გიორგი ცუცქირიძე ექსპორტის ზრდაზე - ყველა კითხვაზე, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი ანტიკრიზისული მენეჯმენტი, პასუხი გაცემულია

გიორგი ცუცქირიძე ექსპორტის ზრდაზე - ყველა კითხვაზე, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი ანტიკრიზისული მენეჯმენტი, პასუხი გაცემულია

access_time2021-05-13 12:29:35


„მარტ-აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის სარეკორდი ზრდა, გარდა იმისა, რომ პანდემიური პერიოდის სწორ სამთავრობო ეკონომიკურ სტრატეგიაზე მიუთითებს, ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების ეფექტიანობასაც აჩვენებს“ - წერს ექსპერტი საბანკო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.


მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის აღდგენის ტემპი, საპროგნოზო მაჩვენებელსაც კი აღემატება. უკვე მარტში იანვრის 11% - იანი ვარდნის შემდეგ ჩანდა, რომ ეკონომიკა დაიძრა, როდესაც ზრდამ 4 % შეადგინა.


„შარშანდელი გლობალური შოკიდან და წლიური 6 % იანი ვარდნიდან გამომდინარე, ეკონომიკური აქტივობის სწრაფი ტემპით აღდგენის პროცესზე ნათლად მიანიშნებს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში, ექსპორტის უპრეცედენტო ზრდაც. კერძოდ , თუ მარტში ექსპორტის ზრდამ 30 პროცენტი შეადგინა, აპრილში წინა წელთან შედარებით ექსპორტის ზრდის ტემპი გაორმაგდა და 70.2 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მოცულობამ, ასევე ბოლო წლების სარეკორდო- 378.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 21.6 პროცენტით აღემატება, 2019 წლის ანუ პანდემიის პერიოდამდე აპრილის მაჩვენებელსაც კი.
ნიშანდობლივია, რომ წლის დასაწყისიდან ექსპორტი გაიზარდა იანვარ-აპრილში 19.6 პროცენტით, ხოლო სავაჭრო დეფიციტმა საგარეო-სავაჭრო ბრუნვის 39.0 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 3.5 პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული.
რაც მთავარია, ექსპორტის მაღალი ზრდა და სავაჭრო დეფიციტის შემცირება, პოზიტიურად აისახება აპრილის თვის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელზეც და სულ მინიმუმ 7 პროცენტი იქნება.
ეკონომიკის გაზრდილი აქტივობა, ასევე დადებითად აისახება ზრდის კუმულატიურ მაჩვენებელზე და სავარაუდოდ მარტის - 4 % დან -1.7 % მდე შემცირდება, ხოლო უკვე მაისში კუმულატიური ზრდის სიდიდეც ასევე დადებით მაჩვენებელზე გავა. და ვფიქრობ ყველა კითხვაზე, რამდენად სწორად იყო დაგეგმილი ანტიკრიზისული მენეჯმენტი, რასაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა არ აკლდა, პასუხიც გაცემულია.
მარტ-აპრილში დაფიქსირებული ექსპორტის სარეკორდი ზრდა, გარდა იმისა, რომ პანდემიური პერიოდის სწორ სამთავრობო ეკონომიკურ სტრატეგიაზე მიუთითებს, ასევე აჩვენებს ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების ეფექტიანობასაც, რომლის დაფინანსება პანდემიურ პერიოდშიც კი არა თუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. როგორც "აწარმოე საქართველოს" გაზრდილი ინდუსტრიული კომპონენტის, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ეგიდით მხარდაჭერილ აგრო ინდუსტრიის ზრდის თვალსაზრისითაც.
უკვე მეორე კვარტალში, ეკონომიკის ზრდის შეუქცევადი ტენდენცია, და მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ვაქცინაციის ტემპების აკრეფასთან ერთად, პოზიტიურად აისახება წლიურ ზრდაზე, დასაქმების მაჩვენებელზე და სავალუტო კურსზე მთლიანობაში“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.





კვროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვის პერსპექტივა გაჩნდა

კვროკავშირის ჩართულობით რიონის ხეობაში ვითარების განმუხტვის პერსპექტივა გაჩნდა
access_time2021-06-12 20:14:04
“რიონის ხეობის მცველის” ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ რიონის ხეობიდან ბარიკადები უნდა აიღონ, საპოლიციო ძალები ტერიტორიიდან გავიდნენ და პროტესტის მონაწილეები თავდაპირველ ადგილზე დაბრუნდნენ. როგორც გოლეთიანმა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ევროკავშირის ენერგეტიკული...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან -260$— მდე ჩამოვიდა, რის გამოც...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის

ტყის ახალი კოდექსი – რა შეიცვლება საშეშე მასალის სოციალური ჭრით მოსარგებლეებისთვის
access_time2021-06-12 11:00:49
საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის;  უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზირების სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეებით მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის,  ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება.  ნიშნავს თუ არა ეს ცვლილებები სოციალური ჭრის საბოლოოდ...


მსგავსი სიახლეები

up