გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკის მინისტრის ასეთი მაღალი აქტივობა მხოლოდ მისასალმებელია

გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკის მინისტრის ასეთი მაღალი აქტივობა მხოლოდ მისასალმებელია

access_time2019-09-18 17:08:19

ქვეყნის ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით, ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს წამყვან სავაჭრო-პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. -წერს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.


პოსტს უცვლელად გთავაზობთ:



აზერბაიჯანი საქართველოსთვის არა მხოლოდ წამყვანი სავაჭრო-პარტნიორია, არამედ ბოლო წლებში ლიდერია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც. კერძოდ, აზერბაიჯანი საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მე-3 ადგილზეა 9%-იანი წილით, ასევე 2018 წლის მონაცემებით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა 19%-იანი წილით. ასევე ხაზი გაესვა წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სექტორში. შარშან საქართველოში აზერბაიჯანიდან ვიზიტორების ზრდამ 9 პროცენტი შეადგინა და ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი აქაც ლიდერია.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას აზერბაიჯანში ვიზიტი და შეხვედრები უმაღლეს დონეზე, პირველ რიგში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სწორედ ამ კუთხით არის საინტერესო და ნიშანდობლივი, რადგან აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი. ამასთან, აზერბაიჯანი არის ჩვენი ღია მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარების კუთხითაც.




ნიშანდობლივია, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხო, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე არაც არანაკლებ მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობას, რაც აუცილებელია ქვეყნების შემდგომი განვითარებისა და გლობალური მნიშვნელობის სატრანსპორტო - ენერგეტიკული პროექტების რეალიზაციისთვის.



ეკონომიკური მდგრადი განვითარებისა და ზრდის თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი ენერგეტიული და სატრანსპორტო დერეფნების ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამ მიმართულებით უნდა გამოიყოს, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც აზიასა და ევროპას შორის ტვირთების გადაზიდვისთვის საჭირო დროს, ასევე ქვეყნის გავლით დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვის საწინდარი გახდება.



ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზების მიმართულებით, მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე წლის 22-23 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც წელს მესამედ ჩატარდება.



და ბოლოს ეკონომიკის მინისტრის ასეთი მაღალი აქტივობა მხოლოდ მისასალმებელია, რაც ადასტურებს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას სამთავრობო კურსს, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე.


(NS)





დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-26 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების ლოზუნგით მოსული „ქართული ოცნების“ დეპუტატები 4 წლიან საქმიანობას აჯამებენ „კომერსანტი“ დაინტერესდა ამ დროის განმავლობაში რა გააკეთეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა მთავარი დანაპირების - „კეთილდღეობის და სწრაფი განვითარების“ შესასრულებლად, რის გამოც ოთხი წლის წინ ამომრჩევლებს ხმას სთხოვდნენ. როგორ აფასებენ...

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა

26 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გაუფასურდა
access_time2020-10-26 18:30:27
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2285 ლარი...

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ

„საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, მზად არ არიან“ - როგორია ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ
access_time2020-10-26 18:00:06
ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმა პანდემიის პირობებში, როგორია რეფორმის შედეგები 4 წლის შემდეგ და რა მოლოდინები აქვთ აუდიტორულ კომპანიებს. „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი, ვახტანგ ცაბაძე რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ მეოთხე კატეგორიის კომპანიებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საწარმოები რეფორმით გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად, ჯერჯერობით, მზად არ...

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს

მთავრობა 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას გეგმავს
access_time2020-10-26 16:30:39
მთავრობამ საწოლფონდის შესაძენად გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა. შესაბამისი განაცხადი უკვე ფიქსირდება სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე. სოციალური მომსახურების სააგენტომ კლინიკებთან უკვე გააფორმა ხელშეკრულებები 5,645,320 ლარის საწოლფონდის შესაძენად. შესყიდული საწოლი ადგილები თბილისსა და ქვეყნის სხვა რეგიონებში არის გადანაწილებული. ჯამურად, სოციალური მომსახურების სააგენტო 48 მილიონი ლარის ღირებულების საწოლფონდის შესყიდვას...

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...


მსგავსი სიახლეები

up