გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი ადასტურებს მთავრობის ანტიკრიზისული და პოსტკრიზისული ღონისძიებების პოზიტიურ შედეგებს

გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი ადასტურებს მთავრობის ანტიკრიზისული და პოსტკრიზისული ღონისძიებების პოზიტიურ შედეგებს

access_time2021-11-30 15:33:51


“საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით, ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 6.9 პროცენტი, ხოლო იანვარ-ოქტომბრის კუმულატიური ზრდის ტემპმა 10.5 პროცენტი შეადგინა, რაც ოქტომბერში ექსპორტის 31 პროცენტიანი ზრდითაც აღინიშნა და რეალურს ხდის საქართველოს მთავრობის 2021 წლის ეკონომიკური ორნიშნა ზრდის პროგნოზს, რომელიც 10%-ს შეადგენს. იგი თანხვედრაშია წამყვანი სარეიტინგო სააგენტოების და საერთსშორისო სავალუტო ფონდის გაზრდილ საპროგნოზო მაჩვენებლებთან,” – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ „საქსტატის“ მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელი, რომელიც დღეს ოფიციალურად გამოქვეყნდა.


თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, ექსპერტი აღნიშნავს, რომ იანვარ-ოქტომბერში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მოსალოდნელზე მაღალია, ეკონომიკური აქტივობის დონე 2.7 პროცენტით აჭარბებს როგორც პანდემიამდე - 2019 წლის ოქტომბრის მონაცემს, ასევე 2021 წლის იანვარ-ოქტომბრის კუმულატიური მაჩვენებელიც 3.7 პროცენტით აღემატება 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის ეკონომიკური აქტივობის დონეს.


2021 წლის ოქტომბერში რეალური ზრდა დაფიქსირდა ეკონომიკის უმრავლეს სექტორებში, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა, როგორც ტრადიციულად- ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის; ტრანსპორტის და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ასევე გართობა- დასვენების; ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების საქმიანობების; ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობებმა.


ექსპერტმა აღნიშნა, რომ ზრდის კონტრიბუციაში მნიშვნელოვან ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენდა საქონლით საგარეო ვაჭრობის და განსაკუთრებით ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. მისი თქმით, 2021 წლის ოქტომბერში წინა წელთან შედარებით ექსპორტი 31.4 პროცენტით გაიზარდა და მისმა მოცულობამ 411.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 34.1 პროცენტით გაიზარდა და 318.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.



მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციები დაფიქსირდა ტურიზმის სექტორშიც, კერძოდ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ოქტომბერში (პანდემიამდე 2019 წლის სექტემბერში დაფიქსირებული საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების) 53.3 პროცენტი იყო.


„ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი ადასტურებს მთავრობის ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართული მაკროეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურობასთან ერთად, კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული მხარდაჭერის პროგრამების ეფექტურ ხასიათსაც, რამაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას, პანდემიის უარყოფითი გავლენის შემცირებას მოსახლეობაზე და შექმნა მყარი ფუნდამენტი ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებისთვის, რაც ნათლად დაადასტურა არა მხოლოდ მიმდინარე წლის სწრაფი აღდგენის ტენდენციამ, არამედ უახლოეს 2022-2026 წლებში ჩვენ გვექნება რეგიონში და ევროპაში ყველაზე მაღალი, საშუალოდ წლიური 5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელიც. მშპ უკვე 2023 წელს 65 მილიარდი ლარი იქნება და ისტორიულ მაქსიმუმზე გავა, ისევე როგორც მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით 5 500 აშშ დოლარი იქნება,“ - აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ.


მისი ინფორმაციით, ნიშანდობლივია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მთავრობამ კიდევ უფრო გააფართოვა ბიზნესის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამები, რასაც თუ პრემიერ მინისტრის მიერ უკვე დაანონსებულ ახალ სოციალურ პოლიტიკასაც დავუმატებთ, რაც რეგიონებში ეკონომიკური აქტივობის გადატანასაც მოიცავს, მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა ექნება შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანობაზე, ასევე ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up