გიორგი ცუცქირიძე: ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე  12 წლის განმავლობაში

გიორგი ცუცქირიძე: ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე 12 წლის განმავლობაში

access_time2019-08-15 13:36:03


ბოლო 6 წელიწადში უფრო მეტი ინვესტიცია შემოვიდა, ვიდრე მანამდე 12 წლის განმავლობაში  წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძე.

პოსტს უვცლელად გთავაზობთ:



„საქსტატმა“ 2018 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაზუსტებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რაც 2,7 პროცენტით მეტია წინასწარ მონაცემზე. ასევე დაზუსტდა 2007-2018 წლების საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ ზრდის მონაცემებიც. როდესაც ინვესტიციებზე ვსაუბრობთ და მას გასულ წლებს ვადარებთ, მისი ზეგავლენა ეკონომიკაზე არა ცალკეული წლის, არამედ ჯამური ეფექტით უნდა შეფასდეს. აღნიშნული მონაცემების ზერელე ანალიზიც კი ცხადყოფს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე საქართველოში უფრო მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ვიდრე თუნდაც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის 9 წლიან პერიოდში, 2004-2012 წლებში 9 მლრდ 171 მლნ ინვესტიცია შემოვიდა, 2013-2018 პერიოდში კი 9 მილიარდ 483 მლნ. შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლებამ 5 წელიწადში 312.6 მლნ-ით მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მოიზიდა, ვიდრე წინა ხელისუფლებამ თავისი მმართველობის 9 წლიან პერიოდში.



კიდევ უფრო შორს რომ წავიდეთ და ათვლა 2001 წლიდან დავიწყოთ, 2001 წლიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოში სულ 9 მილიარდ 508 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის პირველი კვარტლის ჩათვლით კი საქართველოში 10 მილიარდ 36 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხორული ინვესტიცია შემოვიდა. თითქმის 6 წელიწადში - უფრო მეტი, ვიდრე იქამდე - თითქმის 12 წლის მანძილზე.
რაც შეეხება 2018 წელს, ის იმითაც არის აღსანიშნავი, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში. ნიშანდობლივია, რომ დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში ინვესტიციები გაიზარდა 41.0 პროცენტით და 140 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორში ინვესტიციების მოცულობა 62.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა და წინა წელთან შედარებით 20.1 პროცენტით გაიზარდა.




აღსანიშნავია, რომ ინვესტიციებში სულ უფრო მზარდია ევროკავშირის წვეყნების წილი. ქვეყნების მიხედვით 2018 წელს აზერბაიჯანის შემდეგ(246.4 მლნ. აშშ. დოლარი), ყველაზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა განხორციელდა ევროკავშირის ქვეყნებიდან, ნიდერლანდებიდან 208.4 მლნ. აშშ. დოლარი შემოვიდა, ხოლო გაერთიანებული სამეფოდან - 178.8 მლნ. აშშ. დოლარი.



გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ თუ გასულ წლებში ინვესტიციების შემოდინება ძირითადად ხდებოდა არასამეწარმეო სექტორებში და როგორც წესი შედარებით დაბალ ტექნოლოგიურ დარგებში, რაც ამცირებდა ინვესტიციის ეკონომიკაზე ზეგავლენის ეფექტს, იცვლება ინვესტიციების ხარისხობრივი მაჩვენებელებიც. დღეს როდესაც ჩვენი ეკონომიკის ზრდის უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი, ინვესტიციებთან ერთად, წმინდა ექსპორტის მზარდი დადებითი დინამიკაა, მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ქმნის დამატებით ღირებულებას ეკონომიკაში.
ჩვენ ვხედავთ, რომ თავისუფალი და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სულ უფრო იზრდება ინვესტიციები ევროკავშირის ქვეყნებიდან, ამიტომაც აქვს აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმზე გადასვლას, ძალზე დიდი მნიშვნელობა. აშშ და ევროკავშირი არიან ლიდერები უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისითაც. აქედან გამომდინარე, სავსებით სწორია როდესაც საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ეკონომიკის რეალურ სექტორში ხარისხობრივი ინვესტიციების მოზიდვას, ინვესტიციების მაღალტექნოლოგიურ დარგებში განხორციელებას და ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს ანიჭებს.



(NS)





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up