გიორგი ცუცქირიძე - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ქონების არანაკლებ 95%-ს ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმარს, არა მხოლოდ მაშტაბური, არამედ უპრეცედენტოა

გიორგი ცუცქირიძე - ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, რომ ქონების არანაკლებ 95%-ს ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმარს, არა მხოლოდ მაშტაბური, არამედ უპრეცედენტოა

access_time2021-01-12 14:13:54

„ბიძინა ივანიშვილი, რომ დიდი ქველმოქმედი და მეცენატი იყო, ეს ისედაც იყო ცნობილი, მაგრამ მისი გადაწყვეტილება რომ ქონების არანაკლებ 95%-ს ქველმოქმედებას და საზოგადო საქმეს მოახმარს, არის არა მხოლოდ მაშტაბური, არამედ უპრეცედენტო” – ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

მისი თქმით, მსოფლიო პრაქტიკა ნამდვილად არ იცნობს ასეთ მასშტაბებს.

 

„შედარებისათვის თუნდაც ცნობილი მილიარდერის და ფილანტროპის უორენ ბაფეტის მიერ ბოლო 5 წელიწადში ქველმოქმედებაზე გაცემული სახსრები მისი ქონების 16%-ს, ხოლო გეითსების წყვილის – 9%-ს შეადგენს. ცალკე თემაა მისი დამოკიდებულება ბიზნესისადმი, მხედველობაში მაქვს პირველ რიგში სოციალური მეწარმეობა, რომლის წამომწყებიც ის არის საქართველოში და სამწუხაროდ, ასევე არის დღესაც უცხო ქართული ბიზნესისათვის. სოციალური მეწარმეობა არის ბიზნეს მოდელი, სადაც ბიზნეს იდეა წარმოადგენს გარკვეული სოციალური პრობლემის მოგვარების გზას და როგორც წესი ამ სახის პროექტებს საერთაშირისი პრაქტიკაში არამომგებიანი ორგანიზაციები და ფონდები ახორციელებენ. ცალკე თემაა ზოგადად მისი დამოკიდებულება კომერციაზე და განსაკუთრებით მოგების ფენომენზე, როდესაც განსაკუთრებით მსხვილი ქართული ბიზნესი მოგების ზე-მაღალ მარჟაზეა ორიენტირებული. ჩემთვისაც კი, რომელსაც ჰქონდა უშუალო შეხება საბანკო სექტორთან, სიურპრიზი გამოდგა, მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ქართუ ბანკიდან“ დივიდენდი არასოდეს აუღია, ხოლო ბანკმა, ამ წლების განმავლობაში, საკუთარი მოგებიდან 55 მილიონი დოლარი ასევე ქველმოქმედებაზე მიმართა“ - წერს ექსპერტი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

მისივე თქმით, რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილს  არასოდეს უცდია, იგივე საბანკო სექტორისათვის, რაიმე ტიპის პრობლემების შექმნა, თინდაც წმინდა კონკურენტული ეგოიზმის თვალსაზრისით, მაშინ როდესაც მისი ფინანსური რესურსები ამის შესაძლებლობას თავისუფლად აძლევდა, პირიქით - ყოველთვის მინდოდა ბაზარს დავხმარებოდი და მაქსიმალურად გამეჯანსაღებინა ეკონომიკური გარემო -აღნიშნა კიდეც, ჟურნალ "ენტერპრენერისათვის" მიცემულ ინტერვიუში.


„ქართუ“ ბანკს ნამდვილად არასოდეს უცდია აგრესიული მარკეტინგული მოქმედებები ბაზრარზე, და არც არასოდეს ჰქონია მიზნად ბაზრის მონოპოლისტობა, განსხვავებით სხვა საბანკო ჯგუფებისაგან, იგივე ახლა პოლიტიკაში გადაბარგებული ბატონი ხაზარაძისაგან, რომლის სტრატეგიაც სწორედ საპირისპირო იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ქართუ ბანკი, არასოდეს დასთანხმებია სახელმწიფო ანგარიშების მომსახურებას, რაც იყო სხვა ბანკებისათვის დიდი ცდუნება და გარანტირებული შემოსავალიც ამავდროულად.

ნიშანდობლივია, რომ ფასდაუდებელია ბანკ „აბსოლუტის“ გაკოტრების შემთხვევაც, რომელიც იმ დროს უმსხვილესი ბანკი იყო და როცა 2001 წელს მისი პასივების, მათ შორის პრობლემურის, გამოსყიდვით, ფაქტობრივად, გადაარჩინა მთლიანად ქართული საბანკო სისტემა სერიოზულ ლიკვიდობის კრიზისსაც.

და მარტო ამ ყველაფრისათვის ის ისედაც შესულია ისტორიაში დიდ მამულიშვილად და ქველმოქმედად!

ამ პოსტში მისი საქმიანობის მხოლოდ ნაწილს შევეხე და პოლიტიკაზეც სხვა დროს ვეცდები მისი, არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმიანობის შეფასებას“ - წერს გიორგი ცუცქირიძე.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up