გიორგი ცუცქირიძე:  ეკონომიკა იმაზე სწრაფად ჯანსაღდება ვიდრე მოსალოდნელი იყო

გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკა იმაზე სწრაფად ჯანსაღდება ვიდრე მოსალოდნელი იყო

access_time2020-07-31 17:16:00

გიორგი ცუცქირიძე: ეკონომიკური კლების ტემპის ტენდენცია გადატეხილია, რაც აჩვენებს, რომ ტურიზმის სექტორში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ეკონომიკაში გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება

 

მაისს -ივნისთან შედარებით, როდესაც ვარდნა 13.5 და 16,6 პროცენტს შეადგენდა, ეკონომიკური კლების ტემპის ტენდენცია გადატეხილია, რაც ასევე აჩვენებს, რომ ტურიზმის სექტორში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ეკონომიკაში საერთო ჯამში გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება,- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება.

 

ცუცქირიძის თქმით, ივნისში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, წინა თვესთან შედარებით მკვეთრად არის შემცირებული კლების ტემპი და შესაბამისად, ნაკლებია უარყოფითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში.


როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ოპოზიციის პესიმისტური პროგნოზები, ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვის გამო, ეკომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე და ანტიკრიზისული სამთავრობო სტრატეგიის არაეფექტურ და მცდარ სტრატეგიაზე.

 

,,საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივნისში ეკონომიკა 7.7 პროცენტით შემცირდა, ხოლო იანვარ-ივნისის კლების მაჩვენებელი 5.8 პროცენტია და წლიური ვარდნის საპროგნოზო მაჩვენებელს მიუახლოვდა. კოვიდკრიზისული ტენდენციების ფონზე, მაისს -ივნისთან შედარებით, როდესაც ვარდნა 13.5 და 16,6 პროცენტს შეადგენდა, ეკონომიკური კლების ტემპის ტენდენცია გადატეხილია, რაც ასევე აჩვენებს, რომ ტურიზმის სექტორში, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ეკონომიკაში საერთო ჯამში გაჯანსაღების ტენდენცია შეინიშნება.


აღსანიშნავია, რომ ივნისში ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, წინა თვესთან შედარებით მკვეთრად არის შემცირებული კლების ტემპი და შესაბამისად, ნაკლებია უარყოფითი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში. ამასთან, სამთომოპოვებითი მრეწველობისა და წყალმომარაგების, კომუნალური მომსახურების და ნარჩენების მართვის სექტორებში კლების ნაცვლად ზრდა დაფიქსირდა.  ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე მიმართული ფისკალური და ეკონომიკის მასტიმულირებელი მონეტარული პოლიტიკის, ასევე მთავრობის მიერ კრიზისის შესამსუბუქებლად განხორციელებული საკომპენსაციო ღონისძიებების შედეგად მოსალოდნელია, რომ შემდგომ თვეებში ეკონომიკის მთელ რიგ სექტორებში მნიშვნელოვანი გაჯანსაღება მოხდება, მიუხედავად ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად მოქმედი საერთაშორისო ტურიზმისა.  აღსანიშნავია, რომ ეკონომიკაში მოხმარების და შესაბამისად ეკონომიკური აქტივობის ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი, მთავრობის ანტიკრიზისულმა პროგრამამ, რაც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მხარდაჭერით მიმდინარეობს: დეველოპმენტის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გრძელდება, რაც წლის ბოლომდე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს ეკონომიკური აქტივობის ზრდასა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე.  ამასთან, მოხმარების ზრდაზე დადებითად იმოქმედებს პანდემიით დაზარალებული საქართველოს მოქალაქეების იმ ნაწილისთვის, რომელმაც პანდემიის შედეგად დაკარგა შემოსავლები, საკომპენსაციო ღონისძიებებით გათვალისწინებული თანხის გაცემა”,- წერს გიორგი ცუცქირიძე.  ანტიკრიზისული გეგმის ეკონომიკური ეფექტის შესადარებლად, მთავარ ინდიკატორად სწორედ ვარდნის ტემპების შემცირება და პოზიტიურ ტრენდზე გადასვლა უნდა მივიჩნიოთ.  კიდევ ერთხელ გაქარწყლდა ოპოზიციის პესიმისტური პროგნოზები, ეკონომიკის იძულებითი ჩაკეტვის გამო, ეკომიკის მოსალოდნელ კოლაფსზე და ანტიკრიზისული სამთავრობო სტრატეგიის არაეფექტურ და მცდარ სტრატეგიაზე“,- წერს გიორგი ცუცქირიძე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up