გიორგი ცუცქირიძე:  თავის მაშტაბურობით ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა

გიორგი ცუცქირიძე: თავის მაშტაბურობით ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა

access_time2019-08-13 17:05:57

ამ ტიპის დანაშაულის აღკვეთა უპრეცედენტოა თავის მაშტაბურობით, — წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ფინანსურ საკითხებში გიორგი ცუცქირიძე.

პოსტს “კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ:


ქვეყანაში საგადასახადო დისციპლინის და შესაბამიასად, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და დროულ აღკვეთას ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საერთაშორისო პრაქტიკაც აჩენებს, რომ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველ ასეთ ფაქტზე მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან დროულ რეაგირებას, რადგან ამ ტიპის დანაშაულის გაზრდილი მაშტაბები პირველ რიგში ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე მოქმედებს ნეგატიურად.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინა და თავიდან აიცილა 100 მილიონი ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისად, თავიდან იქნა აცილებული ამავე ოდენობის ზიანის მიყენების საფრთხე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. ამ ოპერაციის მაშტაბურობაზე ისიც მიუთითებს, რომ მარტო უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში, 9 სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 53 პირის მიმართ, რომელთა უმრავლესობა სხვადასხვა კომპანიის დირექტორი და დამფუძნებელია, ხოლო ნაწილი - კომპანიების ფაქტობრივი მმართველი.



ნიშანდობლივია, რომ თავად ამ დანაშაულებრივი სინდიკატის მაშტაბიც. უკანონო შემოსავლის მიღებისა და არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დანაშაულებრივი სქემის მონაწილეებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რეგისტრირებული ჰქონდათ კომპანიები, რომელთა სახელითაც ახორციელებდნენ უსაქონლო ოპერაციებს, რა დროსაც ისინი აყალბებდნენ დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურებს და ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, იქმნიდნენ ყალბ აქტივს დამატებული ღირებულების გადასახადში, ძირითადად ნავთობპროდუქტების განბაჟებისათვის განკუთვნილი გადასახადების და მიმდინარე საბიუჯეტო ვალდებულებების დასაფარად.


ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები, მით უმეტეს როდესაც საქმე ამ სახის მაშტაბური დანაშაულის გამოვლენას ეხება, იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ბიუჯეტზე მიყენებული ზარალი ერთის მხრივ, ნეგატიურად ზემოქმედებს ეკონომიკაზე და მეორეს მხრივ, არის ჩვენი გადასახადის გადამხდელების, მათ შორის პენსიონერების ჯიბიდან ამოცლილი თანხა. ამასთან, აჩვენებს თუ რამდენად ეფექტურად მიმდინარეობს ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რამდენად არიან ზემოაღნიშნულ დანაშაულებრივ სქემებში ჩართულნი საჯარო მოხელეები, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის კორუფციის ინდექსზე, მისი შემცირების მიმართულებით. ნიშანდობლივია, რომ ბოლო წლებში უმჯობესდებოდა კორუფციის აღქმის ინდექსი“, ხოლო 2018 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ლიდერად რჩება, ხოლო 180 ქვეყანას შორის 41 ადგილზეა 58 ქულით, ხოლო 2017 წელთან შედარებით 5-ი საფეხურით არის დაწინაურებული, 2012 წელთან შედარებით კი მთელი ათი საფეხურით, რასაც თუნდაც ამ ანტიკორუფციული ღონისძიების მაშტაბიც ადასტურებს.


ჩრდილოვანი ეკონომიკის მეტასტაზების შემცირებას, ეკონომიკური დანაშაულის პრევენციას და დროულ გამოვლენას ქვეყანაში საინვესტიციო მიმზიდველობის კუთხითაც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება და კორუფციის ინდექსიც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის შეფასების ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორია.






სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი

სამი პუტინი: მემკვიდრე, ოფიცერი, იმპერატორი
access_time2019-08-17 16:00:29
„ძალაუფლება რყვნის, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება რყვნის აბსოლუტურად“.                                                                                        ...

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას..."

„პოზიტიური მესიჯებით ცდილობენ დაასტაბილურონ ლარი. ადამიანები კი სხვა მდგომარეობას აწყდებიან ქუჩაში - საწვავის, პროდუქტის გაძვირებას...
access_time2019-08-17 14:00:48
“როგორც არ უნდა ვისაუბროთ სხვადასხვა ფაქოტრებზე და შეცდომებზე, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ლარის კურსის ვარდნას იწვევს არის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა არ იზრდება იმ დოზით, რა დოზითაც ლარს სჭირდება გასამყარებლად. ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ 2004-2012 წლები, როცა ლარი მყარდებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, რომელიც არც წინა ხელისუფლების შეცდომებზე საუბრისგან იკავებს თავს, თუმცა, თვლის, რომ მაშინდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი...

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა

საქართველოში სასტუმროების ფასი 10%-ით დაეცა
access_time2019-08-17 12:00:09
მიუხედავად მოლოდინებისა, რომ წელს, ზაფხულის სეზონზე ტურისტების შემოდინება შემცირდებოდა, რაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახებოდა, ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის მე-2 კვარტალში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლთან...

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში

“კომერსანტის“ ბიზნეს მიმომხილველი ჯაბა დიხამინჯია: კომპანია Yext, Inc-ი ახალი სიტყვა უზარმაზარ საძიებო ბიზნესში
access_time2019-08-16 20:30:06
მოგესლამებით. მინდა გაუწყოთ რომ 17 ივლისს JDinvesment ის პორტფელს დაემატა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, პერსპექტიული კომპანია. ეს კომპანია არის ტექნოლოგიური კომპანია და ქმნის პროდუქტს რომელიც, დღევანდელ ინტერნეტ სივრცეში დიდ საჭიროებას წარმოადგენს. ამაში ადვილად დავრწმუნდებით ცოტა ხანში, როდესაც ამ კომპანიის ფუნდამენტალური ანალიზით დავკავდებით. შევეცდები მაქსიმალურად იოლად ავხსნა კომპანიის ბიზნესმოდელი და მისი ფინანსური მაჩვენებლები. ასე დაგანახოთ საინვესტიციო უპირატესობები. გვეწვიეთ საიტზე...

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ შვიდი ავტომობილის ექსპლუატაციაზე 89,924.53 ლარი დაიხარჯა
access_time2019-08-16 19:30:37
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების მიერ სამსახურებრივი სარგებლობის ავტომანქანების ექსპლუატაციის პროცესში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვისა და ავტომანქანების არაეფექტიანად გამოყენების რისკებზე მიუთითებს. კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მასთან არსებული ორგანიზაციების ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს სამსახურებრივი სარგებლობის სამორიგეო...


მსგავსი სიახლეები

up