გიორგი ცუცქირიძე - DFC-ის ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის

გიორგი ცუცქირიძე - DFC-ის ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის

access_time2021-01-19 16:58:37

„DFC-ის ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის - ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის ამერიკის ხმისათვის მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, რომლის თანახმად, საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის (განვითარების დაფინანსების კორპორაციის) ოფისის გახსნა განიხილება.


როგორც გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს, თავად ეს ფაქტი კი იმითაც არის მნიშნელოვანი, რომ მსოფლიოსთვის ძლიერი გზავნილი იქნება, რაც ინვესტიციების შემოდინების ზრდასთან ერთად, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების და მაღალი დამატებული ღირებულების ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიას რეალურს გახდის.


მისივე თქმით, ამავე საერთშორისო კონტექსტში უნდა აღინიშნოს, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის - უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმის გაფორმებაც.


„პოსტპანდემიურ პერიოდში განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს ქვეყნის საერთაშორისო ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა. ამ თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის მეტი ინტეგრაცია როგორც ევროკავშირში, ასევე ისეთ მეგაეკონომიკასთან, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია.


ცნობილი გახდა, რომ საქართველოში აშშ-ის უმსხვილესი სახელმწიფო საფინანსო ორგანიზაციის, DFC-ის (განვითარების დაფინანსების კორპორაციის), ყოფილი OPIC-ის (კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაცია) ოფისის გახსნა განიხილება, რომელიც როგორც მოგეხსენებათ ფოთში “პეის” ტერმინალის მშენებლობას აფინანსებს.



აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კით კრაჩმა განაცხადა ამერიკის ხმისათვის მიცემულ ინტერვიუში.


ნიშანდობლივია,რომ DFC-ის ოფისის გახსნის შემთხვევაში, ორგანიზაცია საქართველოდან დაფარავს რეგიონს და ინვესტიციების მოსაზიდად არსებითად ახალ საინვესტიციო პოტენციალს შექმნის, პირველ რიგში მაღალტექნოლოგიური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.


თავად ეს ფაქტი კი იმითაც არის მნიშნელოვანი, რომ მსოფლიოსთვის ძლიერი გზავნილი იქნება, რაც ინვესტიციების შემოდინების ზრდასთან ერთად, არა მხოლოდ ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, არამედ განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს და იმპორტის ექსპორტით ჩანაცვლების და მაღალი დამატებული ღირებულების ეკონომიკაზე გადასვლის სტრატეგიას რეალურს გახდის.


ამავე საერთშორისო კონტექსტში უნდა აღინიშნოს, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის - უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმის გაფორმებაც. ამ ტიპის მაღალტექნოლოგიური სწრაფი ინტერნეტის დანერგვა გარდა იმისა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია ნდობის და სანდოობის თვალსაზრისით, ბატონი კიტ კრაჩისვე განცხადებით ფაქტობრივად ნიშნავს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს გეგმის შედგენას.



ეს ფაქტები კიდევ ერთხელ მიუთითებს აშშ -საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესთან ერთად, ახალი შესაძლებლობების გაჩენას, მათ შორის ამერიკასთან თავისუფალი სავარო რეჟიმის გაფორმებასაც უახლოეს მომავალში.


რაც მთავარია, ხელისუფლების ტრანსატლანტიკური კურსის შეუქცევადობასთან ერთად, ამერიკის ორპარტიულ მხარდაჭერასაც ღიად ადასტურებს” - წერს გიორგი ცუცქირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up