გიორგი ცუცქირიძე - ძალიან საინტერესოდ გამოიყურება საპენსიო რეფორმის დაწყებიდან გასული ერთწლიანი პერიოდის სტატისტიკური მონაცემები

გიორგი ცუცქირიძე - ძალიან საინტერესოდ გამოიყურება საპენსიო რეფორმის დაწყებიდან გასული ერთწლიანი პერიოდის სტატისტიკური მონაცემები

access_time2020-08-04 18:10:10

ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის შეფასებით, საქართველოში, თავის დროზე, დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადასვლა, ქართული ოპოზიციისაგან განსხვავებით, პოზიტიურად შეფასდა ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან. მისივე თქმით, ამიტომაც იყო მნიშვნელოვანი, რომ საპენსიო რეფორმა დაწყებულიყო მაქსიმალურად სწრაფად და არ გაწელილიყო დროში, რაზეც ასევე მიზანმიმართულად ხდებოდა საწინააღმდეგო აზრის პედალირება პოლიტიკოსთა, თუ ექსპერტთა ნაწილის მხრიდან, დაბალ შემოსავლებზე თუ საფონდო ბაზრის განუვითარებლობაზე აქცენტირებით.


„რეფორმის დაწყებამდე და მერეც, ასევე იყო ხშირი საექსპერტო შეფასებები, რომ მიუღებელი იყო დაგროვებითი სისტემის სავალდებულო ხასიათი, ამასთან გაიზრდებოდა საგადასახადო ტვირთი დასაქმებულზე, რაც თავის მხრივ გააძვირებდა სამუშაო ძალას და უარყოფითად იმოქმედებდა დასაქმებაზე, ინვესტიციებზე და ა.შ. გარდა ამისა, იყო „შიშები“, რომ შემოთავაზებულ საპენსიო სისტემას შეიძლება, გამოეწვია არაფორმალური შრომითი გარიგებების დადება და ჩრდილოვანი ეკონომიკის წახალისებაც კი. რაც მთავარია, ცალკეული ქვეყნების მაგალითზე კეთდებოდა პირდაპირი მინიშნებები, რომ საინვესტიციო პროცესები არ იქნებოდა გამჭვირვალე, ფონდში აკუმულირებული თანხები, განსაკუთრებით კრიზისებისას მთავრობის მიერ იქნებოდა არამიზნობრივად გამოყენებული და სულაც დაიკარგებოდა ან მისი სარგებლიანობის ეფექტი იქნებოდა ნულის ტოლფასი, ინფლაციის გამო. დღეს საპენსიო რეფორმის ირგვლივ პოლემიკა აქტუალური იმდენად აღარ არის, რადგან არცერთი ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი არ ქცეულა რეალობად. თუმცა, მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის კრიტიკისას, კიდევ ერთი აბსურდული ინიციატივაც გვახსოვს, „ევროპული საქართველო“ ითხოვდა, მომხდარიყო ამ ფონდში აკუმულირებული თანხების მოსახლეობისათვის დარიგება! რადგან კრიზისებზე იყო მინიშნებები, განსაკუთრებით ახლა, პოსტპანდემიურ პერიოდში, ძალზე საინტერესოდ გამოიყურება რეფორმის დაწყებიდან გასული ერთწლიანი პერიოდის სტატისტიკური მონაცემები, რომელსაც საინვესტიციო პროცესების გამჭვირვალობისთვის საპენსიო სააგენტო ყოველი თვის დასაწყისში წარადგენს და რაც მხოლოდ მისასალმებელია. 3 აგვისტოს მდგომარეობით, საპენსიო აქტივებმა 890 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1.7% ვადიან დეპოზიტებზე, 25.2% სარგებლიან ანგარიშებზე, ხოლო 73.1% სადეპოზიტო სერტიფიკატებშია ინვესტირებული. მოგეხსენებათ რეფორმის საწყის ეტაპზე, საპენსიო აქტივების 100% ლარშია დენომინირებული. რაც ნიშანდობლივია, საპენსიო აქტივებზე დარიცხული წლიური ეფექტური სარგებელი 11.4%-ია, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაცია! (ივლისის მდგომარეობით 5.7%), ხოლო საპენსიო აქტივებზე დარიცხული სარგებელი 68 მილიონ ლარს შეადგენს. ამ რეფორმის დადებით შედეგებს, კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ჩვენ მომავალში კიდევ უფრო ცხადად ვნახავთ. როგორც იტყვიან ქართული ოპოზიცია აქაც დროშია გაჭედილი!”, - აღნიშნავს ექსპერტი.



ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up