გიორგი ცუცქირიძე - ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის გაჯანსაღების და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს

გიორგი ცუცქირიძე - ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის გაჯანსაღების და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს

access_time2021-07-30 12:07:59

ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის სარეკორდო ორნიშნა მაჩვენებელი ეკონომიკის  გაჯანსაღების და სწრაფი ზრდის შეუქცევად ტენდენციაზე მიუთითებს. „საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ივნისში, წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 18.7 პროცენტი შეადგინა. მისი თქმით, მარტიდან მოყოლებული  პანდემიით გამოწვეული რეცესიის ერთწლიანი პერიოდის შემდგომ, ეკონომიკური აქტივობის დონის ცვლილების რეალური მაჩვენებელი დადებით ტრენდზეა გასული, ხოლო  აპრილ-მაისშიც უპრეცენდენტო, ზრდა დაფიქსირდა, შესაბამისად 44.8 პროცენტიანი ზრდა აპრილში და   25.8 პროცენტი მაისში.


ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, იანვარ-ივნისის კუმულატიური ზრდის ტემპი ორნიშნა ციფრზეა გასული და  12.7 პროცენტს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ იანვარ-ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ტემპი საპროგნოზო მაჩვენებელზე მაღალია და შესაბამისად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის  7.7 პროცენტამდე გაზარდა.


„თუ გავითვალისწინებთ, რომ წინა გასული წლის ივნისში ეკონომიკის კლება 7.7 პროცენტი იყო, მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის დონე 9 პროცენტზე მეტად აჭარბებს პანდემიამდე - 2019 წლის ივნისის მონაცემს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, 2021 წლის იანვარ-ივნისის კუმულატიური მაჩვენებელიც 6 პროცენტით აღემატება პანდემიამდე 2019 წლის იანვარ-ივნისის ეკონომიკური აქტივობის დონესაც კი. ივნისში, აპრილ-მაისის მსგავსად, ეკონომიკური გაჯანსაღების მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.  



მისი თქმით, ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას, პირველ რიგში ხელი შეუწყო შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის ოპტიმალურად გათვლილმა სტრატეგიამ, გვახსოვს როგორი ზეწოლა იყო პრემიერ ღარიბაშვილზე და მთავრობაზე ოპოზიციის თუ  ცალკეული ბიზნეს ინტერეს ჯგუფების მხრიდან, როცა ეკონომიკის ერთიანად გახსნას ითხოვდნენ და ეკონომიკის ჩამოშლასთან ერთად, დაკარგული სამუშაო ადგილების და ბიზნესის გაკოტრების მრუმე პერსპექტივით  აპელირებდნენ.


„რაც მთავარია, ტურისტულმა ინდუსტრიამ იმაზე სწრაფად დაიწყო აღდგენა, ვიდრე ნავარაუდები იყო, რამაც მის მკვებავ დარგებზე სინერგიული ეფექტი იქონია. ისიც გვახსოვს, ოპონენტები ტურისტული ინდუსტრიის სტიმულირების პაკეტებს როგორ აპროტესტებდნენ, ფულის ჰაერში გადაყრად აფასებდნენ და ეკონომიკის ლამის მთლიან გადაწყობას მოითხოვდნენ. მთავრობის მიზანდასახულმა პოლიტიკამ შექმნა პოზიტიური მოლოდინები ბიზნესისათვისაც, რამაც მაღალ ზრდასთან ერთად, მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ლარის კურსის გამყარებას და სამუშაო ადგილების შენარჩუნებას შეუწყო ხელი.  დღეს მიუხედავად კოვიდ პანდემიის ახალი შემოტევისა, რასაც ჩვენ გარდა მთელ მსოფლიოში ვხედავთ, ამოცანა დგას არა ახალ ლოქდაუნზე, არამედ ეკონომიკის მართვის შედარებით მოქნილ ფორმებზე,  ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებით,“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.


ექსპერტის შეფასებით, ეკონომიკის ასეთი სწრაფი ტემპით გაჯანსაღება იმ კუთხითაც არის აღსანიშნავი, რომ  ოპოზიციის დესტრუქციის ფონზე მან ეკონომიკაზე მიზერული ზეგავლენა იქონია, რაც თავად ამ პოლიტიკურად გაკოტრებული ძალების განულებულ ფაქტორზე უფრო მიუთითებს. ამიტომაც არის, რომ პარტიული ტელევიზიების აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, ვერც საპროტესტო მუხტი აწიეს და ვერც საერთო სახალხო პროტესტს დაუდეს სათავე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up