანაფარდობა მშპ-სთან- 6.4 %-ს შეადგენდა, ეს ინდიკატორი 2015 წელს გაიზარდა 11.7 %-მდე, ხოლო 2017 წელს -12 %, რაც საკმაოდ მაღალი, მე-12 პოზიცია იყო საერთაშორისო რეიტინგში.



ბოლო წლებში საქართველოს აქვს პუი-ს ინდიკატორის ერთ–ერთი ყველაზე მაღალი და რაც მთავარია სტაბილური მაჩვენებელი, რაც საუკეთესოა როგორც რეგიონის, ასევე აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიის სახელმწიფოებთან მიმართებითაც. გარდა ამისა, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს აქვთ ცვლილებების საკმაოდ მაღალი მერყეობა, ერთ წელს შეიძლება იყოს მაღალი, ხოლო უკვე მომდევნო წელს მნიშვნელოვნად შემცირდეს; მეტი თვალსაჩინოებისათვის: ირლანდიაში 2014-2015 წლებში იყო პუი-ს ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი, როდესაც ეს ინდიკატორი გაიზარდა 33.6 % დან (მე-3 პოზიცია საერთაშორისო რეიტინგში) სარეკორდო 80 %-მდე, რაც პირველი მაჩვენებელი იყო მთელ მსოფლიოში. მაგრამ, შემდეგ ამ ინდიკატორმა დაიწყო მკვეთრი შემცირება და უკვე 2017 წელს უკვე უარყოფით ნიშნულზეც კი დავიდა -1.42 %. შესაბამისად, პირველი პოზიციიდან 169 ადგილზე დაქვეითდა. ნიშანდობლივია, რომ ამ პერიოდში ირლანდიაში არანაირი პოლიტიკური კლიმატის ზეგავლენა არ ყოფილა!



კავკასიაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონულმა დირექტორმა, კატარინა ბიორლინ ჰანსენის განცხადებით კი საქართველო EBRD-ის ერთ-ერთი მთავარი და ყველაზე სტაბილური პარტნიორია. აქ აღარ გავაგრძელებ ავტორიტეტული საერთაშორისო ინსტიტუტების-საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და წამყვანი სარეიტინგო კომპანიების პოზიტიურ შეფასებებს ქართულ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გრძელვადიანი პროგნოზით კი, ჩვენ 2019-2023 წლებში გვექნება რეგიონში ყველაზე მაღალი 5.1 %-იანი ზრდა; სად ჩანს აქ სანდო ქვეყნის რეპუტაციის დაკარგვა? მით უმეტეს არასტაბილურობა და კრიმინალის მაღალი დონე?



ისე საინტერესოა, მიმდინარე წელს „საქართველოს ბანკის“ მიერ 100 მლნ დოლარის უვადო სუბორდინირებული დამატებითი პირველადი კაპიტალის ობლიგაციების გამოშვებაზე განაცხადი, ან თუნდაც წამყვანი ევროპული ბრენდის ირლანდიური ავიაკომპანია „რაინეარის“ (Ryanair) ქართულ ბაზარზე შემოსვლა, შემთხვევით ინვესტორების მხრიდან ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის ნდობაზე ხომ არ მიუთითებს?!.



როგორც ჩანს მას ასეთი მძიმე პასაჟებით სურს ქვეყანაში მძიმე საინვესტიციო ფონის დახატვა, ბრალდებებიც ამავე კონტექსტში ყავს ჩასმული და ახლა უკვე რჩევებსაც იძლევა- „უფრო მეტი ისტორიის წიგნი წაიკითხეთ, რათა თავად აღმოაჩინოთ, თუ როგორ სრულდება დიქტატორების რეჟიმებიო“!.



სწორედ ფადის ამ წერილის ნარატივია ცილისწამების, არაობიექტურობის და გნებავთ შანტაჟის კლასიკური ნიმუში, რასაც ის ქართული საზოგადოების მიმართ აკეთებს!!! აქვე მსურს მივმართო ქვეყნის სხვა ბიზნესასოციაციებს: პირველ რიგში საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და საბანკო ასოციაციას, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია! ნუ იქნებით სირაქლემას პოზაში, ფადი ასლის გამოხტომებს პასუხი ერთხელ და სამუდამოდ მართლა უნდა გაეცეს!


(NS)






ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი

ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა - არსებობს იაფფასიანი მწარმოებელი ქვეყნის რიგებში გადასვლის დიდი რისკი
access_time2020-02-18 19:32:12
ყველაზე მეტი ქართული ღვინო კვლავ რუსეთში გაიყიდა. „კომერსანტმა“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული  სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი ქვეყანა ყიდულობს ქართულ ღვინოს ყველაზე დიდი რაოდენობით. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2018 წელთან შედარებით 2019 წელს რუსეთში 4 366,2 ათასი ლიტრით მეტი ღვინის ექსპორტირება მოხდა. ჯამში 2019 წელს რუსეთში 133 251,5 აშშ დოლარის ღვინო...

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა

„m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
access_time2020-02-18 15:30:46
17 თებერვალს, „m2 დეველოპმენტმა“ ალ. ყაზბეგის #15-ში, გაყიდვების ახალი ოფისი გახსნა. ოფისის გახსნას უკავშირდება უპრეცედენტო ფასდაკლების აქციაც, რომელიც თითო ბინაზე 30 000 ლარამდე ფასდაკლებას ითვალისწინებს, ფასდაკლება გავრცელდება როგორც სტუდიოს ტიპის, ისე ორსაძინებლიან 30 ბინაზე. ოფისი თანამედროვედ მოწყობილი საქმიანი სივრცეა. აქ ბინის შეძენის, მსურველები, მიმდინარე თუ დასრულებული კომპლექსების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ, გაეცნობიან ამა თუ იმ პროექტის ძირითად...

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ

ბათუმის ნავსადგურის მენეჯმენტს დასაქმებულების შევიწროებაში ადანაშაულებენ
access_time2020-02-18 17:30:29
2018 წლის აპრილის მერე, როცა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში თანამშრომელთა გაფიცვის შედეგად მაშინდელმა დირექტორმა თანამდებობა დატოვა, მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. ამის თაობაზე „ბანკები და ფინანსებს“ ბათუმის ნავსადგურის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, რომლის ვინაობასაც რედაქცია, გასაგები მიზეზების გამო, ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. ნავსადგურის თანამშრომლის განცხადებით, თანამშრომელთა დიდ ნაწილს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც 2018 წლის მოვლენებისას...

პასუხი ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“

 პასუხი  ჯანდაცვის სამინისტროს -„ცხელ ხაზზე ტარიფს სილქნეტი არ განსაზღვრავს“
access_time2020-02-18 17:10:54
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ცხელის ხაზის ტარიფთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას კომპანია „სილქნეტი“ ეხმაურება. „კომერსანტი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:  „დილიდან გავრცელდა ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ცხელ ხაზზე ტარიფს განსაზღვრავს „სილქნეტი“.განვმარტავთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზის - 1505 მიმართულებით სხვა ოპერატორების აბონენტების მიერ განხორციელებულ ზარებზე სააბონენტო ტარიფს არ განსაზღვრავს კომპანია „სილქნეტი“. ყველა სატელეფონო...

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ

დამსაქმებლებს ორსული და ახალნამშობიარები ქალებისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა მოუწევთ
access_time2020-02-18 17:00:49
დამტკიცდა ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოები.აღნიშნულს ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც ძალაში შევიდა. ბრძანების თანახმად, ორსულობის 27-ე კვირამდე მძიმედ და საშიშად ითვლება რეგულარულად ხუთ კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა ან ცალკეულ შემთხვევებში (არარეგულარულად), 10 კგ-ზე მეტი წონის მქონე ტვირთის გადატანა. ორსულობის 27-ე კვირიდან კი...


მსგავსი სიახლეები

up